უკრაინული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა და კიდევ მოსალოდნელია დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმები.
კიევში, ვასილკოვსკაიას ქუჩაზე უპილოტო თვითმფრინავის ნარჩენებიც ნახეს, ისმის საჰაერო თავდასხმის სიგნალის ხმა.
ambebi.ge - მ მოახერხა კიევში მცხოვრები ქართველის მცირე კომენტარის ჩაწერა, თუ რა ხდება კიევში.
"ყოველ წუთს ველოდებით საჰაერო თავდასხმას, ზოგი ცდილობს ქალაქიდან წასვლას. იმ უბანში, სადაც ვცხოვრობ, წყალი გადაკეტილია, ამიტომაც ახლა წყლის რიგში ვდგავართ. მოსახლეობას შუქის ჩაქრობისკენ მოგვიწოდეს. შორიდან ისმის აფეთქებების ხმა. მაპატიეთ, ბატარეა მიჯდება...“
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიმართა თანაქალაქელებს, რომ პანიკას არ აჰყვნენ, მოსახლეობას მზად ჰქონდეს განგაშის ჩემოდანი, საბუთები და საჭირო ნივთები, რათა საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო დაცვის თავშესაფარში წავიდნენ.