მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის ქმედება არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც" - რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?
"პუტინის ქმედება არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც" - რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

21 თე­ბერ­ვალს, და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბის მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­თან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

ვიდ­რე რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ხელს მო­ა­წერ­და, პუ­ტინ­მა მსოფ­ლი­ოს ვრცე­ლი, ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია მი­მო­ი­ხი­ლა. მისი თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ი­ნა ლე­ნინ­მა და სხვა საბ­ჭო­თა ლი­დე­რებ­მა რუ­სუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს. მან უკ­რა­ი­ნას "ლე­ნი­ნის ქმნი­ლე­ბაც" უწო­და, აღ­ნიშ­ნა, რომ ლე­ნინ­მა დონ­ბა­სი ხე­ლოვ­ნუ­რად მო­აქ­ცია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის­თვის საფრ­თხედ წარ­მო­ა­ჩი­ნა, მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი "აგ­რე­სი­უ­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი რე­ჟი­მი" უწო­და. მისი თქმით, და­სავ­ლეთ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აქვე და­ა­მა­ტა: "რუ­სეთს უფ­ლე­ბა აქვს და­იც­ვას სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბა და ჩვენც სწო­რედ ამას გა­ვა­კე­თებთ".

პუ­ტინ­მა მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი დონ­ბას­ში და გა­აფრ­თხი­ლა, რომ "წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლო სის­ხლისღვრა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის სინ­დის­ზე იქ­ნე­ბა“.

პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­სავ­ლე­თი­დან. დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის, ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და მინ­სკის შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვაა.

იმა­ვეს ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რი და პუ­ტინს მკაცრ პა­სუხს ჰპირ­დე­ბა. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ შარლ მი­შელ­მა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს: "ევ­რო­კავ­ში­რი უპა­სუ­ხებს სან­ქცი­ე­ბით მათ, ვინც ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს“.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა დუ­მას ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სუ­ვე­რე­ნულ ქვეყ­ნე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის სას­წრა­ფო რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა და­ა­ვა­ლა. მან ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოც ახ­სე­ნა და ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­იხ­სე­ნა. ალი­ან­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, პუ­ტი­ნი მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ვე­ბის შე­საძ­ლე­ბკ­ლო­ბე­ბი ფე­დე­რა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბას გა­მოწ­ვე­ვებს უქ­მნის.

ახლა ჯერი და­სავ­ლეთ­ზე და მათ გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზეა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პარტნი­ო­რე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რის მკა­ფიო და ეფექ­ტი­ან ნა­ბი­ჯებს ელის. ზე­ლენ­სკიმ გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოგ­ვა­რე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ანად­გუ­რებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფორ­მა­ტებს.

ეუ­თომ, გა­ე­რომ და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მკაც­რად დაგ­მო რუ­სე­თის ნა­ბი­ჯი და ისი­ნი უკ­რა­ი­ნის ორი რე­გი­ო­ნის აღი­ა­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ეუ­თოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვად აფა­სე­ბენ. მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას აა­ნონ­სებს.

პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ambebi.ge-სთან პუ­ტი­ნის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას აფა­სებს და მისი ძი­რი­თა­დი, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

"ეს იყო არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ყვე­ლა­ზე უხე­ში დარ­ღვე­ვა, არა­მედ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქმნის პა­რა­დიგ­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ურ­ღვე­ვო­ბის პრინ­ცი­პი, პრაქ­ტი­კუ­ლად, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლო იყო - ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­სა და აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა და ამის ლო­გი­კურ გაგ­რძე­ლე­ბას ახლა უკ­რა­ი­ნის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბით ვხე­დავთ. ეს არის დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გა­ნა­ცხა­დი მთლი­ა­ნად ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დღის წეს­რი­გის­თვის იმი­ტომ, რომ ეს გარ­კვე­ულ წი­ლად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ერ­თგვა­რი ახა­ლი, მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლად, პა­ტივს არ სცე­მენ სხვა ქვე­ტყნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბა არის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის, თვი­თონ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვი­საც და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი პუ­ტი­ნის მხრი­დან - რო­დე­საც მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს და იმას, რა­საც კო­სო­ვოს საფრ­თხის შემ­ცველ პრე­ცე­დენტს უწო­დებ­და, მან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კად აქ­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის ცალ­სა­ხად საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის­თვის. მე­ო­რე, რაც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა ამ გზავ­ნი­ლებ­ში, პუ­ტინ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, უგუ­ლე­ბელ­ყო უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის იდეა. რე­ა­ლუ­რად, ეს არის ნა­რა­ტი­ვი, რო­მე­ლიც არის დო­მი­ნან­ტი რუ­სულ ის­ტოგ­რა­ფი­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ამით ახალს არც არა­ფერს ამ­ბობ­და. ჯერ კი­დევ 2008 წელს, ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის დროს, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც ხე­ლოვ­ნურ წარ­მო­ნაქ­მნს და არა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს. ამით პუ­ტი­ნი ეჭვქვეშ აყე­ნებს ზო­გა­დად უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა­საც და ამ­გვა­რად, სა­მო­მავ­ლოდ ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს შემ­დგო­მი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვი­საც. ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პა რე­ა­ლუ­რად დგე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე - ამით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეს არის უკ­რა­ი­ნის­თვის ბრძო­ლა­ში რუ­სე­თის გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ღია ნა­ბი­ჯი და მან ამით და­ი­წყო უკ­რა­ი­ნის მთლი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის ბრძო­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ერთი სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი სქე­მის ნა­წი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის. მოს­კოვ­ში ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი იცით, რა არის? სა­ერ­თოდ არ სვა­მენ კი­თხვას, რა­ტომ გაჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში გნე­ბავთ, ჯერ კი­დევ 1999 წელს და მერე უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის იდეა. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ხომ არ დაგ­ვსიზ­მრე­ბია, ნატო, ევ­რო­კავ­ში­რი და ა.შ.? პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი ეს არის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი იმ­პე­რა­ტი­ვი, რომ­ლის დად­გო­მაც სწო­რედ რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე უწყვეტ­მა საფრ­თხე­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, ჯერ კი­დევ თა­ვის დრო­ზე ხელი შე­ე­წყო კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის, ერთი დღე მა­ინც შეს­რუ­ლე­ბი­ნა სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის მან­და­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ერთხელ მა­ინც და­ეც­ვა რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის სა­კი­თხი არ დად­გე­ბო­და, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 1999 წელს არ იტყო­და, რომ მას სურ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ხილ­ვა. მან ეს გა­ნა­ცხა­დი სწო­რედ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ა­კე­თა, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ ელი­ტას რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში სრუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის მო­მენ­ტი და­უდ­გა".

რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ სა­ი­მი­სოდ, რომ კრი­ზი­სი აი­ცი­ლოს თა­ვი­დან და რა ტაქ­ტი­კა უნდა აირ­ჩი­ონ რუ­სე­თის შე­მა­კა­ვებ­ლად, ამა­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა ახ­ლა­ვე უნდა მი­ი­ღოს ის სან­ქცი­ე­ბი და გა­და­ი­ხა­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფასი, რისი გა­დახ­დაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­უ­წევ­და მას უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დროს.

"და­ვე­ლო­დოთ იმას, თუ რა სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს რუ­სეთს მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­მა ჩათ­ვა­ლოს, რომ აღი­ა­რე­ბა სჯობს მთლი­ან ომს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, ევ­რო­კავ­შირ­მაც, ნა­ტო­მაც და ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ეს მთლი­ა­ნო­ბა­ში არის ბრძო­ლა უკ­რა­ი­ნის­თვის, ანუ რუ­სეთ­მა ამით და­ი­წყო უკ­რა­ი­ნის­თვის ბრძო­ლის აქ­ტი­უ­რი ფაზა. შე­სა­ბა­მი­სად, აქ აღარ არის სა­უ­ბა­რი ყი­რიმ­ზე და ორ აღი­ა­რე­ბულ რე­გი­ონ­ზე, აქ არის სა­უ­ბა­რი მთელს უკ­რა­ი­ნა­ზე. ევ­რო­პამ ეს თუ ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა (რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია), შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ჩათ­ვა­ლონ, - ეს არის უკე­თე­სი სცე­ნა­რიო, ანუ მო­იქ­ცე­ნენ ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ადოლფ ჰიტ­ლერს შე­არ­ჩი­ნეს სუ­დე­ტის ოლ­ქის აღე­ბა და ვიდ­რე მარ­თლა სახ­ლის კარ­ზე არ მი­უ­კა­კუ­ნა გე­რა­მა­ნი­ის არ­მი­ამ, მა­ნამ­დე ვერ მიხ­ვდა ევ­რო­პა, რომ ხელი უნდა გა­ენძრია... მე­ო­რე უკე­თე­სი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბო­და ის, რომ რუ­სეთ­მა ახ­ლა­ვე მი­ი­ღოს ის სან­ქცი­ე­ბი და გა­და­ი­ხა­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფასი, რისი გა­დახ­დაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­უ­წევ­და მას უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დროს, რათა მან და­ი­ნა­ხოს, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა და უნდა გაჩ­ნდეს რა­ღაც ძალა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის იქ­ნე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი, სხვა­ნა­ი­რად, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში იწ­ვევს უფრო მე­ტად ექ­სპან­სი­ო­ნის­ტუ­რი და ჰე­გე­მო­ნის­ტუ­რი მა­დის გაღ­ვი­ძე­ბას. ჩვენ გვაქვს ამის პრაქ­ტი­კა, როცა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყვა და მე­ტიც, ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნის სა­ხით მი­ვი­ღეთ ის აბ­სურ­დუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც პირ­ველ გას­რო­ლა­ზე და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი. სწო­რედ თა­ვის დრო­ზე პა­სი­უ­რო­ბამ მო­ი­ტა­ნა ის შე­დე­გი, რომ დღეს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და არ­სე­ბო­ბა დგას დღის წეს­რიგ­ში და ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ევ­რო­პამ.

დღეს პა­სი­უ­რო­ბამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­იძ­ლე­ბა ის მო­ი­ტა­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი და მოხ­დე­ბა მისი აბ­სორ­ბა­ცია რუ­სე­თის მიერ. რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ეს თუ გა­მო­უ­ვი­და, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თა­ვი­სი და­კარ­გუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის აღ­დგე­ნის სცე­ნა­რის პირ­ვე­ლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. სსრკ-ს გავ­ლე­ნე­ბის აღ­დგე­ნის­კენ მან უკვე გა­დად­გა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას უკ­რა­ი­ნას თუ შე­ა­ტო­ვე­ბენ ხელ­ში, ეს ყვე­ლა­ზე ცუდი და ჩვენ­თვი­საც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ყე­ნე­ბენ დღის წეს­რიგ­ში სა­კითხს, რომ ჩვენც არ შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად სუ­ვე­რე­ნუ­ლე­ბი ვი­ყოთ.

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ კი­დევ გვაქვს დრო და­ვი­წყოთ ღია ლა­პა­რა­კი, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ახლა მა­ინც ხომ და­ი­ნა­ხეს, რომ ჩვენ პრო­ვო­კა­ცი­ას კი არ წა­მო­ვე­გეთ, თურ­მე ეს არის რუ­სე­თის ხელ­წე­რა, რა­საც ის ზო­გა­დად აკე­თებს. მოს­კოვ­ში არა­ვინ უარ­ყოფს იმას, რომ მათ და­უ­წყეს ომი სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენ­თან არის თურ­მე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვინ და­ი­წყო ომი. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ რუ­სის ტანკს რომ ვეს­რო­ლეთ, ეს არ ნიშ­ნავს რომ ომი ჩვენ და­ვი­წყეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ შე­მო­ვი­და რუ­სუ­ლი არ­მია, ჩვენ სა­პა­სუ­ხოდ გავ­ხსე­ნით ცე­ცხლი, მეტი არ­ჩე­ვა­ნი რა გვქონ­და? მარ­თლა მძი­ნა­რე ცხინ­ვალს ხომ არ ბომ­ბავ­და ჩვე­ნი არ­ტი­ლე­რია? ეს იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, თავ­ხე­დუ­რი და წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ზი­ზღა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რო­დე­საც რუ­სე­თი იმა­საც არ მო­ე­რი­და, როცა ფიქ­ტი­უ­რად გარ­დაც­ვლი­ლი 2000 კა­ცის­თვის რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს გა­და­ახ­დე­ვი­ნეს პა­ნაშ­ვი­დი. ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და 2000 და­ღუ­პუ­ლი და მათი სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნეს რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქს, ტრა­გი-კო­მი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი დად­გეს და ჩვენ ატა­ცე­ბუ­ლი გვაქვს ფრა­ზა, რომ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გო რუ­სეთ­მაო. პრო­ვო­კა­ცი­ას კი არ წა­მოგ­ვა­გო, სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

რუ­სე­თი თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში აღი­ა­რებს დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა უკ­რა­ი­ნის­თვის, რომ გა­იყ­ვა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. უკ­რა­ი­ნა ამას თუ არ გა­ა­კე­თებს, პუ­ტი­ნი ომის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ი­ყე­ნებს, ხოლო მი­ი­ტანს თუ არა კი­ევ­ზე იე­რიშს, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი...

ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბი თუ და­ი­წყო და რუ­სე­თის არ­მია პირ­და­პირ შე­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­სი პუ­ტი­ნი უნდა აშე­ა­ჩე­როს უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ და და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებ­მა... პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ იმი­ტომ, რომ მის ნაც­ვლად არა­ვინ იო­მებს, მოდი, ესეც ვთქვათ. უკ­რა­ი­ნას გა­აჩ­ნია იმის რე­სურ­სი, რომ გა­წი­ოს დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლე­ბი მა­ინც ასი­მეტ­რი­უ­ლია იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლი ძალა და მძი­მე ტექ­ნი­კა აქვს თავ­მოყ­რი­ლი და სხვა­ო­ბა დი­დია. გან­სა­კუთ­რე­ბით ავი­ა­ცი­ის კომ­პო­ნენტს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ალ­ბათ ეს არის რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ზი­სი ალ­ბათ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და მას იმი­ტომ, რომ აქ უკვე აღა­რა არის ლა­პა­რა­კი პა­ტა­რა კავ­კა­სი­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, არა­მედ ლა­პა­რა­კია მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ქვეყ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ევ­რო­პის უდი­დეს ქვე­ყა­ნას­თან. უკ­რა­ი­ნა ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის გა­რე­შეც უდი­დე­სი ქვე­ყა­ნაა", - აცხა­დებს გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლობი
2

ზოგი სიზმარში ცხოვრობს. ირგვლივ ყველაფერი ამერიკულია. მსოფლიო ეკონომიკა დოლარზე მუშაობს. ინტერნეტი, კომპიუტერი, პროგრამები სუ ამერიკულია. სოცქსელებში რო ბაქი ბუქობენ პუტლერისტები, მათი ყველა ინფორმაციაც ამერიკულ მონაცემთა ბაზაშია. ოთახიდან გაუსვლელად შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევა. ვოვა მაგარია კი არა და ბატი ბრინჯით კიდე)))))

ვახტანგი. 70 წლის
13

ერთი ათი თუ ოცი წლის უკან ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის მიერ საინგილოში მცხოვრები, ეთნიკურად ქართველების შევიწროება რომ ხდებოდა ხომ არ დაგავიწყდათ? უფლებას არ აძლევდნენ ქართული გვარ-სახელების ტარების, ასევე ეკლესიაში სიარულს უკრძალავდნენ! ასე არ იყო? რა გააკეთა ჩვენმა სახელმწიფომ? პროტესტი მაინც გამოხატა? არც არაფერი არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე მინიმუმ პროტესტის გრძნობა ხომ მაინც გვქონდა გაჩენილი?

უკრაინის ხელისუფლებამ თავისი საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც ისტორიულად დონბასის მიწაზე ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მტრებად შერაცხა, ოკუპანტებად და სეპარატისტებად გამოაცხადა და ომი გამოუცხადა მათ. სალაპარაკო რუსული ენა აუკრძალა, სკოლაში თავის მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღების უფლება წაართვა და ძალისმიერი ასიმილაცია დაუწყო.

ასე არ იყო? შარშან თუ შარშანწინ კანონიც კი მიიღო და რუსული ენა (რუსულ ენაზე მოსაუბრე 40 მილიონიანი ქვეყანა) კანონ გარეშედ გამოაცხადა.

დაწყებული 2014 წლიდან უკრაინის ხელისუფლება დონბასში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა ანტიტერორისტული ეგიდით, აგზავნიდა დივერსიულ ჯგუფებს დონბასის ტერიტორიაზე, ათარეშებდა სადამსჯელო ფაშისტურ რაზმებს, რის შედეგადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაიღუპა 4 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები, 3 800-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული! ....

ჭურვებისა და ჩამოყრილი ბომბებისაგან თავის გადასარჩენად იქაურ მოსახლეობას სარდაფებსა და ბუნკერებში ცხოვრებას აიძულებდნენ!

გუშინ დამთავრდა ეს უბედურება სახელწოდებით ომი, უფრო სწორად ძმათაშორის ომი. იმედი მაქვს მშვიდობა დაისადგურებს ამ მიწაზე და ადამიანები შეძლებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"პუტინის ქმედება არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც" - რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

"პუტინის ქმედება არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც" - რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

21 თებერვალს, დასავლეთის ლიდერების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, უშიშროების საბჭოსთან რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ვიდრე რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს მოაწერდა, პუტინმა მსოფლიოს ვრცელი, ინტერპრეტირებული ისტორია მიმოიხილა. მისი თქმით, თანამედროვე უკრაინა ლენინმა და სხვა საბჭოთა ლიდერებმა რუსული ტერიტორიებისგან, ფაქტობრივად, ხელოვნურად შექმნეს. მან უკრაინას "ლენინის ქმნილებაც" უწოდა, აღნიშნა, რომ ლენინმა დონბასი ხელოვნურად მოაქცია უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში უკრაინა რუსეთისთვის საფრთხედ წარმოაჩინა, მის ხელისუფლებას კი "აგრესიული, ნაციონალისტური რეჟიმი" უწოდა. მისი თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და აქვე დაამატა: "რუსეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ".

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ "წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება“.

პუტინის გამოსვლას მალევე მოჰყვა გამოხმაურება დასავლეთიდან. დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის აღიარება" საერთაშორისო სამართლისა და მინსკის შეთანხმების დარღვევაა.

იმავეს ამბობს ევროკავშირი და პუტინს მკაცრ პასუხს ჰპირდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: "ევროკავშირი უპასუხებს სანქციებით მათ, ვინც ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეობს“.

ვლადიმერ პუტინმა დუმას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენულ ქვეყნებად გამოცხადების სასწრაფო რატიფიცირება დაავალა. მან ბუქარესტის სამიტის კონტექსტში საქართველოც ახსენა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა. ალიანსის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, პუტინი მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნატოს გაფართოვების შესაძლებკლობები ფედერაციის უსაფრთხოებას გამოწვევებს უქმნის.

ახლა ჯერი დასავლეთზე და მათ გონივრულ გადაწყვეტილებებზეა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტიან ნაბიჯებს ელის. ზელენსკიმ გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინა სიტუაციის დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება, თუმცა, მისივე თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ანადგურებს მოლაპარაკების ფორმატებს.

ეუთომ, გაერომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად დაგმო რუსეთის ნაბიჯი და ისინი უკრაინის ორი რეგიონის აღიარებას საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებენ. მსოფლიო ლიდერები საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას აანონსებს.

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ambebi.ge-სთან პუტინის გუშინდელ გამოსვლას აფასებს და მისი ძირითადი, საფრთხის შემცველი მესიჯების მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ეს იყო არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ყველაზე უხეში დარღვევა, არამედ, რუსეთის ფედერაცია, საბოლოო ჯამში, ქმნის პარადიგმას საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც სახელმწიფოს ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი, პრაქტიკულად, უგულებელყოფილია. პირველი მაგალითი საქართველო იყო - ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება და ამის ლოგიკურ გაგრძელებას ახლა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით ვხედავთ. ეს არის დიდი საფრთხის შემცველი განაცხადი მთლიანად ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგისთვის იმიტომ, რომ ეს გარკვეულ წილად, საბოლოო ჯამში ემსახურება საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ახალი, მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ელემენტარულად, პატივს არ სცემენ სხვა ქვეტყნების ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინის ქმედება არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უკრაინისთვის და საქართველოსთვის, არამედ ბევრი სახელმწიფოსათვის, თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც და საკმაოდ სერიოზული რისკი პუტინის მხრიდან - როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს და იმას, რასაც კოსოვოს საფრთხის შემცველ პრეცედენტს უწოდებდა, მან საერთაშორისო პრაქტიკად აქცია. აქედან გამომდინარე, ეს არის ცალსახად საკმაოდ ნეგატიური მოვლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისთვის. მეორე, რაც ყველაზე სახიფათოა ამ გზავნილებში, პუტინმა, პრაქტიკულად, უგულებელყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეა. რეალურად, ეს არის ნარატივი, რომელიც არის დომინანტი რუსულ ისტოგრაფიულ აზროვნებაში. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაცია ამით ახალს არც არაფერს ამბობდა. ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს, პუტინი უკრაინას მოიხსენიებდა, როგორც ხელოვნურ წარმონაქმნს და არა როგორც სახელმწიფოს. ამით პუტინი ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლებასაც და ამგვარად, სამომავლოდ ნიადაგს ამზადებს შემდგომი ინტერვენციისთვისაც. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ევროპა რეალურად დგება საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშე - ამით არაფერი დასრულებულა, ეს არის უკრაინისთვის ბრძოლაში რუსეთის გადადგმული პირველი ღია ნაბიჯი და მან ამით დაიწყო უკრაინის მთლიანი ტერიტორიისთვის ბრძოლა.

საქართველო და უკრაინა ამ შემთხვევაში არის ერთი საერთო პოლიტიკური სქემის ნაწილი რუსეთის ფედერაციისთვის. მოსკოვში ყველაზე პრობლემური იცით, რა არის? საერთოდ არ სვამენ კითხვას, რატომ გაჩნდა საქართველოში გნებავთ, ჯერ კიდევ 1999 წელს და მერე უკრაინაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა. რეალურად, ჩვენ ხომ არ დაგვსიზმრებია, ნატო, ევროკავშირი და ა.შ.? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი ეს არის საგარეო პოლიტიკური იმპერატივი, რომლის დადგომაც სწორედ რუსეთიდან მომდინარე უწყვეტმა საფრთხეებმა განაპირობა. რუსეთის ფედერაციას რომ ეღიარებინა, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჯერ კიდევ თავის დროზე ხელი შეეწყო კონფლიქტების მოგვარებისთვის, ერთი დღე მაინც შესრულებინა სამშვიდობო მისიის მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებები, ერთხელ მაინც დაეცვა რომელიმე საერთაშორისო ვალდებულება საქართველოსთან მიმართებაში, საბოლოო ჯამში, დღეს საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი არ დადგებოდა, ედუარდ შევარდნაძე 1999 წელს არ იტყოდა, რომ მას სურდა საქართველოს ნატოში ხილვა. მან ეს განაცხადი სწორედ იქიდან გამომდინარე გააკეთა, რომ, პრაქტიკულად, საქართველოს მმართველ ელიტას რუსეთთან თანამშრომლობაში სრული იმედგაცრუების მომენტი დაუდგა".

რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ საიმისოდ, რომ კრიზისი აიცილოს თავიდან და რა ტაქტიკა უნდა აირჩიონ რუსეთის შემაკავებლად, ამაზე პოლიტოლოგი ამბობს, რომ რუსეთმა ახლავე უნდა მიიღოს ის სანქციები და გადაიხადოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი, რისი გადახდაც საბოლოო ჯამში მოუწევდა მას უკრაინაში ინტერვენციის დროს.

"დაველოდოთ იმას, თუ რა სანქციებს დაუწესებს რუსეთს მსოფლიო თანამეგობრობა. შეიძლება ევროკავშირმა ჩათვალოს, რომ აღიარება სჯობს მთლიან ომს, მაგრამ პრობლემა იმაშია, ევროკავშირმაც, ნატომაც და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მთლიანობაში არის ბრძოლა უკრაინისთვის, ანუ რუსეთმა ამით დაიწყო უკრაინისთვის ბრძოლის აქტიური ფაზა. შესაბამისად, აქ აღარ არის საუბარი ყირიმზე და ორ აღიარებულ რეგიონზე, აქ არის საუბარი მთელს უკრაინაზე. ევროპამ ეს თუ ვერ გააცნობიერა (რაც მოსალოდნელია), შესაძლებელია, რომ ჩათვალონ, - ეს არის უკეთესი სცენარიო, ანუ მოიქცენენ ისევე, როგორც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერს შეარჩინეს სუდეტის ოლქის აღება და ვიდრე მართლა სახლის კარზე არ მიუკაკუნა გერამანიის არმიამ, მანამდე ვერ მიხვდა ევროპა, რომ ხელი უნდა გაენძრია... მეორე უკეთესი სცენარი იქნებოდა ის, რომ რუსეთმა ახლავე მიიღოს ის სანქციები და გადაიხადოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი, რისი გადახდაც საბოლოო ჯამში მოუწევდა მას უკრაინაში ინტერვენციის დროს, რათა მან დაინახოს, რომ ასე არ შეიძლება და უნდა გაჩნდეს რაღაც ძალა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის იქნება შემაკავებელი, სხვანაირად, დაუსჯელობის სინდრომი რუსეთის ფედერაციაში იწვევს უფრო მეტად ექსპანსიონისტური და ჰეგემონისტური მადის გაღვიძებას. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა, როცა საქართველოსთან მიმართებაში არანაირი სერიოზული რეაქცია არ მოჰყვა და მეტიც, ტალიავინის დასკვნის სახით მივიღეთ ის აბსურდული დოკუმენტი, სადაც პირველ გასროლაზე და რაღაც სისულელეზეა ლაპარაკი. სწორედ თავის დროზე პასიურობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს უკრაინის სუვერენიტეტი და არსებობა დგას დღის წესრიგში და ეს უნდა გააცნობიეროს ევროპამ.

დღეს პასიურობამ, საბოლოო ჯამში შეიძლება ის მოიტანოს, რომ უკრაინა იქნება ძალიან დასუსტებული და მოხდება მისი აბსორბაცია რუსეთის მიერ. რუსეთს უკრაინაში ეს თუ გამოუვიდა, ჩათვალეთ, რომ თავისი დაკარგული გავლენების აღდგენის სცენარის პირველი ძალიან წარმატებული ნაბიჯი გადადგა. სსრკ-ს გავლენების აღდგენისკენ მან უკვე გადადგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რუსეთის ფედერაციას უკრაინას თუ შეატოვებენ ხელში, ეს ყველაზე ცუდი და ჩვენთვისაც კატასტროფული სცენარი იქნება. საბოლოო ჯამში, აუცილებლად დააყენებენ დღის წესრიგში საკითხს, რომ ჩვენც არ შეიძლება ზედმეტად სუვერენულები ვიყოთ.

დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო დავიწყოთ ღია ლაპარაკი, ყველა საერთაშორისო ფორუმი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ახლა მაინც ხომ დაინახეს, რომ ჩვენ პროვოკაციას კი არ წამოვეგეთ, თურმე ეს არის რუსეთის ხელწერა, რასაც ის ზოგადად აკეთებს. მოსკოვში არავინ უარყოფს იმას, რომ მათ დაუწყეს ომი საქართველოს და ჩვენთან არის თურმე პასუხგაუცემელი კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. საქართველოში შემოსულ რუსის ტანკს რომ ვესროლეთ, ეს არ ნიშნავს რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, საქართველოში რომ შემოვიდა რუსული არმია, ჩვენ საპასუხოდ გავხსენით ცეცხლი, მეტი არჩევანი რა გვქონდა? მართლა მძინარე ცხინვალს ხომ არ ბომბავდა ჩვენი არტილერია? ეს იყო, აბსოლუტურად, თავხედური და წარმოუდგენლად საზიზღარი საინფორმაციო კამპანია, როდესაც რუსეთი იმასაც არ მოერიდა, როცა ფიქტიურად გარდაცვლილი 2000 კაცისთვის რუსეთის პატრიარქს გადაახდევინეს პანაშვიდი. ბუნებაში არ არსებობდა 2000 დაღუპული და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარებინეს რუსეთის ეკლესიის პატრიარქს, ტრაგი-კომიკური სპექტაკლი დადგეს და ჩვენ ატაცებული გვაქვს ფრაზა, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგო რუსეთმაო. პროვოკაციას კი არ წამოგვაგო, სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

რუსეთი თუ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებს დონეცკსა და ლუგანსკს, სავარაუდოდ, მისი შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად იქნება მოთხოვნა უკრაინისთვის, რომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიებიდან. უკრაინა ამას თუ არ გააკეთებს, პუტინი ომის დაწყების საფუძვლად გამოიყენებს, ხოლო მიიტანს თუ არა კიევზე იერიშს, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები...

ფართომასშტაბიანი შეტაკებები თუ დაიწყო და რუსეთის არმია პირდაპირ შევიდა უკრაინაში, ამ შემთხვევასი პუტინი უნდა აშეაჩეროს უკრაინის არმიამ და დასავლეთის სანქციებმა... პირველ რიგში, უკრაინის არმიამ იმიტომ, რომ მის ნაცვლად არავინ იომებს, მოდი, ესეც ვთქვათ. უკრაინას გააჩნია იმის რესურსი, რომ გაწიოს დიდი წინააღმდეგობა, იმის შესაძლებლობა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალები მაინც ასიმეტრიულია იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციას გაცილებით დიდი რაოდენობის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აქვს თავმოყრილი და სხვაობა დიდია. განსაკუთრებით ავიაციის კომპონენტს თუ გავითვალისწინებთ. ალბათ ეს არის რეალურად ევროპის ყველაზე დიდი კრიზისი ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც კი შეიძლება ჰქონოდა მას იმიტომ, რომ აქ უკვე აღარა არის ლაპარაკი პატარა კავკასიურ სახელმწიფოზე, არამედ ლაპარაკია მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დაპირისპირებაზე ევროპის უდიდეს ქვეყანასთან. უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულის გარეშეც უდიდესი ქვეყანაა", - აცხადებს გობრონიძე.