ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა უკრაინაში არ არიან წარმოდგენილები ნატოს სამხედრო ძალები და ალიანსი არც გეგმავს უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მისი პასუხისმგებლობა ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვაა და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირებაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს წარმომადგენლობის გადაწყვეტილების მიღება.
"უკრაინა არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვეხმარებოდით უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში. დავეხმარეთ მათ შეექმნათ თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ვეხმარებოდით სამხედრო ძალების წვრთანასა და შესაბამის აღჭურვაში და შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა გზით გავაძლიერეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები.
დავეხმარეთ მათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მაგრამ უკრაინაში არ არიან ნატო-ს სამხედროები და ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ჯარების გაგზავნას უკრაინაში.
თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ნატოს მოკავშირეების დაცვას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას ნატოს მოკავშირეებისთვის და ამ ვალდებულების შესრულების დემონსტრირება მოვახდინეთ იმით, რომ ვზრდით ნატო-ს წარმომადგენლობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამბები ჯი-ს ვეკითხები სად წავიდა ჩემი კომენტარები??? ქბეყანა დაღუპეს გაქეზებით და რა დავწერე ისეთი რასაც არ იმსახურებენ???
ეს ომები იმის შედეგია რომ გვაბოლებენ ნატოში ეხლა მიგიღებთ აი ეხლაო და გავიდა ათეული წლები და ეხლა იძახიან სანამ პუტინი არ მოკვდება იქამდე არც მიგიღებთო ამ ომზე პასუხილმგებლობა არუნდა აიღოთ? თქვენ რო გვექაჩებით თქვენსკენ ამის გამო ვისჯებით მაგრამ თქვენც მოგეზღვებათ რუსეთი აქ არ გაჩერდება შემდეგი გაჩერება პოლონეთი და ბალტიისქვეყნებია არც მაშინ იომებთ ეგეც კარგად ვიცით ყველამ თქვენი დაპირება მხოლოფ ქაღალდზე ჩანს.. მალე გერმანიასაც მოუწევს დასავლეთ გერმანიის დათმობა აბა რავა არიყო რუსების ერთი ხანობა თუ რა?? ))) თქვენც გაიგებთ დათვის მძიმე თათის გემოს....