ავტორი:

"ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში?" - ალექსეი გონჩარენკო

"ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში?" - ალექსეი გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ქართველ ხალხს მიმართავს, ცხინვალსა და სოხუმში გაისეირნონ. პოსტს დეპუტატი სოციალურ ქსელში ქათულად ავრცელებს.

"ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი.

მიდით, გამოგადგებათ. დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ. პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს;

ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს. ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო. დროა" - წერს გონჩარენკო