კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სიმღერას პუტინისთვის ასრულებ, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ, მაგრამ..." - ვინ რას ფიქრობს საჯარო სივრცეში რუსული სიმღერების აკრძალვაზე?
"თუ სიმღერას პუტინისთვის ასრულებ, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ, მაგრამ..." -  ვინ რას ფიქრობს საჯარო სივრცეში რუსული სიმღერების აკრძალვაზე?

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ან­დე­ბა. წამ­ყვა­ნი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ერ­თობ­ლი­ვად სან­ქცი­ებს უწე­სე­ბენ პუ­ტი­ნის რე­ჟიმს. ყვე­ლა ცდი­ლობს თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე ფორ­მით გა­მო­ხა­ტოს. ქარ­თვე­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ. მა­გა­ლი­თად, გაჩ­ნდა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი აიკ­რძა­ლოს. ამის თა­ო­ბა­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ვკი­თხეთ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ.

თიკა ჯამ­ბუ­რია:

- მე მგო­ნია, რომ დიდი ხა­ნია უკვე აკ­რძა­ლუ­ლია, დიდი ხა­ნია არ­სად არ მსმე­ნია გა­რეთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი. ამა­ზე ჯა­რი­მე­ბიც იყო და ახლა რა ხდე­ბა, არ ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა აკ­რძალ­ვას, ვემ­ხრო­ბი. ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში იყო ზემ­ფი­რას ერთი სიმ­ღე­რა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, დიდი ხნის წინ ვმღე­რო­დი.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი:

- მე იმ­დე­ნი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მაქვს, რომ შე­ვე­ლე­ვი რუ­სულ სიმ­ღე­რებს და ვინც წერს, რომ უნდა აიკ­რძა­ლოს, იმათ მო­კი­თხეთ, რამ­დე­ნი აქვთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა რე­პერ­ტუ­არ­ში.

ეკა მა­მა­ლა­ძე:

- ისე­დაც უკვე ვიღა მღე­რის რუ­სუ­ლად... ასე აკ­რძალ­ვა, არ ვიცი, მაგ­რამ ისე­დაც უკვე ისე­თი ცხოვ­რე­ბა მო­ვი­და, რომ არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი იმ­ღე­როს რუ­სუ­ლად.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი:

- რა თქმა უნდა, უნდა ვებ­რძო­ლოთ რუ­სულ იდე­ო­ლო­გი­ას. თუ მსგავ­სი აკ­რძალ­ვე­ბი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

იმე­და კა­ხი­ა­ნი:

- მა­გას ვინც ამ­ბობს, არ­ცერ­თს ჭკუა არ აქვთ თავ­ში. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს რა ლა­პა­რა­კია. ვერ ყო­ფი­ლან კარ­გად, მა­შინ მარ­ტო რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი კი არა, ტოლსტოი და ჩე­ხო­ვიც ავ­კრძა­ლოთ და არ წა­ვი­კი­თხოთ. რა კარ­გი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გვყო­ლია და რა ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი. სირ­ცხვი­ლია, არ თქვათ სად­მე, ვინ­მემ არ გა­ი­გოს...

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

- არ ვარ მომ­ხრე, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ტაშს უკ­რავ და ვღე­ბუ­ლობ... რუ­სუ­ლი არ­ხე­ბიც უნდა იყოს, არ ვარ ამი­სი აკ­რძალ­ვის მომ­ხრე, რად­გან უნდა იცო­დე, რას გად­მოს­ცე­მენ. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რებს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ვის რამ­დე­ნად აქვს ამი­სი შეს­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ერთი რამ ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც რუ­სულ სიმ­ღე­რას მათ­ზე კარ­გად ას­რუ­ლებ, ესეც გარ­კვე­უ­ლი სვლაა იმის­კენ, რომ კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხო, რომ ვერ გჯობ­ნი­ან და ვფიქ­რობ, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. თუმ­ცა დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში სურ­ვი­ლი არ გიჩ­ნდე­ბა, რომ რუ­სუ­ლად იმ­ღე­რო.

ამი­სი ძა­ლი­ან დიდი ტრა­დი­ცია გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუნ­დაც თა­მარ გვერდწი­თე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ესტრა­დის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა, აქ ვერ და­ა­ფა­სეს და ახლა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას ასე მი­მარ­თა­ვენ, - რო­დე­საც თქვენ მღე­რით, ჩვენ ვდუმ­ვარ­თო... რაც ბევ­რჯერ და­ვა­დუ­მებთ რუ­სებს, ამა­ში ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

მთა­ვა­რია ვის­თვის ას­რუ­ლებ, თუ სიმ­ღე­რას პუ­ტი­ნის­თვის ას­რუ­ლებ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ღა­ლა­ტე ხარ. მაგ­რამ თუ სურ­ვი­ლი გაქვს კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხო რო­გორ კარ­გად მღე­რი, თუნ­დაც რუ­სულ სიმ­ღე­რას, ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

რა ამბავია რა შარში იხვევთ თავს.ერთი სიტყვით უარი უთხრათ რუსულ სიმღერას.მაგრამ შეხედეთ კომენტარებს მკაფიოდ გამოხატულია აზრი რომ კულტურამ რა დააშავა.სიმღერაზეა ლაპარაკი.ისე ბევრი გვყოლია ვოვკას რუსეთის მომხრე.

ვაჟა
6

არანაირ ფუფუნებაზე უარს არ ამბობთ და ვიღაც რომ მარშუტკაში რუსულ სიმღერას ჩართავს იმის გაპროტესტებაზე ეგეთი ხმაურის ატეხვა არის ვითომ პატრიოტიზმი. დიდ ნაგვის ურნაში ჩასარეცხი ხალხი ხართ თქვენ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თუ სიმღერას პუტინისთვის ასრულებ, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ, მაგრამ..." - ვინ რას ფიქრობს საჯარო სივრცეში რუსული სიმღერების აკრძალვაზე?

"თუ სიმღერას პუტინისთვის ასრულებ, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ, მაგრამ..." -  ვინ რას ფიქრობს საჯარო სივრცეში რუსული სიმღერების აკრძალვაზე?

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდება. წამყვანი დასავლური ქვეყნები ინდივიდუალურად თუ ერთობლივად სანქციებს უწესებენ პუტინის რეჟიმს. ყველა ცდილობს თავისი პროტესტი რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ რაიმე ფორმით გამოხატოს. ქართველებიც უკრაინის მიმართ სოლიდარობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. მაგალითად, გაჩნდა ინიციატივა, რომ საჯარო სივრცეებში რუსულენოვანი სიმღერები აიკრძალოს. ამის თაობაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვკითხეთ და განსხვავებული პასუხები მივიღეთ.

თიკა ჯამბურია:

- მე მგონია, რომ დიდი ხანია უკვე აკრძალულია, დიდი ხანია არსად არ მსმენია გარეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რუსული სიმღერები. ამაზე ჯარიმებიც იყო და ახლა რა ხდება, არ ვიცი. რაც შეეხება აკრძალვას, ვემხრობი. ჩემს რეპერტუარში იყო ზემფირას ერთი სიმღერა, ძალიან მიყვარდა, დიდი ხნის წინ ვმღეროდი.

თემურ თათარაშვილი:

- მე იმდენი ქართული სიმღერა მაქვს, რომ შეველევი რუსულ სიმღერებს და ვინც წერს, რომ უნდა აიკრძალოს, იმათ მოკითხეთ, რამდენი აქვთ ქართული სიმღერა რეპერტუარში.

ეკა მამალაძე:

- ისედაც უკვე ვიღა მღერის რუსულად... ასე აკრძალვა, არ ვიცი, მაგრამ ისედაც უკვე ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ არავის აქვს სურვილი იმღეროს რუსულად.

მარიამ როინიშვილი:

- რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ რუსულ იდეოლოგიას. თუ მსგავსი აკრძალვები შედეგს გამოიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება.

იმედა კახიანი:

- მაგას ვინც ამბობს, არცერთს ჭკუა არ აქვთ თავში. როგორ შეიძლება, ეს რა ლაპარაკია. ვერ ყოფილან კარგად, მაშინ მარტო რუსული სიმღერები კი არა, ტოლსტოი და ჩეხოვიც ავკრძალოთ და არ წავიკითხოთ. რა კარგი ინტელიგენცია გვყოლია და რა ჭკვიანი ხალხი. სირცხვილია, არ თქვათ სადმე, ვინმემ არ გაიგოს...

თამრიკო ჭოხონელიძე:

- არ ვარ მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაშს უკრავ და ვღებულობ... რუსული არხებიც უნდა იყოს, არ ვარ ამისი აკრძალვის მომხრე, რადგან უნდა იცოდე, რას გადმოსცემენ. რაც შეეხება სიმღერებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის რამდენად აქვს ამისი შესრულების სურვილი. ერთი რამ ფაქტია, რომ როდესაც რუსულ სიმღერას მათზე კარგად ასრულებ, ესეც გარკვეული სვლაა იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ დაანახო, რომ ვერ გჯობნიან და ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა დღევანდელ ვითარებაში სურვილი არ გიჩნდება, რომ რუსულად იმღერო.

ამისი ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს საქართველოში. თუნდაც თამარ გვერდწითელი, რომელიც ქართული ესტრადის სათავეებთან იდგა, აქ ვერ დააფასეს და ახლა რუსეთში მოღვაწეობს. რუსული კულტურული ელიტის წარმომადგენლები მას ასე მიმართავენ, - როდესაც თქვენ მღერით, ჩვენ ვდუმვართო... რაც ბევრჯერ დავადუმებთ რუსებს, ამაში ცუდი არაფერი იქნება.

მთავარია ვისთვის ასრულებ, თუ სიმღერას პუტინისთვის ასრულებ, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ. მაგრამ თუ სურვილი გაქვს კიდევ ერთხელ დაანახო როგორ კარგად მღერი, თუნდაც რუსულ სიმღერას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.