საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა"?
ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა"?

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ჰა­კე­რაქ­ტი­ვის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბა Anonymous-მა რუ­სეთს "კი­ბე­რო­მი გა­მო­უ­ცხა­და". ინ­ფორ­მა­ცია "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და მა­ლე­ვე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია Russia Today დაბ­ლო­კეს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი RT-ს ვებგ­ვერ­დე­ბიც მი­უწ­ვდო­მე­ლი ოყო.

ცოტა ხნის წინ Anonymous-ნა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მო­ნა­ცემ­თა ბაზა ჩა­მოტვირ­თა.

ამ დრო­ის­თვის გა­თი­შუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დი. ჰა­კერ­თა ჯგუ­ფი წერს, რომ მი­ზან­ში ამო­ი­ღო რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ვებგ­ვერ­დე­ბი და მათ "და­ეს­ხმე­ბი­ან" თავს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, აპი­რე­ბენ რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბის წაშ­ლას. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­საც აწარ­მო­ე­ბენ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხო­ვენ მო­ი­თხო­ვონ, რო­მე­ლი რუ­სუ­ლი სა­ი­ტის გა­თიშ­ვა სურთ.

ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს რო­ბინ ჰუ­დე­ბი - რას წარ­მო­ად­გენს ჰა­კე­რაქ­ტი­ვის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბა Anonymous-ი?

რას წარ­მო­ად­გენს ეს ჯგუ­ფი, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბაც მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი კარ­გად მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას. მათ ზოგი სი­ძულ­ვი­ლის ინ­ტერ­ნეტ­მან­ქა­ნას უწო­დე­ბეს, ზო­გიც ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს რო­ბინ ჰუ­დე­ბის, ზო­გიც კი­დევ უფრო შორს მი­დის და მათ ან­ტიქ­რის­ტე­ე­ბა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ებს. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აზ­რით, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე "ყა­ჩა­ღე­ბი" არი­ან. მათი ტაქ­ტი­კაა შე­ი­ტი­ონ და გა­ტე­ხონ სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი და მისი არ­სე­ბო­ბა სა­ბო­ლოო და­ა­სა­მა­რონ.

Anonymous - ეს არის სა­ერ­თო სა­ხელ­წო­დე­ბა და სიმ­ბო­ლო, რო­მელ­საც ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი მა­შინ იყე­ნე­ბენ, როცა სა­ერ­თო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ "- გა­ნა­ცხა­და მა­კგი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­თრო­პო­ლოგ­მა გაბ­რი­ე­ლა კო­ულ­მან­მა მას შემ­დეგ, რაც ის დაჯ­გუ­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რს შეხ­ვდა და ჰა­კერ­ქტი­ვის­ტებს წიგ­ნიც კი მი­უ­ძღვნა.

ან­თრო­პო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში გა­წევ­რე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. აქ შეხ­ვდე­ბით პრო­ფე­სო­რებს, იუ­რის­ტებს, ეკო­ნო­მის­ტებს, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ქრის­ტი­ა­ნებს, მუ­სულ­მა­ნებს, ბუ­დის­ტებს... მოქ­მედ და ყო­ფილ ნარ­კო­მა­ნებ­საც კი...

ყვე­ლა­ფე­რი კი და­ი­წყო 2003 წელს ერთ-ერთ ფო­რუმ 4chan.org-ზე, სა­დაც ფო­რუ­მის წევ­რე­ბი ანო­ნი­მუ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­კითხს. 2008 წლამ­დე მათი ქმე­დე­ბა ხუმ­რო­ბი­თა და "გა­თა­მა­შე­ბით" შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ი­ზარ­და და ისი­ნი უფრო და უფრო სე­რი­ო­ზულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ებს აწყობ­დნენ.

დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აქ­ცია გა­მოდ­გა სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ურ ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა, რო­დეს­ცა მათ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ნათვსეს ვი­დეო, რო­მელ­შიც სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი მიმ­დე­ვა­რი ტომ კრუ­ზი იყო ასა­ხუ­ლი, ეს საქ­ცი­ე­ლი ეკ­ლე­სი­ამ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად აღიქ­ვა და ვი­დე­ორ­გო­ლი YouTube-დან წა­შა­ლა.

2008 წლის 10 თე­ბერ­ვალს Anonymous-მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია მსოფ­ლიო პრო­ტეს­ტის დღეს,რო­ედ­საც 127 ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში 9 ათას ადა­მი­ან­ზე მეტი ნიღ­ბი­ა­ნი აქ­ტი­ვის­ტი გა­მო­ვი­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას "მი­ლი­ო­ნი ნიღ­ბის მარ­ში" და­ერ­ქვა. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას, მათ­თვის დი­დე­ბის­კენ და პო­პუ­ლა­რო­ბის­კენ სწრაფ­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

ყოჩაღ 👍 მომწონს...ასე ეკუთვნის!!ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია.თითოეული ამდაგვარი საქციელისთვის მოგეკითხება!!

1
0

👍👍👍

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა"?

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა"?

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა". ინფორმაცია "ტვიტერზე" გამოაქვეყნეს და მალევე რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს, რამდენიმე საათში კი RT-ს ვებგვერდებიც მიუწვდომელი ოყო.

ცოტა ხნის წინ Anonymous-ნა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა.

ამ დროისთვის გათიშულია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. ჰაკერთა ჯგუფი წერს, რომ მიზანში ამოიღო რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები და მათ "დაესხმებიან" თავს.

როგორც ამბობენ, აპირებენ რუსული ოფიციალური გვერდების წაშლას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხვასაც აწარმოებენ, სადაც საზოგადოებას სთხოვენ მოითხოვონ, რომელი რუსული საიტის გათიშვა სურთ.

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი?

რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, სახელწოდებაც მეტყველებს, რომ ისინი კარგად მალავენ თავიანთ ვინაობას. მათ ზოგი სიძულვილის ინტერნეტმანქანას უწოდებეს, ზოგიც ციფრული სამყაროს რობინ ჰუდების, ზოგიც კიდევ უფრო შორს მიდის და მათ ანტიქრისტეებადაც კი მოიხსენიებს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი თანამედროვე "ყაჩაღები" არიან. მათი ტაქტიკაა შეიტიონ და გატეხონ სამიზნეში ამოღებული ვებგვერდი და მისი არსებობა საბოლოო დაასამარონ.

Anonymous - ეს არის საერთო სახელწოდება და სიმბოლო, რომელსაც ჰაკერული ჯგუფები და ცალკეული პირები მაშინ იყენებენ, როცა საერთო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ "- განაცხადა მაკგილის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა გაბრიელა კოულმანმა მას შემდეგ, რაც ის დაჯგუფების რამდენიმე წევრს შეხვდა და ჰაკერქტივისტებს წიგნიც კი მიუძღვნა.

ანთროპოლოგის განცხადებით, დაჯგუფებაში გაწევრებულია განსხვავებული მსოფლმხედველობის, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური კუთვნილების უამრავი ადამიანი. აქ შეხვდებით პროფესორებს, იურისტებს, ეკონომისტებს, სხვადასხვა დაწესებულებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ქრისტიანებს, მუსულმანებს, ბუდისტებს... მოქმედ და ყოფილ ნარკომანებსაც კი...

ყველაფერი კი დაიწყო 2003 წელს ერთ-ერთ ფორუმ 4chan.org-ზე, სადაც ფორუმის წევრები ანონიმურად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. 2008 წლამდე მათი ქმედება ხუმრობითა და "გათამაშებით" შემოიფარგლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაჯგუფება გაიზარდა და ისინი უფრო და უფრო სერიოზულ და ორგანიზებულ აქციებს აწყობდნენ.

დაჯგუფებისთვის გარდამტეხი აქცია გამოდგა საიენტოლოგიურ ეკლესიაზე თავდასხმა, როდესცა მათ ინტერნეტში განათვსეს ვიდეო, რომელშიც საიენტოლოგიური ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ტომ კრუზი იყო ასახული, ეს საქციელი ეკლესიამ საავტორო უფლების დარღვევად აღიქვა და ვიდეორგოლი YouTube-დან წაშალა.

2008 წლის 10 თებერვალს Anonymous-მა ორგანიზება გაუწია მსოფლიო პროტესტის დღეს,როედსაც 127 ქალაქის ქუჩებში 9 ათას ადამიანზე მეტი ნიღბიანი აქტივისტი გამოვიდა. საპროტესტო აქციას "მილიონი ნიღბის მარში" დაერქვა. დაჯგუფების წევრები საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ ვინაობას, მათთვის დიდებისკენ და პოპულარობისკენ სწრაფვა კატეგორიულად აკრძალულია...წაიკითხეთ სრულად