მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა - ეს არის ცინიზმი" - ქართველი ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო ლიდერების რეაქციებზე
"რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა - ეს არის ცინიზმი" - ქართველი ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო ლიდერების რეაქციებზე

ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ მოს­კოვს, არა­მედ ვა­შინგტონ­საც და ბრი­უ­სელ­საც, ჯერ­ჯე­რო­ბით კი ამ ბოლო ორმა სახე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, მათი აზ­რით, სა­ხეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და - არ გა­ვი­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ფლიქტზე, მაგ­რამ ლო­კა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტის მეშ­ვე­ო­ბით მო­ა­ხერ­ხა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, თა­ვი­სი ნათ­ქვა­მის გა­ტა­ნა.

"მათ შექ­მნეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­მე­ლიც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა შემ­დგომ­ში არა­ვინ, არც და­სავ­ლეთ­მა და არც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დამ­დგმე­ლი იყო პუ­ტი­ნი ანუ ის, რაც გა­ა­კე­თა მან სა­ქარ­თვე­ლო­ში - ვი­თა­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა, ვი­თომ თავ­დას­ხმე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბი, მა­სობ­რი­ვი ევა­კუ­ა­ცია და შემ­დეგ ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

სამ­წუ­ხა­როდ, და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია, რო­გორც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში იყო, ახ­ლაც საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნია, მე კრეფ­სით და­სავ­ლეთს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცია ნა­თე­ლია.

გან­სხვა­ვე­ბა მა­ინ­ცაა ჩვენს მოვ­ლე­ნებ­სა და დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას შო­რის ის, რომ ზე­ლენ­სკიმ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა და პრო­ვო­კა­ცი­ას არ წა­მო­ე­გო, ჯერ­ჯე­რო­ბით, ასეა. შე­ტე­ვა არ წა­მო­ი­წყო ლუ­განსკსა და დო­ნეცკ­ზე.

იცით, რომ ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვარს აკონ­ტრო­ლე­ბენ სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, და­ნარ­ჩენ ნა­ხე­ვარს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ცხინ­ვა­ლის შემ­თხვე­ვა­ში და ნა­წი­ლობ­რივ, აფხა­ზე­თის შემ­თხვე­ვა­ში იყო. რუ­სეთს ძა­ლი­ან უნ­დო­და ლო­კა­ლუ­რი ომი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლა­ქი მა­რი­ო­პო­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა, რაც მას სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სჭირ­დე­ბო­და. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც უკვე გი­თხა­რით და რო­გორც ჩანს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რა ჩვენ მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ამ ნა­ბი­ჯის გად­მოდ­გმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მის­ცა, თუმ­ცა, დღეს და ხვალ რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი. პრაქ­ტი­კუ­ლად მოს­კოვ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ რომ არა კრეფ­სი­თი და­სავ­ლე­თის და ნა­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ხის­ტი პო­ზი­ცია, უკ­რა­ი­ნა და­თან­ხმდე­ბო­და მინ­სკის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და არ მოხ­დე­ბო­და ის, რაც მოხ­და, ამას მოწ­მობს დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბაც,“- გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი აღი­ა­რე­ბე­ბი კი არაა, არა­მედ პარტნი­ო­რე­ბის რე­აქ­ცი­აა.

"ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო არას­წო­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი. იმას, რა­საც ამ აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, გუ­შინ ღამე ბა­ი­დენ­მა მო­ა­წე­რა ხელი, სჯობ­და არ მო­ე­წე­რა. ეს თა­ვის­თა­ვად იგუ­ლის­ხმე­ბო­და, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და ამ რე­გი­ო­ნე­ბის მი­მართ. ეს არის ცი­ნიზ­მი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და მას­შტა­ბურ სან­ქცი­ებს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს სან­ქცი­ე­ბი არ ჩანს.

თუ ისევ უკან და­ი­ხია კრეფ­სით­მა და­სავ­ლეთ­მა, მა­შინ პრაქ­ტი­კუ­ლად მოს­კოვს ხელი აქვს გახ­სნი­ლი და მო­მა­ვალ­ში ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა იმ ტი­პის მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც მის­თვის იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო. რუ­სეთს სურს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა, შეკ­ვე­ცილ ფარ­გლებ­ში, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის თე­მას არ შე­ე­ხე­ბა ამ ეტაპ­ზე. უკ­რა­ი­ნი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ყა­ზა­ხე­თი.

ამა­სო­ბა­ში ჩი­ნე­თი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა ტა­ი­ვა­ნის და­საბ­რუ­ნებ­ლად. თუ გა­მოჩ­ნდა და­სავ­ლე­თის სი­სუს­ტე, რაც გა­მოჩ­ნდა კი არა, ჩანს, ერთი პირი არ აქვს და­სავ­ლეთს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ იღებს კო­ლექ­ტი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ უახ­ლო­ეს წლებ­ში, ძა­ლი­ან შე­ზღუ­დონ ან და­აკ­ნი­ნონ და­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რე.

შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლე­თის მხრი­დან ეს თა­მა­ში იყოს, მაგ­რამ თა­მაშ­საც თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. ისე არ უნდა ითა­მა­შო, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­გე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე. სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სჭირ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ მოს­კოვს, არა­მედ ვა­შინგტონ­საც და ბრი­უ­სელ­საც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ ბოლო ორმა სახე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხი უკბი­ლო სან­ქცი­ებს არ გას­ცდე­ბა, რუ­სე­თი მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინს არ უნდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა და კო­მუ­ნიზ­მის დაბ­რუ­ნე­ბა, მას უნდა იმ­პე­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბა კო­მუ­ნიზ­მის გა­რე­შე.

"მის­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც არის მო­კავ­ში­რე და­სავ­ლე­თის და უნდა უკ­რა­ი­ნის, რო­გორც და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რის მოს­პო­ბა, ეს პირ­და­პირ იკი­თხე­ბო­და მის ტექ­სტში, ამი­ტომ მხო­ლოდ აღი­ა­რე­ბით შე­საძ­ლოა საქ­მე არ დამ­თავ­რდეს. ახლა მი­ნი­მუმ მო­ი­თხოვს, რომ უკ­რა­ი­ნამ და­ცა­ლოს ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მას ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა და­ნარ­ჩე­ნი არა­ო­კუ­პი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცია, რომ იქ არ იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლე­ბი. ის, რომ აპი­რებს ლუ­განსკი და დო­ნეც­კი მთლი­ა­ნად და­ი­კა­ვოს, ეს ფაქ­ტია.

მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში ამე­რი­კა სა­ერ­თოდ არ იყოს წარ­მოდ­გენ­ლი და შე­ეც­დე­ბა ამას ყვე­ლა ხერ­ხით მი­აღ­წი­ოს, მათ შო­რის, ომი­თაც. თით­ქმის 20 წე­ლია ვცდი­ლობ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის სწავ­ლას, მაგ­რამ მა­ინც მეც ვერ ვხვდე­ბი ქმე­დე­ბე­ბის ლო­გი­კას და ძა­ლი­ან ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი რუსი კო­ლე­გა ვიცი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან იმით, რა­საც პუ­ტი­ნი აკე­თებს. ახლა, რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია რო­გორ უპა­სუ­ხე­ბენ.

თუ ეს პა­სუ­ხი არ გას­ცდე­ბა სან­ქცი­ებს, რი­სიც რუ­სეთს აშ­კა­რად არ ეში­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩე­ბა, მაგ­რამ თუ მან მო­ინ­დო­მა, რომ გას­ცდეს ლუ­განსკს და დო­ნეცკს, წა­ვი­დეს წინ და და­ი­წყოს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი, მა­შინ ალ­ბათ, კი­სერს წა­ი­ტეხს, ვნა­ხოთ. თუ გა­ჩერ­და აქ, და­ი­კა­ვა ლუ­განსკი და დო­ნეც­კი და უბ­რა­ლოდ გა­აგ­რძე­ლა ზე­წო­ლა უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზე და ამას მოჰ­ყვა მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკბი­ლო სან­ქცი­ე­ბი, მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ თუ ჩა­ერ­თო სე­რი­ო­ზულ ომში, წა­ა­გებს.

პუ­ტინს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა და კო­მუ­ნიზ­მის დაბ­რუ­ნე­ბა არ უნდა, მას უნდა იმ­პე­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბა კო­მუ­ნიზ­მის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პირდაპირ ,,განცვიფრებული ვარ"
2

ამათი ექსპერტობა არ გაიშვა, განსაკუთრებით არეშიძეა ნამდვილი ,,წინასწარმეტყველი".

ვაჟა
11

სადაც შევიდა რუსეთი საიდანმე წაგებული გამოვიდა? ან დაზარალებული ვინმემ ამიხსენით 

ავტორი:

"რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა - ეს არის ცინიზმი" - ქართველი ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო ლიდერების რეაქციებზე

"რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა - ეს არის ცინიზმი" - ქართველი ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო ლიდერების რეაქციებზე

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება სჭირდება არამხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც, ჯერჯერობით კი ამ ბოლო ორმა სახე ვერ შეინარჩუნა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვლადიმერ პუტინმა და რუსეთმა განახორციელეს ის ქმედება, რომელიც შექმნილ ვითარებაში, მათი აზრით, სახეს შეუნარჩუნებდა - არ გავიდა ფართომასშტაბიან კონფლიქტზე, მაგრამ ლოკალური კონფლიქტის მეშვეობით მოახერხა, გარკვეულწილად, თავისი ნათქვამის გატანა.

"მათ შექმნეს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც აპრობირებული იყო საქართველოში და რომელიც არ გაითვალისწინა შემდგომში არავინ, არც დასავლეთმა და არც უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი იყო პუტინი ანუ ის, რაც გააკეთა მან საქართველოში - ვითარების მომზადება, პროვოკაციული გარემოს შექმნა, ვითომ თავდასხმები და აფეთქებები, მასობრივი ევაკუაცია და შემდეგ ეს ნაბიჯი გადადგა.

სამწუხაროდ, დასავლეთის პოზიცია, როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო, ახლაც საკმაოდ ბუნდოვანია, მე კრეფსით დასავლეთს ვგულისხმობ, თორემ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია.

განსხვავება მაინცაა ჩვენს მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის ის, რომ ზელენსკიმ გაითვალისწინა ჩვენი დაშვებული შეცდომა და პროვოკაციას არ წამოეგო, ჯერჯერობით, ასეა. შეტევა არ წამოიწყო ლუგანსკსა და დონეცკზე.

იცით, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების მხოლოდ ნახევარს აკონტროლებენ სეპარატისტები, დანარჩენ ნახევარს ოფიციალური კიევი. დაახლოებით ისე, როგორც ცხინვალის შემთხვევაში და ნაწილობრივ, აფხაზეთის შემთხვევაში იყო. რუსეთს ძალიან უნდოდა ლოკალური ომი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა, უკეთეს შემთხვევაში, ქალაქი მარიოპოლი დაეკავებინა, რაც მას სტრატეგიული თვალსაზრისით სჭირდებოდა. მაგრამ უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც უკვე გითხარით და როგორც ჩანს, გაითვალისწინა რა ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, ამ ნაბიჯის გადმოდგმის საშუალება, ჯერჯერობით არ მისცა, თუმცა, დღეს და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. პრაქტიკულად მოსკოვში მიაჩნიათ, რომ რომ არა კრეფსითი დასავლეთის და ნატოს ხელმძღვანელების ხისტი პოზიცია, უკრაინა დათანხმდებოდა მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციას და არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, ამას მოწმობს დიმიტრი მედვედევის განცხადებაც,“- განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ჩვენთვის მთავარი აღიარებები კი არაა, არამედ პარტნიორების რეაქციაა.

"ჩვენი პარტნიორების პირველი რეაქცია იყო არასწორი და მიუღებელი. იმას, რასაც ამ აღიარების შემდეგ, გუშინ ღამე ბაიდენმა მოაწერა ხელი, სჯობდა არ მოეწერა. ეს თავისთავად იგულისხმებოდა, სანქციების დაწესება ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებისა და ამ რეგიონების მიმართ. ეს არის ცინიზმი. ყველა ელოდებოდა მასშტაბურ სანქციებს ევროკავშირის მხრიდან. ჯერჯერობით, ეს სანქციები არ ჩანს.

თუ ისევ უკან დაიხია კრეფსითმა დასავლეთმა, მაშინ პრაქტიკულად მოსკოვს ხელი აქვს გახსნილი და მომავალში ის განახორციელებს ყველა იმ ტიპის მოქმედებას, რომელიც მისთვის იქნება სასარგებლო. რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, შეკვეცილ ფარგლებში, ბალტიისპირეთის თემას არ შეეხება ამ ეტაპზე. უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის შემდეგ იქნება ყაზახეთი.

ამასობაში ჩინეთი ძალიან აქტიურად ემზადება ტაივანის დასაბრუნებლად. თუ გამოჩნდა დასავლეთის სისუსტე, რაც გამოჩნდა კი არა, ჩანს, ერთი პირი არ აქვს დასავლეთს და აქედან გამომდინარე ვერ იღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებებს აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთი და ჩინეთი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში, ძალიან შეზღუდონ ან დააკნინონ დასავლეთის ეკონომიკური თუ სამხედრო პოლიტიკური სიძლიერე.

შესაძლებელია დასავლეთის მხრიდან ეს თამაში იყოს, მაგრამ თამაშსაც თავისი წესები აქვს. ისე არ უნდა ითამაშო, რომ საბოლოო ჯამში, წაგებული აღმოჩნდე. სახის შენარჩუნება ამ სიტუაციაში სჭირდება არამხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც, ჯერჯერობით, ამ ბოლო ორმა სახე ვერ შეინარჩუნა“, - განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის ქმედებებზე დასავლეთის პასუხი უკბილო სანქციებს არ გასცდება, რუსეთი მოგებული დარჩება.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და კომუნიზმის დაბრუნება, მას უნდა იმპერიის დაბრუნება კომუნიზმის გარეშე.

"მისთვის მთავარი პრობლემა არის უკრაინა, რომელიც არის მოკავშირე დასავლეთის და უნდა უკრაინის, როგორც დასავლეთის მოკავშირის მოსპობა, ეს პირდაპირ იკითხებოდა მის ტექსტში, ამიტომ მხოლოდ აღიარებით შესაძლოა საქმე არ დამთავრდეს. ახლა მინიმუმ მოითხოვს, რომ უკრაინამ დაცალოს ის ტერიტორიები. მას ყველა ვარიანტში უნდა დანარჩენი არაოკუპირებული უკრაინის ნეიტრალიზაცია, რომ იქ არ იყვნენ ამერიკელები. ის, რომ აპირებს ლუგანსკი და დონეცკი მთლიანად დაიკავოს, ეს ფაქტია.

მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკა საერთოდ არ იყოს წარმოდგენლი და შეეცდება ამას ყველა ხერხით მიაღწიოს, მათ შორის, ომითაც. თითქმის 20 წელია ვცდილობ რუსეთის პოლიტიკის სწავლას, მაგრამ მაინც მეც ვერ ვხვდები ქმედებების ლოგიკას და ძალიან ბევრი სერიოზული რუსი კოლეგა ვიცი, რომლებიც ასევე დაბნეულები არიან იმით, რასაც პუტინი აკეთებს. ახლა, რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია როგორ უპასუხებენ.

თუ ეს პასუხი არ გასცდება სანქციებს, რისიც რუსეთს აშკარად არ ეშინია, ეს ყველაფერი შერჩება, მაგრამ თუ მან მოინდომა, რომ გასცდეს ლუგანსკს და დონეცკს, წავიდეს წინ და დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი, მაშინ ალბათ, კისერს წაიტეხს, ვნახოთ. თუ გაჩერდა აქ, დაიკავა ლუგანსკი და დონეცკი და უბრალოდ გააგრძელა ზეწოლა უკრაინელებზე და ამას მოჰყვა მხოლოდ და მხოლოდ უკბილო სანქციები, მოგებული დარჩება, მაგრამ თუ ჩაერთო სერიოზულ ომში, წააგებს.

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა და კომუნიზმის დაბრუნება არ უნდა, მას უნდა იმპერიის დაბრუნება კომუნიზმის გარეშე“, - განაცხადა შარაშენიძემ.