მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი
"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელ­ჩის და ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, იან კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ძნე­ლია გა­მოც­ნო­ბა, გა­და­წყვეტს თუ არა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი კი­ევ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას, „მან უკვე წარ­მო­ად­გი­ნა ამ ნა­ბი­ჯის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი“.

ამის შე­სა­ხებ იან კელი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე იან კელი "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­ბი­ჯი აშ­ფო­თებს.

"მე მაშ­ფო­თებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ისე, თით­ქოს ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ასი­ა­მოვ­ნონ, ან შე­იძ­ლე­ბა უნდა ვთქვა, არ მო­ახ­დი­ნონ რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა: მათ შო­რის, ზო­გი­ერ­თი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის უკან გაბ­რუ­ნე­ბა, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან რეტ­როგ­რა­დუ­ლია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის ნა­ბი­ჯებს. ჩვენ კი­დევ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორ უპა­სუ­ხებს მთავ­რო­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამ შიშ­ველ აგ­რე­სი­ას და ამ ძა­ლი­ან მუ­ქა­რის­შემ­ცველ ენას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ა­კე­თებს არა­ფერს ისეთს, რაც მას და­სავ­ლუ­რი ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან გა­და­ახ­ვე­ვი­ნებს“, - ამ­ბობს კელი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამას­თან, იან კელი ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის მიერ, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ის და­სას­რუ­ლი და აგ­რე­სი­ის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სია.

მისი აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვის სჯე­რო­და, მინ­სკის პრო­ცე­სი მხა­რე­ებს დიპ­ლო­მა­ტი­ურ გა­მოს­ვლამ­დე მი­იყ­ვან­და, მას­ზე უა­რის თქმით, ეს გზა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ი­კე­ტა. მე­ო­რე მხრივ კი, ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, პუ­ტი­ნის ის ბოლო ხან­გრძლი­ვი გა­მოს­ვლა იყო, სა­დაც ის მა­ყუ­რე­ბელს სთა­ვა­ზობ­და გა­მარ­თლე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დო­ნის აგ­რე­სი­ის­თვის.

"ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის იყო, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად სის­ტე­მუ­რად წარ­მო­ად­გი­ნა ის მი­ზე­ზე­ბი, რა­ტო­მაც არა­ლე­გი­ტი­მუ­რია არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ ყვე­ლა ის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1991 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­ი­პო­ვა და რო­მელ­თაც ის „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებს“ უწო­დებს. პუ­ტი­ნი ამ­ბობს, რომ მათ მიერ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მო­პო­ვე­ბა შეც­დო­მა იყო“, - აცხა­დებს იან კელი.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტინ­მა არ­სე­ბი­თად თქვა, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­აა.

„უფრო მე­ტად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ისაა, რომ ეს იყო სიგ­ნა­ლი, რომ მას უფრო ღრმად სურს წას­ვლა. ამის ერ­თა­დერ­თი გზა - არის სამ­ხედ­რო გზა. კი­დევ ერთი სა­ში­ში სიგ­ნა­ლი იყო ასე­ვე ცრუ მტკი­ცე­ბა მისი მხრი­დან, რომ უკ­რა­ი­ნის ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბა არის საფრ­თხე, მან გა­მო­ი­ყე­ნა ფრა­ზე­ბი „ამე­რი­კის კო­ლო­ნია“, „მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მი“. მან კი­ე­ვი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ყი­რიმ­სა და რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბა­ში, თქვა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ნატო სა­ჰა­ე­რო ბა­ზე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას ახ­დენს და ამის მი­ზა­ნი ამე­რი­კის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბაა. ეს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლიც“, - ამ­ბობს იან კელი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
0

ამ კაცს რა უნდა არ მესმის?უნდა რომ ჩვენც ვაგინოთ ხმამაღლა და ხვალ რუსეთი შემოვარდეს და დროშა აგვიფრიალოს თუ რა უნდა?ჩვენ ჩვენი რუსეთისგან საკმარისად ვიწვნიეთ,ნეტა მაშინ არ დაგვეგდო თვქენნაირებისთვის ყური,ამ რუსეთზე ქილიკით რამდენი ოჯახი გაუბედურდა 2008 წელს,ამიტომ დაგვანებეთ თავი,ჩვენ ომი არ გვინდა,უკრაინას ცოტა საკუთარი ტვინი გაენძრია ამ დღეში არ ჩავარდებოდა,მაგრამ რა ჭკუაზეა ლაპარაკი როცა 50 მილიონიან ქვეყანაში სააკაშვილზე ჭკვიანი ვერავინ ნახეს,იმიტომაც არიან ამ დღეში.ჩვენ კი ბატონო შეგვეშვით.დიახ ჩვენ არ გვინდა რუსეთის პროვოცირება.თვქენ კი მიბრძანდით იმ თქვენ ამერიკაში და იქ იქადაგეთ.

ავთო
0

მამალი მტერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი

"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორის, იან კელის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც ძნელია გამოცნობა, გადაწყვეტს თუ არა ვლადიმირ პუტინი კიევში ხელისუფლების დამხობას, „მან უკვე წარმოადგინა ამ ნაბიჯის რაციონალური მიზეზები“.

ამის შესახებ იან კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მთავრობის პოზიციაზე იან კელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი აშფოთებს.

"მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც გამოიყურება ისე, თითქოს ისინი ცდილობენ ასიამოვნონ, ან შეიძლება უნდა ვთქვა, არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება: მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკან გაბრუნება, ჩემი აზრით, ძალიან რეტროგრადულია და არ შეესაბამება დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნის ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ, როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს“, - ამბობს კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადება დიპლომატიის დასასრული და აგრესიის ახალი ეტაპის დასაწყისია.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა, მინსკის პროცესი მხარეებს დიპლომატიურ გამოსვლამდე მიიყვანდა, მასზე უარის თქმით, ეს გზა საბოლოოდ ჩაიკეტა. მეორე მხრივ კი, ყოფილი დიპლომატი ამბობს, ყველაზე შემაშფოთებელი, პუტინის ის ბოლო ხანგრძლივი გამოსვლა იყო, სადაც ის მაყურებელს სთავაზობდა გამართლებას პრაქტიკულად ყველა დონის აგრესიისთვის.

"ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ვლადიმირ პუტინმა პრაქტიკულად სისტემურად წარმოადგინა ის მიზეზები, რატომაც არალეგიტიმურია არა მხოლოდ უკრაინული სახელმწიფო, არამედ ყველა ის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში მოიპოვა და რომელთაც ის „ადმინისტრაციულ ერთეულებს“ უწოდებს. პუტინი ამბობს, რომ მათ მიერ სახელმწიფოებრიობის მოპოვება შეცდომა იყო“, - აცხადებს იან კელი.

მისივე თქმით, პუტინმა არსებითად თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა.

„უფრო მეტად შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს იყო სიგნალი, რომ მას უფრო ღრმად სურს წასვლა. ამის ერთადერთი გზა - არის სამხედრო გზა. კიდევ ერთი საშიში სიგნალი იყო ასევე ცრუ მტკიცება მისი მხრიდან, რომ უკრაინის ახლანდელი მთავრობა არის საფრთხე, მან გამოიყენა ფრაზები „ამერიკის კოლონია“, „მარიონეტული რეჟიმი“. მან კიევი დაადანაშაულა ყირიმსა და რუსეთში ტერორისტული აქტების მოწყობაში, თქვა, რომ უკრაინაში ნატო საჰაერო ბაზების მოდერნიზებას ახდენს და ამის მიზანი ამერიკის მიერ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის განვითარებაში დახმარებაა. ეს სასაცილოა, მაგრამ ყველაზე შემაწუხებელიც“, - ამბობს იან კელი.