ავტორი:

"შეიძლება მართლა არ იყო ამის დრო...ვინც თვლის, რომ შეგვეშალა, გთხოვთ, გვაპატიოთ" - ნიკოლოზ რაჭველი მუსიკალური აქციის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

"შეიძლება მართლა არ იყო ამის დრო...ვინც თვლის, რომ შეგვეშალა, გთხოვთ, გვაპატიოთ" - ნიკოლოზ რაჭველი მუსიკალური აქციის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, რომელიც გუშინ თბილისში გაიმართა მუსიკალური იყო. უკრანის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით სცენაზე ნინო ქათამაძემ მუსიკალური ნომერი ნიკოლო რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ღმერთო, ღმერთო, ღმერთო დაჩოქილი გევედრები უშველე ჩვენს უკრაინას და აქვე მაინც დავწერ, უსაზღვროდ განვიცდი, რომ ჩვენი მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა… შეიძლება მართლა არ იყო ამის დრო მაშინ, როდესაც ტრაგედიამ ყველაზე მძაფრ ეტაპს მიაღწია…

ვინც თვლის, რომ შეგვეშალა უმორჩილესად გთხოვთ გვაპატიოთ, ვინც თვლით, რომ ჩვენი გულწრფელი მუზიცირება შესაბამისობაში მოდის თანადგომის გამოხატვასთან მადლობას გიხდით, რომ ჩვენს განცდას პატივი ეცით…

მთავარია ახლა უკრაინამ გაძლოს და მთელმა პლანეტამ დაამარცხოს ეს სატანა ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი!!!!!!!!!ამაღამ ალბათ ძალიან ბევრი გავათენებთ და ყველას გისურვებთ შვებით და ოპტიმიზმით ამოვისუნთქოთ გამთენიისას…" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.