საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
აღნიშნულღთან დაკავშირებით პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ღრმადპატივცემულო" ბატონო პრემიერ მინისტრო, აქამდეც მქონდა ამის სურვილი, რომ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს.
ბოდიში რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება და ბოდიში რომ უფრო თქვენთვის შესაფერისი სიტყვებით ვერ შეგამკეთ."უღრმესი პატივისცემით" პაატა ბურჭულაძე" - წერს ბურჭულაძე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში - ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“. ამასთან, ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.
„კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა - დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.