ავტორი:

"დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს... რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში, ის მიდის პირდაპირ ანექსიის გზით" - სალომე ზურაბიშვილი

"დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს... რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში, ის მიდის პირდაპირ ანექსიის გზით" - სალომე ზურაბიშვილი

"მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისთვის "დეჟა ვუს" შეგრძნებას ტოვებს, რადგან საქართველოშიც იგივე მოვლენები განვითარდა 2008 წელს.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე“.

"დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არა მარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.