ავტორი:

"რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 57 და დაიჭრა 169 ადამიანი" - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო

"რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 57 და დაიჭრა 169 ადამიანი" - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 ადამიანი დაიჭრა.

"ოპერატიული მონაცემებით, რუსული თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 169 დაიჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინას სახელმწიფო საზღვარზე, რუსეთთან და ბელორუსთან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარები დაესხნენ თავს. რუსულმა ჯავშანმანქანებმა დაარღვიეს უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკის და ხარკოვის რაიონებში. გარდა ამისა, თავდასხმები ხდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა დაწესებული. 24 თებერვალს, დილით, უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულება უკრაინაში საომარი მდგომარეობის დაწესების შესახებ.