წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიკოსების ინფორმაციით, ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით შეიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ამავე ინფორმაციით, საავადმყოფოში მკურნალობას გადის, შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.