ავტორი:

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ აიღო ბავშვმა "ბიჩოკი" და ჩაიდო პირში... გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს" - რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ აიღო ბავშვმა "ბიჩოკი" და ჩაიდო პირში... გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს" - რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, გარემოს დაბინძურებისგან თავი შეიკავონ. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დაბინძურებული გარემო პირდაპირ საფრთეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.

"როგორც ექიმი, ადამიანი, უბრალოდ მოქალაქე, გთხოვთ ნუ დააბინძურებთ გარემოს, ნუ ყრით ნაგავს ქუჩაში და ნუ გამოყოფთ სეკრეტს (ნერწყვი, ცხვირიდან გამონადენი) პირდაპირ, ღია წესით ასფალტზე, გამწვანებულ ადგილებში, ეს სახიფათოა ბავშვებისთვის, რომლებიც ინსტიქტურად მოქმედებენ და ვერ აკონტროლებენ თავის ქმედებებს, ამ სეკრეტში დიდხანს შეიძლება შენარჩუნდნენ სიცოცხლისათვის საშიში მიკრობები, განსაკუთრებული თხოვნაა ნუ დაყრით ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში, პარკებში და სკვერებში ნახმარ შპრიცებს, საპარსებს... ჰო, კიდევ სიგარეტს, ჩემი თვალით ვნახე, როგორ აიღო ბავშვმა ეგრეთწოდებული" ბიჩოკი" და ჩაიდო პირში... რას ვერჩით ამ პატარა არსებებს! ამაზრზენია ასეთი ქცვა" - წერს პედიატრი "ფეისბუქში"