რუსეთის უკრაინაში შეჭრას უმკაცრესად ეხმაურება ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც "ტვიტერში“ წერს, რომ აგრესორს სანქციები არ შეაშინებს.
"სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება", - წერს ექსპრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.