ავტორი:

პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. გზის გადაკეტვა ტერიტორიაზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციას უკავშირდება.

აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ დაკავებული როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებული ტერიტორია, ისე მისი მიმდებარე საავტომობილო გზაც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.