ავტორი:

ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი Extra-ზე

ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი Extra-ზე

თუ ონლაინ შოპინგი თქვენი ჰობია, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი Extra.ge საუკეთესო ადგილია სურვილების ასასრულებლად.

ექსტრა სხვა მრავალ საჭირო პროდუქტთან ერთად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ფართო ასორტიმენტს წარმოადგენს. ახლა სწორედ გარდერობის განახლების დროა და უკვე თამამად შეგიძლიათ ექსტრას მიანდოთ ეს საკითხი.

Extra.ge-ს მოდის კატეგორიაში იპოვით ყველაფერს, რაც გაგიხარდებათ. ქალისა და კაცის ტანსაცმელი ცალ-ცალკეა ჩაშლილი ბრენდების მიხედვით, ძიებაც ყველაზე საჭირო ნივთით შეგიძლიათ დაიწყოთ. აქ ნახავთ როგორც ყოველდღიურ, ასევე სპორტულ და კლასიკურ სამოსს.

მამაკაცებს შეუძლიათ შეარჩიონ შარვლები, კარდიგანები, პერანგები, კაპიშონიანი ზედები, ფეხსაცმელი როგორც სპორტული, ასევე კლასიკური. ფერებისა და ზომების თვალსაზრისით სრული თავისუფლებაა, თქვენ მოინდომეთ და მოდურად გამოწყობაში ექსტრა ნამდვილად დაგეხმარებათ.

Head, Gaudi, Salomon, Arena, Corvari, VANS, Sportmaster, Mizuno, Alpinestars, Rehall, LEGEA და კიდევ ბევრი სხვა ბრენდის ნაწარმის შეხვდებით საიტზე ხელმისაწვდომ ფასად.

ქალებს კარგი ლუქის ასაწყობად ექსტრა გთავაზობთ საუკეთესო კაბებს, ფერად მოდურ ზედებს, შარვლებს, შიდა თეთრეულს, წინდებს, ქუსლიან თუ დაბალძირიან ფეხსაცმელს, ბოტასებს, კედებს, ჩუსტებს და.ა.შ. მოკლედ, ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სამოსი როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე სახლისთვის ან განსაკუთრებული თარიღებისთვის.

როგორც მამაკაცის ხაზის შემთხვევაში, ქალებისთვისაც წარმოდგენილია ბევრი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი. მათი მრავალფეროვნება ნამდვილად გაგიჩენთ „საფიქრალს“ თუმცა, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ექსტრაზე მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციაა წარმოდგენილი.

სამოსის შემდეგ საიტზე ღირსეული ადგილი უკავია აქსესუარებს. ჩანთა ქალისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი და საჭირო ნივთია, ის აუცილებლად შეხამებული უნდა იყოს ლუქის სხვა დეტალებთან. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ქალები, რომ ზედმეტი ჩანთა და სამკაული არ არსებობს. ისინი ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთებია.

Si store, moods collection, Jolly, GEFFERINI, Neyman ექსტრაზე ჩანთებს წარმოადგენს, Atelier Paskunji , Eshvi, პილიგრიმი, Margaritifera, ცვარა - სამკაულებს, George Piralli, Giggles, George Keburia სათვალეებს. აქ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნივთი საჭიროა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთება გსურთ, აქსესუარების კატეგორიიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ კარგი სათვალე, საათი ან სამკაული და გააბედნიეროთ ნივთით, რომელიც ამ სეზონზე მისი განუყრელი ნაწილი გახდება.

გაითვალისწინეთ, ექსტრაზე შოპინგი ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ, მიწოდების სერვისი კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. შეუკვეთეთ ექსტრაზე და ჩვენ ყველგან მოვალთ საუკეთესო შენაძენის მოსატანად.

ეწვიეთ ექსტრას და შეხვდით გაზაფხულს ახალი გარდერობით.