ავტორი:

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება - UEFA-ს გადაწყვეტილება პუტინის ქმედების საპასუხოდ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება - UEFA-ს გადაწყვეტილება პუტინის ქმედების საპასუხოდ

UEFA, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანს - ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება - იტყობინება Associated Press.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი 28 მაისს "გაზპრომ არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

sportall.ge