კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები
ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღი­ა­როს დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოქ­მე­დი ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, არის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და მო­ი­თხოვს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან, მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ჩათ­ვლით", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ეს­ტო­ნელ კო­ლე­გას­თან, ალარ კა­რის­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ეს არის აგ­რე­სი­ის ახა­ლი აქტი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და გა­დამ­წყვეტ პა­სუხს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქმნის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დგო­მი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუ­სე­თის ქმე­დე­ბა არის უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხე არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ ევ­რო­პის­თვის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვი­საც.

"რუ­სე­თის ეს­კა­ლა­ცია უკ­რა­ი­ნის ირ­გვლივ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვაა ევ­რო­პი­სა და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ოს­თვის. სწო­რედ უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის ნა­წი­ლიც უკ­რა­ი­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­და, არ გა­ი­მე­ო­რონ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაშ­ვე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მე­ბი.

"შევ­თან­ხმდით, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის მო­რი­გი აქ­ტის გამო, სა­ჭი­როა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წეს­დეს სან­ქცი­ე­ბი. ეს სან­ქცი­ე­ბი უნდა მო­ი­ცავ­დეს "ჩრდი­ლო­ე­თი ნა­კა­დი 2“-ის სრულ შე­ჩე­რე­ბას. გარ­და ამი­სა, დღეს უკ­რა­ი­ნას, რო­გორც არას­დროს ისე სჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
1

პუტინს რა უნდა თვითონაც არ იცის უსაფუძვლო ამბიცია აზარალებს ჯერ მის ხალხს და მერე სხვებს. თვითონაც ვერ ხვდება ისე ცეკვავს ჩინურ სალამურზე( მემგონი ჩინეთმა რაღაც შეუსრულა და აქეთ პატიოსან ერებზე აგრესიით ინაზღაურებს ლაფის დასხმას)

Ვაი
0

natia- ს გარდა ყველას: ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და უფლის წყალობა, რომ მარა მართლა როგორ უდგას სული ჩვენს საცოდავ ქვეყანას ნეტავ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

"რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ტერორისტული ჯგუფები, არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინება და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ჩვენი პარტნიორებისგან, მკაცრი სანქციების დაწესების ჩათვლით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს არის აგრესიის ახალი აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც.

"რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.

"შევთანხმდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი აქტის გამო, საჭიროა დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს "ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სრულ შეჩერებას. გარდა ამისა, დღეს უკრაინას, როგორც არასდროს ისე სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა თავდაცვის შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის, ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.