ავტორი:

"ვფიქრობ სიტყვა “კონცერტმა” გააღიზიანა ომის გამო უსაზვროდ დაზაფრული საზოგადოების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ერთი პასუხი მაქვს..." - ნიკოლოზ რაჭველი უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

"ვფიქრობ სიტყვა “კონცერტმა” გააღიზიანა ომის გამო უსაზვროდ დაზაფრული საზოგადოების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ერთი პასუხი მაქვს..." - ნიკოლოზ რაჭველი  უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი კონცერტის გამართვის შესახებ გამოითქვა. მუსიკოსის თქმით, აღნიშნული კონცერტი მადლიერების ნიშნად უკრაინულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, ხოლო ნინო ქათამაძე უკრაინელებისთვის ისეთივე ძვირასი მომრერალია, როგორიც - ქართველებისთვის.

"არაერთ მოსაზრებას გავეცანი დღეს აქციაზე ნინოს, ჩემსა და ორკესტრის მუსიკოსების მიერ დაგეგმილ მუსიკალურ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ბევრმა გაგვაკრიტიკა…მე მესმის, მრავალგვარ აზრს აქვს არსებობის უფლება. (ვფიქრობ სიტყვა “კონცერტმა” უფრო გააღიზიანა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უსაზვროდ დაზაფრული და ნერვებდაგლეჯილი ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი) ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ნინოს და ჩვენს მხარდასაჭერ გამოსვლას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში რთავენ უკრაინის ტელევიზიები, რადგან თავად ისინი, ის ქვეყანა და ის ხალხი, ვინც ომობს მადლიერია ჩვენი ამ გადაწყვეტილებით და ახლაც მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დამუშავება, რათა სიგნალი შეუფერხებლად იქნას მიწოდებული კიევში. ნინო ქათამაძე უკრაინელებისთვის ისეთივე (არა, დამიჯერეთ უფრო მეტად!!!) ძვირფასი მომღერალია როგორც ჩვენთვის, ჰოდა, მისი თითოეული ბგერა გაუთბობს გულებს მეტროს გვირაბებში შეფარებულ უკრაინელ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და ქალაქების თუ სოფლების ქუჩებში მყოფ მებრძოლ პატრიოტებს! დაბოლოს: ყველაზე მძიმე დროს, განსაკუთრებით კი ომში სიმღერა ქართული ფოლკლორის ყველაზე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა! არავინ აპირებს დღეს იქ ცეკვა-თამაშს და გართობას! იქ ჩვენ ხმას, ამჯერად კი ქართული და უკრაინული მუსიკის ხმას მივაწვდენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან, ძალიან, ბევრი გვყავს და ვიცით როგორ გველოდებიან…მერე კი მეც, ნინოც, ლიზა ბათიაშვილიც, ანიტაც, ბექაც, გიორგიც, პაპუნაც, სოფოც და ჩვენი მუსიკალური სამეგობროს კიდევ ბევრი წარმომადგენელი გავემგზავრებით უკრაინის ქალაქებში და მართლა სადღესასწაულო კონცერტებს ჩავუტარებთ მათი გამარჯვების და მსოფლიოს უდიდესი ბოროტების დამარცხების აღსანიშნავად!" - წერს "ფეისბუქში" ნიკოლოზ რაჭველი.

თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა ნინო ქათამაძემ, ნიკოლოზ რაჭველმა და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. მანამდე კი უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ გაიმართა.