ავტორი:

"რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა" - ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია

"რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა" - ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია

ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხერსონის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ოლქში რუსეთი აგრესიას, საერთო ჯამში 33 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი და 17 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

ხერსონის ქალაქის ადმინისტრაცია ასევე იუწყება, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი ოლეშკი დაიკავეს.