საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტ პუტინს კარგი ფსიქიატრი სჭირდება: ჰააგის ტრიბუნალამდე თუ მის შემდეგ - ეს ჯერ საკითხავია“ - რას წერს მსოფლიო მედია რუსეთის მორიგ თავხედურ გადაწყვეტილებაზე?
"პრეზიდენტ პუტინს კარგი ფსიქიატრი სჭირდება: ჰააგის ტრიბუნალამდე თუ მის შემდეგ - ეს ჯერ საკითხავია“  - რას წერს მსოფლიო მედია რუსეთის მორიგ თავხედურ გადაწყვეტილებაზე?

პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ "დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კე­ბის“ "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის“ აღი­ა­რე­ბას და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი დაგ­მო­ბა მოჰ­ყვა, მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მუ­ქა­რით. დღეს მსოფ­ლიო პრე­სის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ მომ­ხდა­რი და მისი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბე­ბია. გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლიო მე­დი­ის მი­მო­ხილ­ვას:

  • The Guardian: "პუ­ტი­ნის აბ­სურ­დუ­ლი სპექ­ტაკ­ლი“

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი "გარ­დი­ა­ნი“ (The Guardian) კი­თხვას სვამს - მარ­თლაც პირ­და­პი­რი ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ის სხდო­მა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დონ­ბა­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბას აცხა­დებ­დნენ? გა­ზე­თი ამ ყვე­ლა­ფერს "აბ­სურ­დის სპექ­ტაკლს“ უწო­დებს (სტა­ტი­ის ავ­ტო­რი - შონ უოლ­კე­რი).

"სხდო­მა­ზე აზ­რთა ურ­თი­ერ­თგა­ზი­ა­რე­ბა თით­ქმის არ მომ­ხდა­რა, ხოლო იმ მტკი­ცე­ბას, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო სპონ­ტა­ნუ­რად იქნა მოწ­ვე­უ­ლიო, აბა­თი­ლებს მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მა­ჯის სა­ა­თებ­ზე ასა­ხუ­ლი დრო. ე.წ. პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მოდ­გა, რო­მე­ლიც ეთერ­ში სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ცა, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით აღე­ნიშ­ნა ის, რომ სხდო­მა­ზე აზ­რთა გა­ზი­ა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დაო“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

"სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი იყო, რომ "დო­ნეცკ-ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის“ აღი­ა­რე­ბა ამ უც­ნა­უ­რი და რე­ჟი­სო­რის დად­გმუ­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბამ­დე საკ­მაო დრო­ის წინ მოხ­და“, - ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს "გარ­დი­ა­ნი“ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­ბე­დის­წე­რო სხდო­მა­ზე.

ასევე დაგაინტერესებთ
08:06 / 22-02-2022

"საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი" - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას გმობენ

09:43 / 22-02-2022

"რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან" - როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას

10:32 / 22-02-2022

საქართველოს საელჩო უკრაინაში კიევში რჩება - რა რეკომენდაციას იძლევა საგარეო უწყება?

13:26 / 22-02-2022

"რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა - ეს არის ცინიზმი" - ქართველი ექსპერტები პუტინის გადაწყვეტილებასა და მსოფლიო ლიდერების რეაქციებზე

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლამ სხდო­მი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გრძე­ლი, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­ტყვით გა­ა­ბა­თი­ლა ის მტკი­ცე­ბა, რომ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში მი­ი­ღეს.

სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უფრო შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს, ვიდ­რე ის, რომ უკ­რა­ი­ნას აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი "მო­კბი­ჩოს“ და სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც ისე­დაც დე ფაქ­ტო მოს­კო­ვი აკონ­ტრო­ლებ­და", - წერს "გარ­დი­ა­ნი“.

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფი­ნა­ლუ­რი სი­ტყვე­ბი იმა­ზე, რომ თუ კი­ე­ვი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს არ შე­წყვეტს, უკ­რა­ი­ნა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა "სის­ხლისღვრის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეო“, უკი­დუ­რე­სად ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი და ბო­რო­ტე­ბით სავ­სე იყო. ეს ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ჰგავ­და", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

  • The Times: "პუ­ტი­ნის უთავ­ბო­ლო გა­მოს­ვლა"

და­სავ­ლეთს შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ მოს­წონს ის, რა­საც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ხში­რად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კო­სე­ბიც კი აღ­ნიშ­ნა­ვენ იმას, რომ იგი და­ლა­გე­ბუ­ლად სა­უბ­რობს ხოლ­მე, - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი "თა­იმს“-ის (The Times) მი­მომ­ხილ­ვე­ლი მარკ ბე­ნეტ­სი.

"მაგ­რამ გუ­შინ, როცა მან მო­სახ­ლე­ო­ბას "დო­ნეცკ-ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კე­ბის“ აღი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­აც­ნო, რო­გორც ჩანს, რი­ტო­რი­კის უნა­რი და­კარ­გა. უთავ­ბო­ლო სი­ტყვა­ში, რო­მე­ლიც ერთი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და, რუ­სე­თის ლი­დერ­მა ის­ტო­რი­ის უც­ნა­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­რა“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ზე­თი.

"გუ­შინ­დე­ლი სი­ტყვა პრე­ზი­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლე­ბის მხო­ლოდ უბად­რუკ ასლს წარ­მო­ად­გენ­და - ისე­თე­ბი­სას, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, 2007 წელს მი­უ­ნ­ჰე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოს­თქვა, როცა აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი ჰე­გე­მო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და.

2018 წელს მოს­კო­ვის ელი­ტა ტა­შით შეხ­ვდა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლას, როცა პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, - და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის გაფრ­თხი­ლე­ბა ყუ­რად არ იღო და ამი­ტომ მოს­კო­ვი სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­სო.

ახლა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტო­ხე­ლა ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენს, - წერს "თა­იმ­სი“. ჩი­ნოვ­ნი­კებს მას­თან შეხ­ვედ­რის წინ იზო­ლი­რე­ბა და კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა უწევთ, კო­ვი­დის­გან დაც­ვის მიზ­ნით. პრე­ზი­დენ­ტი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის დიდ ნა­წილს თა­ვის ქა­ლაქ­გა­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ატა­რებს. ზო­გი­ერთ რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ეჭვი აქვს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რი არ არის. გა­ზე­თი ცი­ტი­რებს კრემ­ლის კრი­ტი­კო­სის დი­მიტ­რი გუდ­კო­ვის გა­მო­ნათ­ქვამს, რომ­ლის თა­ნახ­მად, "პრე­ზი­დენტ პუ­ტინს კარ­გი ფსი­ქი­ატ­რი სჭირ­დე­ბა: ჰა­ა­გის [სა­ერ­თა­შო­რი­სო] ტრი­ბუ­ნა­ლამ­დე თუ მის შემ­დეგ - ეს ჯერ სა­კი­თხა­ვია“.

  • The New York Times: "პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას ფიქ­ცია უწო­და“

"ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, ავ­ტო­რი­ტა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რწმე­ნით, რო­მე­ლიც დი­დად არ იცავს ის­ტო­რი­ულ ნი­უ­ან­სებს, გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ვლა­დი­მერ ლე­ნინ­მა შექ­მნა, რო­მელ­მაც, პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, შეც­დო­მით მი­ა­ნი­ჭა სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში“, - წერს ამე­რი­კუ­ლი "ნიუ-იორკ თა­იმ­სი“ (The New York Times).

"რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა ნამ­დვი­ლად მჭიდ­როდ არის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ერთა ბედ­ნი­ე­რი ძმო­ბა, რო­მე­ლიც დიდი რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია ჩაქ­სო­ვი­ლი, ეჭვს იწ­ვევს“, - აღ­ნიშ­ნავს მი­მომ­ხილ­ვე­ლი მა­იკლ შვე­ცი. თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლად შე­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში. ისიც სი­ნამ­დვი­ლეა, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ავ­სტრია-უნ­გრე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მაგ­რამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის არ­გუ­მენ­ტი იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნა ის­ტო­რი­უ­ლად რუ­სეთს ეკუთ­ვნო­და, უბ­რა­ლოდ, არას­წო­რია“, - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია Eurasia Group-ის თავ­მჯდო­მა­რის კლიფ კუპ­ჩა­ნის ნათ­ქვამს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის დროს შექ­მნილ­მა საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ, რომ­ლის მი­მართ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ზი­ზღით ილა­პა­რა­კა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ბოლო მო­უ­ღო ახ­ლად და­ბა­დე­ბულ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას (მხედ­ვე­ლო­ბა­შია 1917-20 წლებ­ში არ­სე­ბუ­ლი "უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა“).

საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ენა სკო­ლებ­ში გაქ­რა, უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რა კი მხო­ლოდ მულ­ტფილ­მებ­ში ჩან­და კა­რი­კა­ტუ­რუ­ლად, მო­ცეკ­ვა­ვე კა­ზა­კე­ბის სა­ხით.

სხვა­თა შო­რის, უკ­რა­ი­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1991 წელს მოს­კოვ­მა კი არ მის­ცა, არა­მედ თვი­თონ უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თვი­თონ მის­ცეს ხმა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მოს­ვლას, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის მეშ­ვე­ო­ბით", - იხ­სე­ნებს ავ­ტო­რი..

  • CNN: "კრემ­ლის პო­ტი­ომ­კი­ნუ­რი პო­ლი­ტი­კა“

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი "სი-ენ-ენი“ (CNN) აღ­ნიშ­ნავს, მისი წყა­რო ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კრემ­ლის მოქ­მე­დე­ბას "პო­ტი­ომ­კი­ნურ პო­ლი­ტი­კას“ უწო­დებს: "პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი იმ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­წვა­ვებს, რო­მე­ლიც თვი­თონ შექ­მნა“, - ამ­ბობს ჩი­ნოვ­ნი­კი ტე­ლე­არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­კოგ­ნი­ტოდ სა­უ­ბარ­ში, თუმ­ცა, მისი აზ­რით, რუ­სე­თის ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა დონ­ბას­ში ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სრულ გა­მო­ცხა­დე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, რად­გან "რუ­სე­ბის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი დონ­ბას­ში დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებ­დნენ, ჯერ კი­დევ 2014 წლი­დან“.

"ამი­ტო­მაც ჩვენ ძალ­ზე ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რა მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში და დღე­ებ­ში. ჩვე­ნი რე­ა­გი­რე­ბა რუ­სე­ბის მოქ­მე­დე­ბის კვა­ლო­ბა­ზე შე­იც­ვლე­ბა“, - ამ­ბობს თეთ­რი სახ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოტო
0

ბოლოსკენაა მაგის საქმე, ვეღარ უშველის ფსიქიატრი. 

მერი
1

მარტო პუტინს კი არა, მაგათ კოლექტიური ფსიხიატრი ჭირდებათ. ხალხის 80% -ი მხარს უჭერს ერთ შერეკილს.ტელე ეთერში ვნახე ერთი ინტერვიუ . ჩამიძენძილ დამშეილ რუსებს ეკითხება კორესპონდებტი პრნსიების სიმცირეზე. საინტერესო პასუხი დამშეული რუსების. პენსია მართლაც პატარაა , სამაგიეროდ სირია ჩვენია. რაც ერი ის ბერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"პრეზიდენტ პუტინს კარგი ფსიქიატრი სჭირდება: ჰააგის ტრიბუნალამდე თუ მის შემდეგ - ეს ჯერ საკითხავია“ - რას წერს მსოფლიო მედია რუსეთის მორიგ თავხედურ გადაწყვეტილებაზე?

"პრეზიდენტ პუტინს კარგი ფსიქიატრი სჭირდება: ჰააგის ტრიბუნალამდე თუ მის შემდეგ - ეს ჯერ საკითხავია“  - რას წერს მსოფლიო მედია რუსეთის მორიგ თავხედურ გადაწყვეტილებაზე?

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ "დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ "დამოუკიდებლობის“ აღიარებას დასავლელი ლიდერების მხრიდან ამ გადაწყვეტილების დაუყონებლივი დაგმობა მოჰყვა, მკაცრი სანქციების დაწესების მუქარით. დღეს მსოფლიო პრესის მთავარი თემა სწორედ მომხდარი და მისი გაანალიზების მცდელობებია. გთავაზობთ მსოფლიო მედიის მიმოხილვას:

  • The Guardian: "პუტინის აბსურდული სპექტაკლი“

ბრიტანული გაზეთი "გარდიანი“ (The Guardian) კითხვას სვამს - მართლაც პირდაპირი ეთერში გადაიცემოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს ის სხდომა, რომლის მონაწილეები დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებაზე თანხმობას აცხადებდნენ? გაზეთი ამ ყველაფერს "აბსურდის სპექტაკლს“ უწოდებს (სტატიის ავტორი - შონ უოლკერი).

"სხდომაზე აზრთა ურთიერთგაზიარება თითქმის არ მომხდარა, ხოლო იმ მტკიცებას, რომ უშიშროების საბჭო სპონტანურად იქნა მოწვეულიო, აბათილებს მისი მონაწილეების მაჯის საათებზე ასახული დრო. ე.წ. პირდაპირი ტრანსლაცია სინამდვილეში ვიდეოჩანაწერი გამოდგა, რომელიც ეთერში სხდომის დასრულების შემდეგ გადაიცა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთის პრეზიდენტისათვის განსაკუთრებით აღენიშნა ის, რომ სხდომაზე აზრთა გაზიარება აქტიურად მიმდინარეობდაო“, - აღნიშნავს ავტორი.

"სრულიად ნათელი იყო, რომ "დონეცკ-ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება ამ უცნაური და რეჟისორის დადგმული სხდომის ჩატარებამდე საკმაო დროის წინ მოხდა“, - ასეთ კომენტარს აკეთებს "გარდიანი“ რუსეთის უშიშროების საბჭოს საბედისწერო სხდომაზე.

ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ სხდომიდან რამდენიმე საათის შემდეგ გრძელი, წინასწარ მომზადებული სიტყვით გააბათილა ის მტკიცება, რომ ყველა გადაწყვეტილება რეალური დროის რეჟიმში მიიღეს.

სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს, ვიდრე ის, რომ უკრაინას აღმოსავლეთი ნაწილი "მოკბიჩოს“ და საკუთარ თავზე აიღოს იმ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობა, რომლებსაც ისედაც დე ფაქტო მოსკოვი აკონტროლებდა", - წერს "გარდიანი“.

"ვლადიმერ პუტინის ფინალური სიტყვები იმაზე, რომ თუ კიევი სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს, უკრაინა პასუხისმგებელი იქნება "სისხლისღვრის გაგრძელებაზეო“, უკიდურესად ავისმომასწავებელი და ბოროტებით სავსე იყო. ეს ომის გამოცხადებას ჰგავდა", - აღნიშნავს ავტორი.

  • The Times: "პუტინის უთავბოლო გამოსვლა"

დასავლეთს შეიძლება ყოველთვის არ მოსწონს ის, რასაც ვლადიმერ პუტინი ლაპარაკობს, მაგრამ ხშირად რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკოსებიც კი აღნიშნავენ იმას, რომ იგი დალაგებულად საუბრობს ხოლმე, - წერს ბრიტანული "თაიმს“-ის (The Times) მიმომხილველი მარკ ბენეტსი.

"მაგრამ გუშინ, როცა მან მოსახლეობას "დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარების სურვილი გააცნო, როგორც ჩანს, რიტორიკის უნარი დაკარგა. უთავბოლო სიტყვაში, რომელიც ერთი საათი გრძელდებოდა, რუსეთის ლიდერმა ისტორიის უცნაური გაკვეთილი ჩაატარა“, - აღნიშნავს გაზეთი.

"გუშინდელი სიტყვა პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლების მხოლოდ უბადრუკ ასლს წარმოადგენდა - ისეთებისას, როგორიც, მაგალითად, 2007 წელს მიუნჰენის კონფერენციაზე წარმოსთქვა, როცა აშშ-ის გლობალური ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოვიდა.

2018 წელს მოსკოვის ელიტა ტაშით შეხვდა ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, როცა პრეზიდენტმა თქვა, - დასავლეთმა რუსეთის გაფრთხილება ყურად არ იღო და ამიტომ მოსკოვი სამხედრო არსენალის მოდერნიზებას გააგრძელებსო.

ახლა რუსეთის პრეზიდენტი მარტოხელა ფიგურას წარმოადგენს, - წერს "თაიმსი“. ჩინოვნიკებს მასთან შეხვედრის წინ იზოლირება და კარანტინში ყოფნა უწევთ, კოვიდისგან დაცვის მიზნით. პრეზიდენტი პანდემიის პერიოდის დიდ ნაწილს თავის ქალაქგარე რეზიდენციაში ატარებს. ზოგიერთ რუს ოპოზიციონერს ეჭვი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური ჯანმრთელობა ნორმალური არ არის. გაზეთი ციტირებს კრემლის კრიტიკოსის დიმიტრი გუდკოვის გამონათქვამს, რომლის თანახმად, "პრეზიდენტ პუტინს კარგი ფსიქიატრი სჭირდება: ჰააგის [საერთაშორისო] ტრიბუნალამდე თუ მის შემდეგ - ეს ჯერ საკითხავია“.

  • The New York Times: "პუტინმა უკრაინის სახელმწიფოებრიობას ფიქცია უწოდა“

"ვლადიმერ პუტინმა, ავტორიტარი ადამიანისთვის დამახასიათებელი რწმენით, რომელიც დიდად არ იცავს ისტორიულ ნიუანსებს, განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო ვლადიმერ ლენინმა შექმნა, რომელმაც, პრეზიდენტის აზრით, შეცდომით მიანიჭა სახელმწიფოს სტატუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში“, - წერს ამერიკული "ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times).

"რუსეთ-უკრაინის ისტორია და კულტურა ნამდვილად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ერთა ბედნიერი ძმობა, რომელიც დიდი რუსეთის ინტერესებშია ჩაქსოვილი, ეჭვს იწვევს“, - აღნიშნავს მიმომხილველი მაიკლ შვეცი. თანამედროვე უკრაინის ნაწილები საუკუნეების განმავლობაში ნამდვილად შედიოდნენ რუსეთის იმპერიაში. ისიც სინამდვილეა, რომ უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ავსტრია-უნგრეთისა და პოლონეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა.

"მაგრამ ვლადიმერ პუტინის არგუმენტი იმაზე, რომ უკრაინა ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა, უბრალოდ, არასწორია“, - ციტირებს სტატიის ავტორი ორგანიზაცია Eurasia Group-ის თავმჯდომარის კლიფ კუპჩანის ნათქვამს, რომელიც პოლიტიკური რისკების შეფასებით არის დაკავებული.

ვლადიმერ ლენინის დროს შექმნილმა საბჭოთა მთავრობამ, რომლის მიმართ რუსეთის პრეზიდენტმა ზიზღით ილაპარაკა, საბოლოო ჯამში ბოლო მოუღო ახლად დაბადებულ უკრაინის სახელმწიფოებრიობას (მხედველობაშია 1917-20 წლებში არსებული "უკრაინის სახალხო რესპუბლიკა“).

საბჭოთა ეპოქაში უკრაინული ენა სკოლებში გაქრა, უკრაინული კულტურა კი მხოლოდ მულტფილმებში ჩანდა კარიკატურულად, მოცეკვავე კაზაკების სახით.

სხვათა შორის, უკრაინას დამოუკიდებლობა 1991 წელს მოსკოვმა კი არ მისცა, არამედ თვითონ უკრაინელმა ხალხმა მოიპოვა თავისი სუვერენიტეტი. უკრაინელებმა თვითონ მისცეს ხმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლას, დემოკრატიული რეფერენდუმის მეშვეობით", - იხსენებს ავტორი..

  • CNN: "კრემლის პოტიომკინური პოლიტიკა“

როგორც ამერიკული "სი-ენ-ენი“ (CNN) აღნიშნავს, მისი წყარო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კრემლის მოქმედებას "პოტიომკინურ პოლიტიკას“ უწოდებს: "პრეზიდენტი პუტინი იმ კონფლიქტურ სიტუაციას ამწვავებს, რომელიც თვითონ შექმნა“, - ამბობს ჩინოვნიკი ტელეარხის ჟურნალისტთან ინკოგნიტოდ საუბარში, თუმცა, მისი აზრით, რუსეთის ჯარების შეყვანა დონბასში ამერიკული სანქციების სრულ გამოცხადებას არ გამოიწვევს, რადგან "რუსების სამხედრო ქვედანაყოფები დონბასში დიდი ხანია მოქმედებდნენ, ჯერ კიდევ 2014 წლიდან“.

"ამიტომაც ჩვენ ძალზე ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რა მოხდება უახლოეს საათებში და დღეებში. ჩვენი რეაგირება რუსების მოქმედების კვალობაზე შეიცვლება“, - ამბობს თეთრი სახლის თანამშრომელი.

მოამზადა სიმონ კილაძემ