პოლიტიკა
სამართალი

17

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა
"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

მო­ჭი­და­ვე რო­მან რუ­რუა მე­ხი­კოს 1968 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ტო­კი­ოს 1964 წლის თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლი­ოს 4-გზის ჩემ­პი­ო­ნი და კი­დევ უამ­რა­ვი ჯილ­დო­სა თუ პრი­ზის მფლო­ბე­ლია. მისი სა­ხე­ლი და გვა­რი დიდ სპორ­ტულ გა­მარ­ჯვე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­ტო­ნი რო­მა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნეც ყო­ფი­ლა და ამ საქ­მეს აქ­ტი­უ­რად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში შე­უდ­გა. იყი­და მიწა მცხე­თა­ში და იქ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე მო­ა­წყო, რა­საც 80 წლის ჩემ­პი­ო­ნი გულ­და­გულ დღე­საც უვ­ლის. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც მას­თან სწო­რედ ამ თე­მას და­ეთ­მო.

- რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით?

- მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს თა­ვი­დან, პა­ტა­რა­ო­ბი­დან უნდა მოგ­დევ­დეს... მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ჩი­დან ვარ. მა­მა­ჩე­მი სო­ფელ­ში მი­წას­თან რომ მუ­შა­ობ­და, ჩვენც გვა­მუ­შა­ვებ­და, ცალ­კე ნაკ­ვე­თი გვქონ­და და თვი­თონ ვუვ­ლი­დი. მერე ბავ­შვი ხომ იცით, რო­გო­რია... ეს ჩემი ნაკ­ვე­თია, ვამ­ბობ­დი და ასე ვმუ­შა­ობ­დი...

მოკ­ლედ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ბავ­შვო­ბი­დან იყო ჩა­დე­ბუ­ლი. სკო­ლა­ში ბო­ტა­ნი­კის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლი­და დამ­ყნო­ბას, დარ­გვას და სხვა­დას­ხვა მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ას, მი­წის სა­მუ­შა­ო­ებს და მა­ნაც შეგ­ვაყ­ვა­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან ვიცი დამ­ყნო­ბა კვირ­ტით, კალ­მით და რაც მთა­ვა­რია, ეს საქ­მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და კი­დეც. წლე­ბი რომ გა­ვი­და, იცით, რაზე დავ­ფიქ­რდი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე? და "ახა­ლი ამე­რი­კა“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გა­ვე­ცი კი­თხვას პა­სუ­ხი - შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე. ოთხი სუბსტან­ცია - მიწა, ჰა­ე­რი, სით­ბო და წყა­ლი, რაც სი­ცო­ცხლის წყა­როა, იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ, თუ ფული არ გაქვს, მის გა­რე­შეც იარ­სე­ბო. კი, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ბუ­ნე­ბის ამ ოთხი კომ­პო­ნენ­ტის დახ­მა­რე­ბით იცხოვ­რო. ისი­ნი ხომ სი­ცო­ცხლეს ქმნი­ან?!

- ე.ი. თუ ფული არ გაქვს, შენი საზ­რდო თა­ვად უნდა მო­ი­პო­ვო...

- ვი­საც პი­რა­დი საზ­რდო არ გა­აჩ­ნია და სა­კუ­თარ თავს ვერ უვ­ლის, მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცის სარ­ჩე­ნი იქ­ნე­ბა... მა­გა­ლი­თად, გა­სულ ზა­ფხულს ამ წლის­თვის 70 ტონა სი­მინ­დი მი­ვი­ღე. პურს თუ ფასი მო­უ­მა­ტეს, ამას ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. პუ­რიც სახ­ლში მაქვს და წის­ქვი­ლიც. სა­ქო­ნე­ლი მყავს, რძე მაქვს, ყვე­ლი, ნა­დუ­ღი, კა­რა­ქი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი...

- ე.ი. ბა­ზარ­ში არ და­დი­ხართ...

- იშ­ვი­ა­თად თუ შე­ვივ­ლი და თევზს შე­ვი­ძენ, რად­გან თევ­ზი ჯერ არ მო­მი­შე­ნე­ბია. მინ­და, ამა­ზეც ვიზ­რუ­ნო... მოკ­ლედ, რაც ჩემს მა­მულ­შია, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ოჯა­ხის­თვი­საა. საკ­მა­რი­სია და ამით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ისეა, რომ შე­იძ­ლე­ბა, გა­რეთ სა­ე­როდ არა­ფერ­ზე გა­ვი­დე... წყლის მა­რა­გიც მაქვს შექ­მნი­ლი, 90-ტო­ნი­ა­ნი ბაკი მაქვს, მაქვს დე­ნის მა­რა­გიც (ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით), ჩემ­თან რა­დი­ა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფა­რიც არ­სე­ბობს, გათ­ბო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლიც.

- თქვე­ნი პა­ტა­რა "ქვე­ყა­ნა" შე­გიქ­მნი­ათ...

- ...მა­რა­ნი მი­წის­ქვეშ, მთა­შია გა­მოჭ­რი­ლი, სა­დაც ზა­ფხულ­ში რომ შეხ­ვი­დე, გა­ი­ყი­ნე­ბი, ზამ­თარ­ში კი თბი­ლა. ვფიქ­რობ და ვზრუ­ნავ, ცხა­დია ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც და ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტი, რა­საც ვა­წარ­მო­ებ, არის ჯან­სა­ღი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი, არ ვწამ­ლავ.

გა­შე­ნე­ბუ­ლი მაქვს სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყუ­რძე­ნი. ბო­ლოს სა­ჩხე­რი­დან ლაშა ტა­ლა­ხა­ძის ბა­ბუ­ამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა 40 ძირი ძელ­შა­ვის ჯი­შის ნერ­გე­ბი. ასე­თი ყუ­რძე­ნი და მის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო აქამ­დე არ მე­ნა­ხა და გა­მე­სინ­ჯა... მო­მე­წო­ნა, რა­ღაც წაბ­ლის სურ­ნე­ლი აქვს. ახლა 300 ძირი კი­დევ შე­ვუკ­ვე­თე, უნდა გა­ვამ­რავ­ლო... მოკ­ლედ, ასე ვცხოვ­რობ. ხომ ვთქვი - არ მაქვს ფული? ნუ მაქვს, ჯან­და­ბას, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ხომ მაქვს. არა, უფუ­ლო კა­ციც არ ვარ, - ასეც არაა...

- ქვე­ყა­ნას ბევ­რი თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბა...

- პო­ლი­ტი­კა რა არის თუ არა მარ­თვა? მაგ­რამ მას ეს ფუნ­ქცია ჩვენ­თან და­კარ­გუ­ლი აქვს, მისი არას­წო­რი აღ­ქმაა ადა­მი­ა­ნებ­ში. მერე პო­ლი­ტი­კას თუ და­ვა­მა­ტებთ ეკო­ნო­მი­კას, ეს უკვე მე­ურ­ნე­ო­ბის მარ­თვას ნიშ­ნავს ანუ ქვე­ყა­ნა არის მე­ურ­ნე­ო­ბა და მისი მმარ­თვე­ლი - პო­ლი­ტი­კო­სი. თუ კარ­გი მმარ­თვე­ლი არ ხარ, ე.ი. პო­ლი­ტი­კა­ში არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა.

მმარ­თვე­ლი იბა­დე­ბა, ეს უნა­რი არ ის­წავ­ლე­ბა, ის გაქვს, ან არა. პო­ლი­ტი­კა­ში ის კაცი არ უნდა შე­უშ­ვა, ვი­საც მე­ურ­ნე­ო­ბა არ უმარ­თია. უნდა იცო­დე შენს ქვე­ყა­ნა­ში რა გაქვს და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნო. სა­ქარ­თვე­ლო წყალ­ში იხ­რჩო­ბა და სოფ­ლებს სას­მე­ლი წყა­ლი არ აქვს, სა­დამ­დე უნდა ვი­ცხოვ­როთ ასე?! მა­წუ­ხებს ეს ამ­ბე­ბი...

- ე.ი. თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის პე­რი­ოდ­ში იფიქ­რებ­დით, რომ მცხე­თა­ში იცხოვ­რებ­დით და ასე­თი გა­რე­მო გექ­ნე­ბო­დათ შექ­მნი­ლი?

- წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ხომ არა­ფე­რია - ყვე­ლა­ფე­რი გზა და გზა ხდე­ბო­და...

- უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, მცხე­თა­ში ცხოვ­რობთ?

- 1982 წლი­დან წა­მო­ვე­დი და მას მერე ღამე არ გა­მი­თე­ნე­ბია თბი­ლის­ში. კორ­პუ­სებ­ში ლიფ­ტი სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბა­შია, სა­დარ­ბა­ზო სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბა­შია, ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თოა და არა­ვინ უვ­ლის ამ სა­ერ­თოს - ყველ­გან ჭუ­ჭყი და უწეს­რი­გო­ბაა... გა­ფუ­ჭე­ბულს არა­ვინ აკე­თებს, მან­ქა­ნა­სა წე­სი­ე­რად ვერ აყე­ნებ ადა­მი­ა­ნი. მოკ­ლედ, ამიც­რუვ­და გული - არ ღირს აქ ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი და წა­მო­ვე­დი.

- მიწა იყი­დეთ?

- კი. ამ ად­გი­ლას ერთი ხუ­ხუ­ლა იდგა, მიწა არ ვარ­გო­და, რი­ყის ქვე­ბით იყო სავ­სე. კარ­გი მიწა მო­ვი­ტა­ნე და დავ­ყა­რე. ახლა უკვე 3 ჰექ­ტა­რია. სახ­ლიც დი­დია. მაგ­რამ თა­ვი­დან, ხომ ვამ­ბობ, აქ ასე მო­წყო­ბი­ლი არ იყო. ჩემი ეზოს გარ­და არც ქუ­ჩე­ბი იყო. მოკ­ლედ, დიდი შრო­მაა ამ შე­მო­გა­რენ­ში ჩა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გავ­წმინ­დე, გა­ვას­წო­რე, სხვა­დას­ხვა ჯი­შის ხე­ე­ბი დავრგე. მერე ყვე­ლა­ფერ­მა ასე და ასე­თი სახე მი­ი­ღო.

ოჯახ­ში მა­შინ აქეთ წა­მოს­ვლა არა­ვის უნ­დო­და, მაგ­რამ მე მა­ინც წა­მო­ვე­დი, მერე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ახლა აქ არი­ან და აქე­დან აღარ მი­დი­ან... ჩვენ­თან არის ჰა­ე­რი, სი­სუფ­თა­ვე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა... ამა­ზე კარ­გი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- რო­გორ არა, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ლე­გენ­და ხართ. ამ­ხელს ტი­ტუ­ლე­ბის პატ­რო­ნი, ხუმ­რო­ბა ხომ არ არის?! რა რჩე­ვას მის­ცემთ სა­მე­ურ­ნეო კუ­თხით ჩვენს მკი­თხველს და ამ სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს?

- თა­ვი­დან მეც არა­ფე­რი მქონ­და... თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­მი­დას­თან ვცხოვ­რობ­დი, ჭი­და­ო­ბამ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­მიყ­ვა­ნა და შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლი. კი, მერე ჩემი სა­ხე­ლი და წარ­სუ­ლი ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა, მიშ­ვე­ლა, ეს ფაქ­ტია, ყვე­ლას არ აქვს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ როცა მიწა გაქვს, უნდა მო­ა­ხერ­ხო და იქ ნელ-ნელა რა­ღაც თავ­შე­სა­ფა­რი გა­ი­კე­თო. ამას არა­ფე­რი ჯო­ბია. იქ, სა­დაც მი­წაა, წყა­ლი, სით­ბო და ჰა­ე­რი, რა გიშ­ლის ხელს? უნდა მო­იყ­ვა­ნო - კარ­ტო­ფი­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, პა­მი­დო­რი, ყვე­ლა­ფე­რი და ეს მე­ურ­ნე­ო­ბა თან­და­თან უნდა გა­ა­ფარ­თოო... მერე სა­ქო­ნე­ლიც შე­მო­ი­მა­ტო, ღორი, ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, იხვი.

რო­გორ? - იკი­თხავს ვი­ღაც. ისე, რომ ეს ინ­ტე­რე­სი საქ­მე­ში ჩარ­თულს უკვე თან­და­თან გიჩ­ნდე­ბა და წინ ის­წრაფ­ვი. ეს სწრაფ­ვა კი­დევ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტოლ­ფა­სია. ერთ დღე­საც აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაქვს და არაფ­რის ყიდ­ვა აღარ გინ­და.

სპორ­ტსმე­ნო­ბის გარ­და ცხოვ­რე­ბა­ში მე­წარ­მეც ვარ, ამ კუ­თხით ბევ­რი კარ­გი ნა­ბი­ჯე­ბი მაქვს გა­დად­გმუ­ლი და მცხე­თა­ში ამა­ნაც მიშ­ვე­ლა... მოკ­ლედ, რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს წარ­მა­ტე­ბაც ში­ნა­გან უნა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს უნდა გქონ­დეს, ამ უნა­რით უნდა და­ი­ბა­დო... ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან, მე­ზო­ბელ­თან, უცხოს­თან, ეს გჭირ­დე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არა­ვის­თან შემ­შლია.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო
0

ბევრი თქვენნაირი ადამიანი საქართველოს❤️❤️❤️🙏🙏🙏

გიორგი
2

ბრწყინვალე სპორტსმენი! შესანიშნავი ოჯახის უფროსი! ნათესავების და მეგობრების ერთგული და დამხმარე! წარმოუდგენლად შრომისმოყვარე! საქართველოს საამაყო შვილი - ბატონი რომან რურუა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

მოჭიდავე რომან რურუა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და კიდევ უამრავი ჯილდოსა თუ პრიზის მფლობელია. მისი სახელი და გვარი დიდ სპორტულ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.

როგორც გაირკვა, ბატონი რომანი წარმატებული მეურნეც ყოფილა და ამ საქმეს აქტიურად გასული საუკუნის ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეუდგა. იყიდა მიწა მცხეთაში და იქ საკუთარი ხელით ნამდვილი სამოთხე მოაწყო, რასაც 80 წლის ჩემპიონი გულდაგულ დღესაც უვლის. ჩვენი საუბარიც მასთან სწორედ ამ თემას დაეთმო.

- რატომ გაგიჩნდათ სურვილი, თბილისიდან მცხეთაში დასახლებულიყავით?

- მიწის სიყვარული ადამიანს თავიდან, პატარაობიდან უნდა მოგდევდეს... მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩიდან ვარ. მამაჩემი სოფელში მიწასთან რომ მუშაობდა, ჩვენც გვამუშავებდა, ცალკე ნაკვეთი გვქონდა და თვითონ ვუვლიდი. მერე ბავშვი ხომ იცით, როგორია... ეს ჩემი ნაკვეთია, ვამბობდი და ასე ვმუშაობდი...

მოკლედ, ეს სიყვარული ჩემში ბავშვობიდან იყო ჩადებული. სკოლაში ბოტანიკის კარგი მასწავლებელი გვყავდა, რომელიც გვასწავლიდა დამყნობას, დარგვას და სხვადასხვა მწვანე ოპერაციას, მიწის სამუშაოებს და მანაც შეგვაყვარა ეს ყველაფერი. ამიტომ ბავშვობიდან ვიცი დამყნობა კვირტით, კალმით და რაც მთავარია, ეს საქმე მაინტერესებდა კიდეც. წლები რომ გავიდა, იცით, რაზე დავფიქრდი? შეიძლება თუ არა ცხოვრება ფულის გარეშე? და "ახალი ამერიკა“ აღმოვაჩინე. გავეცი კითხვას პასუხი - შეიძლება ცხოვრება ფულის გარეშე. ოთხი სუბსტანცია - მიწა, ჰაერი, სითბო და წყალი, რაც სიცოცხლის წყაროა, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ, თუ ფული არ გაქვს, მის გარეშეც იარსებო. კი, ვალდებული ხარ, ბუნების ამ ოთხი კომპონენტის დახმარებით იცხოვრო. ისინი ხომ სიცოცხლეს ქმნიან?!

- ე.ი. თუ ფული არ გაქვს, შენი საზრდო თავად უნდა მოიპოვო...

- ვისაც პირადი საზრდო არ გააჩნია და საკუთარ თავს ვერ უვლის, მუდმივად ვიღაცის სარჩენი იქნება... მაგალითად, გასულ ზაფხულს ამ წლისთვის 70 ტონა სიმინდი მივიღე. პურს თუ ფასი მოუმატეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. პურიც სახლში მაქვს და წისქვილიც. საქონელი მყავს, რძე მაქვს, ყველი, ნადუღი, კარაქი, ხილი, ბოსტნეული...

- ე.ი. ბაზარში არ დადიხართ...

- იშვიათად თუ შევივლი და თევზს შევიძენ, რადგან თევზი ჯერ არ მომიშენებია. მინდა, ამაზეც ვიზრუნო... მოკლედ, რაც ჩემს მამულშია, ყველაფერი ჩემი ოჯახისთვისაა. საკმარისია და ამით კმაყოფილი ვარ. ისეა, რომ შეიძლება, გარეთ საეროდ არაფერზე გავიდე... წყლის მარაგიც მაქვს შექმნილი, 90-ტონიანი ბაკი მაქვს, მაქვს დენის მარაგიც (ქარის საშუალებით), ჩემთან რადიაციის საწინააღმდეგო თავშესაფარიც არსებობს, გათბობა, ყველანაირი კომუნიკაციის საშუალება და სათადარიგო გასასვლელიც.

- თქვენი პატარა "ქვეყანა" შეგიქმნიათ...

- ...მარანი მიწისქვეშ, მთაშია გამოჭრილი, სადაც ზაფხულში რომ შეხვიდე, გაიყინები, ზამთარში კი თბილა. ვფიქრობ და ვზრუნავ, ცხადია ჯანმრთელობაზეც და ყველანაირი პროდუქტი, რასაც ვაწარმოებ, არის ჯანსაღი, ნატურალური, არ ვწამლავ.

გაშენებული მაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ბოლოს საჩხერიდან ლაშა ტალახაძის ბაბუამ გამომიგზავნა 40 ძირი ძელშავის ჯიშის ნერგები. ასეთი ყურძენი და მისგან დაყენებული ღვინო აქამდე არ მენახა და გამესინჯა... მომეწონა, რაღაც წაბლის სურნელი აქვს. ახლა 300 ძირი კიდევ შევუკვეთე, უნდა გავამრავლო... მოკლედ, ასე ვცხოვრობ. ხომ ვთქვი - არ მაქვს ფული? ნუ მაქვს, ჯანდაბას, დანარჩენი ყველაფერი ხომ მაქვს. არა, უფულო კაციც არ ვარ, - ასეც არაა...

- ქვეყანას ბევრი თქვენნაირი ადამიანი სჭირდება...

- პოლიტიკა რა არის თუ არა მართვა? მაგრამ მას ეს ფუნქცია ჩვენთან დაკარგული აქვს, მისი არასწორი აღქმაა ადამიანებში. მერე პოლიტიკას თუ დავამატებთ ეკონომიკას, ეს უკვე მეურნეობის მართვას ნიშნავს ანუ ქვეყანა არის მეურნეობა და მისი მმართველი - პოლიტიკოსი. თუ კარგი მმართველი არ ხარ, ე.ი. პოლიტიკაში არაფერი გესაქმება.

მმართველი იბადება, ეს უნარი არ ისწავლება, ის გაქვს, ან არა. პოლიტიკაში ის კაცი არ უნდა შეუშვა, ვისაც მეურნეობა არ უმართია. უნდა იცოდე შენს ქვეყანაში რა გაქვს და როგორ გამოიყენო. საქართველო წყალში იხრჩობა და სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს, სადამდე უნდა ვიცხოვროთ ასე?! მაწუხებს ეს ამბები...

- ე.ი. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია. თქვენი წარმატებული სპორტული კარიერის პერიოდში იფიქრებდით, რომ მცხეთაში იცხოვრებდით და ასეთი გარემო გექნებოდათ შექმნილი?

- წინასწარ დაგეგმილი ხომ არაფერია - ყველაფერი გზა და გზა ხდებოდა...

- უკვე რამდენი წელია, მცხეთაში ცხოვრობთ?

- 1982 წლიდან წამოვედი და მას მერე ღამე არ გამითენებია თბილისში. კორპუსებში ლიფტი საერთო სარგებლობაშია, სადარბაზო საერთო სარგებლობაშია, ყველაფერი საერთოა და არავინ უვლის ამ საერთოს - ყველგან ჭუჭყი და უწესრიგობაა... გაფუჭებულს არავინ აკეთებს, მანქანასა წესიერად ვერ აყენებ ადამიანი. მოკლედ, ამიცრუვდა გული - არ ღირს აქ ცხოვრება-მეთქი და წამოვედი.

- მიწა იყიდეთ?

- კი. ამ ადგილას ერთი ხუხულა იდგა, მიწა არ ვარგოდა, რიყის ქვებით იყო სავსე. კარგი მიწა მოვიტანე და დავყარე. ახლა უკვე 3 ჰექტარია. სახლიც დიდია. მაგრამ თავიდან, ხომ ვამბობ, აქ ასე მოწყობილი არ იყო. ჩემი ეზოს გარდა არც ქუჩები იყო. მოკლედ, დიდი შრომაა ამ შემოგარენში ჩადებული, ყველაფერი გავწმინდე, გავასწორე, სხვადასხვა ჯიშის ხეები დავრგე. მერე ყველაფერმა ასე და ასეთი სახე მიიღო.

ოჯახში მაშინ აქეთ წამოსვლა არავის უნდოდა, მაგრამ მე მაინც წამოვედი, მერე იძულებულები იყვნენ, ჩამოსულიყვნენ, ახლა აქ არიან და აქედან აღარ მიდიან... ჩვენთან არის ჰაერი, სისუფთავე, თავისუფლება... ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია.

- როგორ არა, ქართული სპორტის ლეგენდა ხართ. ამხელს ტიტულების პატრონი, ხუმრობა ხომ არ არის?! რა რჩევას მისცემთ სამეურნეო კუთხით ჩვენს მკითხველს და ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს?

- თავიდან მეც არაფერი მქონდა... თბილისში რომ ჩამოვედი, მამიდასთან ვცხოვრობდი, ჭიდაობამ ასპარეზზე გამომიყვანა და შეუძლებელი შევძელი. კი, მერე ჩემი სახელი და წარსული ბევრ რამეში დამეხმარა, მიშველა, ეს ფაქტია, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ როცა მიწა გაქვს, უნდა მოახერხო და იქ ნელ-ნელა რაღაც თავშესაფარი გაიკეთო. ამას არაფერი ჯობია. იქ, სადაც მიწაა, წყალი, სითბო და ჰაერი, რა გიშლის ხელს? უნდა მოიყვანო - კარტოფილი, ხახვი, ნიორი, პამიდორი, ყველაფერი და ეს მეურნეობა თანდათან უნდა გააფართოო... მერე საქონელიც შემოიმატო, ღორი, ქათამი, ინდაური, იხვი.

როგორ? - იკითხავს ვიღაც. ისე, რომ ეს ინტერესი საქმეში ჩართულს უკვე თანდათან გიჩნდება და წინ ისწრაფვი. ეს სწრაფვა კიდევ შეუმჩნეველი განვითარების ტოლფასია. ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ყველაფერი გაქვს და არაფრის ყიდვა აღარ გინდა.

სპორტსმენობის გარდა ცხოვრებაში მეწარმეც ვარ, ამ კუთხით ბევრი კარგი ნაბიჯები მაქვს გადადგმული და მცხეთაში ამანაც მიშველა... მოკლედ, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყველგან წარმატებული ვიყავი, მაგრამ ეს წარმატებაც შინაგან უნარებზეა დამოკიდებული. ეს უნდა გქონდეს, ამ უნარით უნდა დაიბადო... ადამიანებთან ურთიერთობაში, მოწინააღმდეგესთან, მეზობელთან, უცხოსთან, ეს გჭირდება. ურთიერთობა, მადლობა ღმერთს, არავისთან შემშლია.