მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გადაიტანს იმ სახით შიმშილობას, რაც უკვე ვნახეთ... ერთადერთი გამოსავალია მისი გადაყვანა უცხოეთის აღიარებულ კლინიკაში" - რომან გოცირიძე
"მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გადაიტანს იმ სახით შიმშილობას, რაც უკვე ვნახეთ... ერთადერთი გამოსავალია მისი გადაყვანა უცხოეთის აღიარებულ კლინიკაში" - რომან გოცირიძე

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად, ვი­ნა­ი­დან, არა­ფე­რი არ და­უ­ტო­ვა გარ­და იმი­სა, რომ კვლავ პრო­ტეს­ტის ფორ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც კი და­უჯ­დეს , - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში აღი­ა­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნაა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან ცუ­დია იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად, ვი­ნა­ი­დან, არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა გარ­და იმი­სა, რომ კვლავ პრო­ტეს­ტის ფორ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც კი და­უჯ­დეს - შიმ­ში­ლო­ბის გა­მე­ო­რე­ბა, რო­გორც თა­ვად წა­ვი­კი­თხეთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან, რაც ჰო­ლან­დი­ე­ლი ექი­მის რჩე­ვე­ბის სა­ხით იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი.მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ გა­და­ი­ტანს იმ სა­ხის შიმ­ში­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ უკვე ერთხელ ვნა­ხეთ, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­დად­გას ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. რო­დე­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არც ექი­მებს უშ­ვებ, არც ანა­ლი­ზებს უტა­რებ, ცი­ხის ექი­მიც კი თურ­მე 6:00 სა­ა­თის შემ­დეგ მი­უწ­ვდო­მე­ლია, უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ზღუ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ვი­ან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იმ დო­ნით, რომ რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ვა გა­რეთ, ის იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად ქმე­დუ­უ­ნა­რო. ეს არის ძა­ლი­ან ვე­რა­გუ­ლი გეგ­მა და ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუხს აგებს.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დღეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში აღი­ა­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი და ეს არ დამ­თავ­რდე­ბა კარ­გად არც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რო­მან გო­ცი­რი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა და "უზ­ნეო“ უწო­და.

მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა და "ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მედ და­უჯ­დე­ბათ“.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი უზ­ნეო გან­ცხა­დე­ბე­ბია. "გინდ ჭა­მოს და გინდ იშიმ­ში­ლოს“ - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი დე­პუ­ტა­ტი ხარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ და ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ. ეს არ არის არც დამ­ცი­ნა­ვი, არც და­მამ­ცი­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა, ეს არის გან­ცხა­დე­ბას რო­დე­საც ადა­მი­ანს სწი­რავ სა­სიკ­ვდი­ლოდ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 50 - დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ მო­უ­წო­დო, რომ ეს შენი არ­ჩე­ვა­ნია. მი­ნის­ტრი გა­მო­დის და ყვე­ლას უფ­ლე­ბაა იშიმ­ში­ლო­სო. რო­დე­საც არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის კარ­ნა­ხით, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი რა დარ­ჩე­ნია?

ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ამ დღე­ებ­ში, ხვალ ან ზედ და დავ­სა­ხავთ გეგ­მას არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმი­ტომ, რომ ყო­ვე­ლი დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბი­სა აახ­ლო­ებს მას რე­ა­ლუ­რად ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხეს­თან. ასე გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მძი­მე ცოდ­ვას ჩა­ი­დენს ნე­ბის­მი­ე­რი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­და­პირ ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ ვერ აი­ცი­ლებს. ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მედ და­უჯ­დე­ბათ ამ ადა­მი­ა­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

გარ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი­სა, დე­პუ­ტატ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში უკ­რა­ი­ნა - რუ­სე­თის კრი­ზის­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ამ კრი­ზისს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტში გან­ვი­ხი­ლავთ, კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა, რა მოხ­და 2008 წელს.

"თუ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექსტს გან­ვი­ხი­ლავთ, ყვე­ლამ კარ­გად და­ი­ნა­ხა რა მოხ­და 2008 წელს. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა და­ჭირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა თა­ვი­სი სი­მარ­თლე იმ ტო­ტა­ლუ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნი­აღ­ვარ­ში, რო­მელ­საც ხელს უწყობ­და თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ღა­ლა­ტე­თა კლა­სი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აბ­რა­ლებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ომის და­წყე­ბას და ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ამარ­თლებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
0

ნაგლობის ხარისხი ნახე, რა- ჩვენ რაც ვნახეთო!!! ჩვენ რაც ვნახეთ იმას ქვია ჭამა-სმა დიდად შესარგი.

ლიზი
0

"მკურნალობის პროცესში" მასაჟისტები და სექს მუშაკებიც ხომ არ მივაშველოთ? ნუ შეგრცხვებათ, შეგვახსენეთ კიდევ რით შეგვიძლია გავახაროთ?)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გადაიტანს იმ სახით შიმშილობას, რაც უკვე ვნახეთ... ერთადერთი გამოსავალია მისი გადაყვანა უცხოეთის აღიარებულ კლინიკაში" - რომან გოცირიძე

"მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გადაიტანს იმ სახით შიმშილობას, რაც უკვე ვნახეთ... ერთადერთი გამოსავალია მისი გადაყვანა უცხოეთის აღიარებულ კლინიკაში" - რომან გოცირიძე

ხელისუფლება იქცევა არაადამიანურად, ვინაიდან, არაფერი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ კვლავ პროტესტის ფორმა გამოიყენოს, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი დღეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში აღიარებულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფატალური შედეგი მივიღოთ.

"ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია იმიტომ, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული დაზიანებები მოჰყვეს. ხელისუფლება იქცევა არაადამიანურად, ვინაიდან, არაფერი დაუტოვა გარდა იმისა, რომ კვლავ პროტესტის ფორმა გამოიყენოს, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს - შიმშილობის გამეორება, როგორც თავად წავიკითხეთ გამოქვეყნებული მასალებიდან, რაც ჰოლანდიელი ექიმის რჩევების სახით იყო ნაჩვენები.მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს იმ სახის შიმშილობას, რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, პასუხისმგებლობა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არის ხელისუფლებაზე. როდესაც შეგნებულად არც ექიმებს უშვებ, არც ანალიზებს უტარებ, ციხის ექიმიც კი თურმე 6:00 საათის შემდეგ მიუწვდომელია, უკვე ყველანაირად შეზღუდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მიზანმიმართულად ეწევიან მისი ჯანმრთელობის დაზიანებას იმ დონით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვა გარეთ, ის იყოს პოლიტიკურად ქმედუუნარო. ეს არის ძალიან ვერაგული გეგმა და ამაზე ხელისუფლება პასუხს აგებს.

ერთადერთი გამოსავალი დღეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ უცხოეთში აღიარებულ კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ფატალური შედეგი და ეს არ დამთავრდება კარგად არც საქართველოს ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და "უზნეო“ უწოდა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და "ასეთი გამონათქვამები ძალიან მძიმედ დაუჯდებათ“.

"ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები უზნეო განცხადებებია. "გინდ ჭამოს და გინდ იშიმშილოს“ - როგორ შეიძლება, ადამიანი დეპუტატი ხარ, ხელისუფლებას წარმოადგენ და ასეთ განცხადებას აკეთებ. ეს არ არის არც დამცინავი, არც დამამცირებელი განცხადება, ეს არის განცხადებას როდესაც ადამიანს სწირავ სასიკვდილოდ. როგორ შეიძლება 50 - დღიანი შიმშილობის შემდეგ მოუწოდო, რომ ეს შენი არჩევანია. მინისტრი გამოდის და ყველას უფლებაა იშიმშილოსო. როდესაც არ არსებობს სასამართლო, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ერთი ადამიანის კარნახით, სხვა გამოსავალი რა დარჩენია?

ჩვენ შევიკრიბებით ამ დღეებში, ხვალ ან ზედ და დავსახავთ გეგმას არსებული რეალობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ყოველი დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა აახლოებს მას რეალურად ქმედუნარიანობის დაკარგვის საფრთხესთან. ასე გაგრძელების შემთხვევაში ძალიან მძიმე ცოდვას ჩაიდენს ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის პირდაპირ ბრძანებას ასრულებს. პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ აიცილებს. ასეთი გამონათქვამები ძალიან მძიმედ დაუჯდებათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა, დეპუტატმა "პალიტრანიუსის“ ეთერში უკრაინა - რუსეთის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ კრიზისს საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ, კარგად გამოჩნდება, რა მოხდა 2008 წელს.

"თუ საქართველოს კონტექსტს განვიხილავთ, ყველამ კარგად დაინახა რა მოხდა 2008 წელს. მრავალწლიანი ბრძოლა დაჭირდა საქართველოს, რომ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე იმ ტოტალური დეზინფორმაციის ნიაღვარში, რომელსაც ხელს უწყობდა თავად საქართველოში არსებული მოღალატეთა კლასი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აბრალებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დაწყებას და ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიას ამართლებდნენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.