საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე გამოვიყვანე კიევიდან და მე ისევ დავბრუნდები... ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას შეძლებენ" - რას ჰყვება ვაშაძე უკრაინიდან?
"მეუღლე გამოვიყვანე კიევიდან და მე ისევ დავბრუნდები... ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას შეძლებენ" - რას ჰყვება ვაშაძე უკრაინიდან?

წუ­ხან­დე­ლი ღამე კი­ე­ვე­ლე­ბის­თვის მძი­მე იყო. უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 35 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ორი ბავ­შვია. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის შე­დე­გად კი­ევ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს რა­კე­ტა და­ე­ცა.

დმიტ­რო კუ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მსოფ­ლიო ლი­დე­რებს მი­მარ­თა და რუ­სე­თის სრუ­ლი იზო­ლა­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­ჩე­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ჩვენ­მა დი­დე­ბულ­მა მშვი­დო­ბი­ან­მა ქა­ლაქ­მა რუ­სე­თის ქვე­ი­თი ჯა­რე­ბი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის კი­დევ ერთ ღა­მეს გა­უძ­ლო. ერთ-ერთი რა­კე­ტა კი­ევ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს მოხ­ვდა. მსოფ­ლი­ოს­გან მო­ვი­თხოვ რუ­სე­თის სრულ იზო­ლა­ცი­ას, ელ­ჩე­ბის გა­ძე­ვე­ბას, ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გოს, მისი ეკო­ნო­მი­კის გა­ნად­გუ­რე­ბას. შე­ა­ჩე­რეთ რუ­სე­თის ომი“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ.

რო­გო­რია ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE უკ­რა­ი­ნა­ში გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ესა­უბ­რა:

"კი­ე­ვი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით ვიმ­ყო­ფე­ბი, მე­უღ­ლე გა­მო­ვიყ­ვა­ნე იქი­დან და ვა­პი­რებ ისევ კი­ევ­ში დავ­ბრუნ­დე. მინ­და გი­თხრათ, რომ ხალ­ხი მხნედ არის, გუ­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო უკ­რა­ი­ნის­თვის იმი­ტომ, რომ რუ­სებ­მა სა­ში­ნე­ლი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს. კი­ე­ვის მი­სად­გო­მებ­თან დი­ვერ­სი­ულ ჯგუ­ფებ­თან მა­ინც მი­დის ბრძო­ლე­ბი და რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გა­ცხად­და, რუ­სე­თის მხრი­დან 3000-ზე მე­ტია და­ნა­კარ­გი, ჯა­რის­კაცს ვგუ­ლის­ხმობ. ფაქ­ტია და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ პუ­ტინ­მა ძალ­ზე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ჯარი შე­მო­იყ­ვა­ნა. არ ვი­ცით, ეს მისი სტრა­ტე­გი­აა, რომ თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ, ჩა­ხო­ცოს ხალ­ხი და მერე სხვა, უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ნა­წი­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნოს, თუ რა. არ ვიცი, ამას ალ­ბათ და­ვაკ­ვირ­დე­ბით. რაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს იყო ნათ­ქვა­მი, მათ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე არა­ფე­რია, ჯა­რის­კა­ცებს პირ­და­პირ უშ­ვე­ბენ და ხო­ცა­ვენ, დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად აქ­ცე­ვენ. გუ­შინ უკ­რა­ი­ნულ­მა ჯარ­მა „ილ-72“ ჩა­მო­აგ­დო კი­ე­ვის მი­სად­გო­მებ­თან და შიგ­ნით მყო­ფი 200-მდე დე­სან­ტი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. რა გი­თხრათ, უკ­რა­ი­ნის ჯარი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია.

ახლა პუ­ტი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს კი­ე­ვის აღე­ბას, მთე­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია კი­ევ­ზეა, მათი მი­ზა­ნია ტყვედ ჩა­იგ­დონ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მთავ­რო­ბა და ამით რა­მე­ნა­ი­რად ფონს გა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა თვი­თი­მე­დოვ­ნე­ბას არ მინ­და მი­ვე­ცეთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი პირი არ უჩანს, რომ რუ­სე­ბი კი­ე­ვის აღე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას შეძ­ლე­ბენ.

ქა­ლაქ­ში არა­ნა­ი­რი პა­ნი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი მუ­შა­ობს, სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტებ­თან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და რე­ზერ­ვის­ტე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტთან სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბია გახ­სნი­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი.

ღა­მით ბევ­რგან კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია, გან­გა­ში ირ­თვე­ბა მა­შინ, როცა სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმაა. მთა­ვა­რი, რაც მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ისაა, რომ რა ენა­ზეც შეგ­ვიძ­ლია, მსოფ­ლი­ოს უნდა მო­ვუ­წო­დოთ აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ. მხო­ლოდ უნ­გრე­თი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა "სვიფ­ტის" ჩა­კეტ­ვას, ყვე­ლა სხვა თა­ნახ­მაა. ვი­საც სად გვყავს ახ­ლო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი, ამ დიდ კამ­პა­ნი­ა­ში უნდა ჩა­ვერ­თოთ იმი­ტომ, რომ ხე­დავთ, ამე­რი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბი ჩა­ერ­თო, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს ვგუ­ლის­ხმობ, ამი­ტომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი და ველი. რუ­სეთ­შიც სე­რი­ო­ზუ­ლად იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ში­ნებს, პუ­ტი­ნი ვა-ბანკზეა წა­სუ­ლი და ამ ვი­თა­რე­ბა­ში არ ვიცი, რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს, საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია.

მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი დადო. რო­გორც ჩანს, მისი გათ­ვლა იყო, რომ უკ­რა­ი­ნა ია­რაღს დაყ­რი­და, რო­გორც ყი­რი­მის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა, ეგო­ნა, აქაც იგი­ვე მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. ახლა მსოფ­ლი­ოს­თვის, უკ­რა­ი­ნის გარ­და, მეტი სა­კი­თხი არ არ­სე­ბობს. აქ ევ­რო­პა-ამე­რი­კა­ზე აღა­რაა სა­უ­ბა­რი, მთე­ლი მსოფ­ლიო, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კაც კი და ყვე­ლა­ნი ჩარ­თულ­ნი არი­ან ამ პრო­ცეს­ში.

რა თქმა უნდა, ეს ომი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­საც გას­ცდა, ეს არის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­სა და ტო­ტა­ლი­ტა­რულ ქვე­ყა­ნას შო­რის ბრძო­ლა. ჩავ­თვა­ლოთ, რომ პუ­ტინს სსრკ-ს რე­ინ­კარ­ნა­ცია უნდა და ეს ყვე­ლას ეს­მის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძალ­ზე სწრა­ფად და­ი­წყოს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამას რუ­სე­თი აჭი­ა­ნუ­რებს ერ­თა­დერ­თი რა­მის გამო - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად საბ­რძო­ლო კუ­თხით ძალ­ზე სუს­ტი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს. ამი­ტომ, ვნა­ხოთ...

ვე­რა­ნა­ირ რე­სურსს ვერ ვხე­დავ რუ­სულ ჯარ­ში, რომ მათ მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნონ. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია, უკ­რა­ი­ნა ძალ­ზე დიდი ტე­რი­ტო­რი­აა, ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო­სა­ვით მცი­რე ზო­მის, ჯარი, შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ამის იმედს იძ­ლე­ვა. არი­ან უკვე გმი­რე­ბი, უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთს 6 ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე გა­უ­ნად­გუ­რა, სა­ოც­რე­ბებს აკე­თე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საც აქვს მსხვერ­პლი, გუ­შინ იყო 180, მაგ­რამ ეს მი­ნი­მუმ 10-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე რუ­სე­თი­სა. ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბიც და აშ­კა­რაა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია, ფაქ­ტია, მარ­თლა სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად არი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­თი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტონინ მარტო
0

შეხსენება.რემბო დანა, ბოლოს მშვილდ ისარი.სხვათა შორის სტალონე გადაღების დროს ატეხილ პერესტრელკაში მოყოლილა,მგონი ისრაელში, პირველი გარბოდაო

 

 

ედიკა
0

ხომ გითხარით, მაკრონს მაგონებს მეთქი: იმასაც და ამასაც გამოსაჩენ ადგილებში უყვართ გაჩითვა; ოღონდ უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით! უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ის უკვე პრეზიდენტია, ჩვენი კი, მიისწრაფის....

ავტორი:

"მეუღლე გამოვიყვანე კიევიდან და მე ისევ დავბრუნდები... ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას შეძლებენ" - რას ჰყვება ვაშაძე უკრაინიდან?

"მეუღლე გამოვიყვანე კიევიდან და მე ისევ დავბრუნდები... ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას შეძლებენ" - რას ჰყვება ვაშაძე უკრაინიდან?

წუხანდელი ღამე კიეველებისთვის მძიმე იყო. უკრაინის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა.

დმიტრო კულებამ საერთაშორისო მსოფლიო ლიდერებს მიმართა და რუსეთის სრული იზოლაცია და უკრაინაში ომის შეჩერება მოითხოვა.

"ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.

როგორია ამჟამად ვითარება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ამის შესახებ AMBEBI.GE უკრაინაში გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

"კიევიდან ცოტა მოშორებით ვიმყოფები, მეუღლე გამოვიყვანე იქიდან და ვაპირებ ისევ კიევში დავბრუნდე. მინდა გითხრათ, რომ ხალხი მხნედ არის, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო უკრაინისთვის იმიტომ, რომ რუსებმა საშინელი ზიანი მიიღეს. კიევის მისადგომებთან დივერსიულ ჯგუფებთან მაინც მიდის ბრძოლები და როგორც ოფიციალურადაც გაცხადდა, რუსეთის მხრიდან 3000-ზე მეტია დანაკარგი, ჯარისკაცს ვგულისხმობ. ფაქტია და ყველა ამბობს, რომ პუტინმა ძალზე მოუმზადებელი ჯარი შემოიყვანა. არ ვიცით, ეს მისი სტრატეგიაა, რომ თავიდან უბრალოდ, ჩახოცოს ხალხი და მერე სხვა, უფრო მომზადებული და ძლიერი ნაწილები შემოიყვანოს, თუ რა. არ ვიცი, ამას ალბათ დავაკვირდებით. რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ნათქვამი, მათთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერია, ჯარისკაცებს პირდაპირ უშვებენ და ხოცავენ, დივერსიული ჯგუფის საზარბაზნე ხორცად აქცევენ. გუშინ უკრაინულმა ჯარმა „ილ-72“ ჩამოაგდო კიევის მისადგომებთან და შიგნით მყოფი 200-მდე დესანტი განადგურებულია. რა გითხრათ, უკრაინის ჯარი ყველა მიმართულებით ძალიან მობილიზებულია.

ახლა პუტინი მაქსიმალურად ცდილობს კიევის აღებას, მთელი ძალების კონცენტრაცია კიევზეა, მათი მიზანია ტყვედ ჩაიგდონ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა და ამით რამენაირად ფონს გავიდნენ, თუმცა თვითიმედოვნებას არ მინდა მივეცეთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პირი არ უჩანს, რომ რუსები კიევის აღებას და ხელისუფლების დამხობას შეძლებენ.

ქალაქში არანაირი პანიკა არ შეინიშნება. მაღაზიები, აფთიაქები მუშაობს, სამხედრო კომისარიატებთან მოხალისეები და რეზერვისტები ორგანიზებულად რეგისტრირდებიან, ყველა დასახლებულ პუნქტთან საკონტროლო გამშვები პუნქტებია გახსნილი და უსაფრთხოების დასაცავად გაკეთებული დაცვითი ნაგებობები.

ღამით ბევრგან კომენდანტის საათია, განგაში ირთვება მაშინ, როცა საჰაერო თავდასხმაა. მთავარი, რაც მინდა ყველას მოვუწოდო საქართველოში ისაა, რომ რა ენაზეც შეგვიძლია, მსოფლიოს უნდა მოვუწოდოთ აქტიურობისკენ. მხოლოდ უნგრეთი ეწინააღმდეგება "სვიფტის" ჩაკეტვას, ყველა სხვა თანახმაა. ვისაც სად გვყავს ახლობელი, ნაცნობი, ამ დიდ კამპანიაში უნდა ჩავერთოთ იმიტომ, რომ ხედავთ, ამერიკული რესურსები ჩაერთო, კერძო კომპანიებს ვგულისხმობ, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომი და ველი. რუსეთშიც სერიოზულად იცვლება საზოგადოების აზრი. ერთადერთი, რაც მაშინებს, პუტინი ვა-ბანკზეა წასული და ამ ვითარებაში არ ვიცი, რა უნდა მოიმოქმედოს, საფრთხე ძალიან დიდია.

მან, ფაქტობრივად, ყველაფერი დადო. როგორც ჩანს, მისი გათვლა იყო, რომ უკრაინა იარაღს დაყრიდა, როგორც ყირიმის ანექსია მოახდინა, ეგონა, აქაც იგივე მოხდებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ხდება უკრაინაში. ახლა მსოფლიოსთვის, უკრაინის გარდა, მეტი საკითხი არ არსებობს. აქ ევროპა-ამერიკაზე აღარაა საუბარი, მთელი მსოფლიო, ლათინური ამერიკაც კი და ყველანი ჩართულნი არიან ამ პროცესში.

რა თქმა უნდა, ეს ომი უკრაინის საზღვრებსაც გასცდა, ეს არის ცივილიზებულ სამყაროსა და ტოტალიტარულ ქვეყანას შორის ბრძოლა. ჩავთვალოთ, რომ პუტინს სსრკ-ს რეინკარნაცია უნდა და ეს ყველას ესმის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები ძალზე სწრაფად დაიწყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ამას რუსეთი აჭიანურებს ერთადერთი რამის გამო - მოლაპარაკებების დასაწყებად საბრძოლო კუთხით ძალზე სუსტი პოზიციები აქვს. ამიტომ, ვნახოთ...

ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ რუსულ ჯარში, რომ მათ მთლიანად უკრაინის ოკუპაცია მოახდინონ. ეს წარმოუდგენელი მგონია, უკრაინა ძალზე დიდი ტერიტორიაა, ეს არ არის საქართველოსავით მცირე ზომის, ჯარი, შეიარაღება და ყველაფერი ამის იმედს იძლევა. არიან უკვე გმირები, უკრაინამ რუსეთს 6 ავიამოიერიშე გაუნადგურა, საოცრებებს აკეთებენ უკრაინელები. რა თქმა უნდა, უკრაინის მხარესაც აქვს მსხვერპლი, გუშინ იყო 180, მაგრამ ეს მინიმუმ 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთისა. ვრცელდება ვიდეოებიც და აშკარაა, რომ რუსული არმია აბსოლუტურად მოუმზადებელია, ფაქტია, მართლა საზარბაზნე ხორცად არიან ჯარისკაცები რუსეთიდან გამოგდებულები".