ავტორი:

"გარემოებები მოითხოვს გადამწყვეტი ზომების მიღებას" - პუტინმა დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

"გარემოებები მოითხოვს გადამწყვეტი ზომების მიღებას" - პუტინმა დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ.

"გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინის ხალხების „თვითგამორკვევის უფლებას.“

პუტინმა ხაზი გაუვა, რომ ნატო ყოველწლიურად „უცერემონიოდ ქმნის ფუნდამენტურ საფრთხეებს, ფართოვდება აღმოსავლეთით და სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან აახლოებს.“

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ 30 წლის განმავლობაში დაჟინებით და მოთმინებით ვცდილობდით ევროპაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით ნატოს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი წინადადებების საპასუხოდ მუდმივად ვაწყდებოდით ცინიკურ ტყუილსა და სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.