სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან" - როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას
"რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან" - როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა. პუ­ტი­ნის ნა­ბი­ჯი დაგ­მო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს პრე­ზი­დენ­ტმა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

და­სავ­ლე­თი რუ­სეთ სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა, თუ რა სა­ხის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, დღეს უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­და იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო ომის “ცხელ ფა­ზა­ში” გა­დაყ­ვა­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ბლიც-კრი­გით გა­ვი­დო­და მი­ნი­მუმ დონ­ბა­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამის რის­კი არ არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა, რა სა­ზღვრებ­ში მოხ­და ე.წ. აღი­ა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­მა და­ი­ტო­ვა ომის და­წყე­ბით “შან­ტა­ჟის” მა­ნევ­რი და­სავ­ლეთ­თან. რა­ტომ იჩ­ქა­რეს?

და­სავ­ლე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით “სუს­ტია” რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ზამ­თარ­ში ენერ­გო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­ზა­ფხულ­ზე რუ­სეთ­თან რკი­ნის კედ­ლის აღ­მარ­თვა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის ენერ­გო-უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გა­და­ლა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა და­სავ­ლე­თი აბა­რებს ფუნ­და­მენ­ტურ გა­მოც­დას - შე­უძ­ლია თუ არა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე დრო­ე­ბით უა­რის თქმა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი წევ­რი, პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი: ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი და­სავ­ლე­თის მხრი­დან პუ­ტი­ნის ამ თავ­ხე­დო­ბის პა­სუ­ხად იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში მი­ღე­ბა, თან ფორ­სი­რე­ბუ­ლად და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით. ისე, მა­გა­რი სე­ი­რი კი იქ­ნე­ბო­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ შე­ვი­დო­და ის­ტო­რი­ა­ში იმ პრე­მი­ე­რად, რომ­ლის დრო­საც სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში მი­ი­ღეს, მაგ­რამ ჯან­და­ბას, თა­ნახ­მა ვარ ის­ტო­რი­ის ამ­გვარ ხუმ­რო­ბა­ზე.

თინა ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: ეხლა შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი სი­ტყვა დავ­ხარ­ჯოთ პუ­ტი­ნის სა­ლან­ძღა­ვად, გულს მო­ვი­ო­ხებთ, მაგ­რამ ეს არ ცვლის რე­ა­ლო­ბას რომ - მან დღეს მო­რიგ ჯერ­ზე ომი გა­მო­უ­ცხა­და და­სავ­ლეთს; მან დღეს მო­რიგ ჯერ­ზე თქვა და გა­ა­კე­თა; იყო უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მტრუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი და ყვე­ლაფ­რის შემ­ძლე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე; ჯერი და­სავ­ლეთ­ზეა! პუ­ტი­ნი მოქ­მე­დებს! და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბი აგერ მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან მუშ­ტებს უქ­ნე­ვენ!!! ზუს­ტად ვიცი ამ ომს პუ­ტი­ნი წა­ა­გებს, მწა­რედ და­ის­ჯე­ბა, მაგ­რამ სად გა­დის ზღვა­რი იმ მახ­ვერ­პლის, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ორმა ქვე­ყა­ნამ და­სავ­ლე­თის ბო­ლომ­დე გა­საღ­ვი­ძებ­ლად უნდა გა­ვი­ღოთ? თუმ­ცა სა­ნამ და­სავ­ლე­თის­კენ თითს გა­ვიშ­ვერთ, ისიც არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ პუ­ტინ­მოტრფი­ა­ლე­ნი სა­კუ­თარ სახ­ლში ვერ მოგ­ვყავს გონს.

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ექ­სპერ­ტი: ლუ­განსკის და დონ­ბა­სის "აღი­ა­რე­ბა" ყვე­ლა­ზე წვრილ­მა­ნია იმ გან­ცხა­დე­ბებ­ში, რაც პუ­ტინ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­მოქ­მე­დო გეგ­მად გა­მო­ა­ცხა­და. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვე­ლის მსოფ­ლი­ოს და მათ შო­რის ჩვენ, სამ­ხედ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი. ახლა ჩვენ ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ტვი­ნი, ტვი­ნი რო­მე­ლიც არ გვაქვს, მხო­ლოდ ემო­ცი­ებს და პო­პუ­ლიზმს ვფლობთ, რი­თიც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო და­ვიმ­ძი­მოთ მდგო­მა­რე­ო­ბა. არც მლიქ­ვნე­ლო­ბა და არც ის­ტე­რია არ არის ახლა გა­და­წყვე­ტა.იქ­ნებ ვი­პო­ვოთ გო­ნი­ე­რე­ბა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი გო­ნი­ე­რე­ბა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, "დრო­ას" ლი­დე­რი: მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო პუ­ტი­ნი, თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო. დიახ, მისი მი­ზა­ნი ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რია, თუმ­ცა ეს სულ უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა ფან­ტო­მურ ტკი­ვი­ლებს. კო­მი­კუ­რო­ბის ზღვარ­ზე იყო მისი სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო კი არ ყვი­რის, რო­გორც 2008 წელს, არა­მედ და­სავ­ლე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სამ­ხედ­რო ძალა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, გან­ლა­გე­ბუ­ლი, სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი. საკ­მა­ოდ სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში პუ­ტი­ნი ამ ეტაპ­ზე რი­ტო­რი­კის იქით. ომის სპე­კტაკ­ლი არ გა­მო­უ­ვი­და ჯერ.

ამ აღი­ა­რე­ბებს აკო­მი­კუ­რებს. ეტყო­ბო­და, რო­გორ აში­ნებს და­სავ­ლე­თის ძალა. ვე­რა­ნა­ირ კი­ე­ვის და­ბომბვა­ზე ამ დიდი ბრა­ვა­დის მერე ვერ წა­ვი­და. მინ­სკი მოკ­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.მოკ­ლედ ხალ­ხს უთხრა რუ­სეთ­ში მე კი ძა­ლი­ან მინ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რიო, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ აქამ­დე რა­საც ვა­კონ­ტრო­ლებ­დით ის ქა­ღალ­დზე გა­და­ვი­ტა­ნო­თო, მეტს ვერ ვქა­ჩა­ვო.ამის შემ­დეგ და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა კვლავ ბევ­რი რამე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბა­ვი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვლდა, თუ რამ­დე­ნად გა­წე­რი­ლი გეგ­მით მოქ­მე­დებ­და მა­ში­ნაც და ეხ­ლაც. მთავ­რო­ბა კი დუმს, ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კოთ პა­რა­ლე­ლებ­ზე ყველ­გან. ასე­ვე ვი­ლა­პა­რა­კოთ ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვილ­ზე, ბეს­ტა­ევ­ზე და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. და რაც მთა­ვა­რია შევ­ცვა­ლოთ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ "მინ­და ვიყო იმ­პე­რა­ტო­რის" ორ­ბი­ტა­ზე გვატ­რი­ა­ლებს სა­მარ­ცხვი­ნოდ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

რამდენი გახარებულია ვამპირის ამ ნაბიჯით.ვაი რა გვეშველებააააა

 

!!!
4

პუტინის პირადი ტყვე(სააკაშვილი) როგორ იქაჩება. აქ ხომ კუდით ქვა ასროლინა პუტინს(პიპინია და მისი ცხენი გამახსენდა) და უკრაინაში რა დღეში ჩააგდებს ბედშავს. თაღლიდთა თაღლითი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან" - როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას

"რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან" - როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიების, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. პუტინის ნაბიჯი დაგმო საქართველოს მთავრობამ. შესაბამისი განცხადებები გამოაქვეყნეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

დასავლეთი რუსეთ სანქციებით ემუქრება, თუ რა სახის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან ექსპერტები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის “ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის რისკი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან. რატომ იჩქარეს?

დასავლეთი განსაკუთრებით “სუსტია” რუსეთთან დაპირისპირებაში ზამთარში ენერგო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გაზაფხულზე რუსეთთან რკინის კედლის აღმართვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ხოლო შემდეგი სეზონისთვის ენერგო-უსაფრთხოების სისტემის გადალაგება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას - შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით.

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, პოლიტიკის საკითხების ანალიტიკოსი: ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან პუტინის ამ თავხედობის პასუხად იქნებოდა უკრაინასა და საქართველოს ნატოში მიღება, თან ფორსირებულად და დაჩქარებული წესით. ისე, მაგარი სეირი კი იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი რომ შევიდოდა ისტორიაში იმ პრემიერად, რომლის დროსაც საქართველო ნატოში მიიღეს, მაგრამ ჯანდაბას, თანახმა ვარ ისტორიის ამგვარ ხუმრობაზე.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ეხლა შეგვიძლია ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა დავხარჯოთ პუტინის სალანძღავად, გულს მოვიოხებთ, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას რომ - მან დღეს მორიგ ჯერზე ომი გამოუცხადა დასავლეთს; მან დღეს მორიგ ჯერზე თქვა და გააკეთა; იყო უპრეცედენტოდ მტრული, აგრესიული, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის შემძლეობაზე პრეტენზიის მქონე; ჯერი დასავლეთზეა! პუტინი მოქმედებს! დასავლეთის ლიდერები აგერ მიუნხენის კონფერენციიდან მუშტებს უქნევენ!!! ზუსტად ვიცი ამ ომს პუტინი წააგებს, მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი იმ მახვერპლის, რომელიც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დასავლეთის ბოლომდე გასაღვიძებლად უნდა გავიღოთ? თუმცა სანამ დასავლეთისკენ თითს გავიშვერთ, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: ლუგანსკის და დონბასის "აღიარება" ყველაზე წვრილმანია იმ განცხადებებში, რაც პუტინმა პრაქტიკულად სამოქმედო გეგმად გამოაცხადა. ძალიან სერიოზული პრობლემები გველის მსოფლიოს და მათ შორის ჩვენ, სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება ტვინი, ტვინი რომელიც არ გვაქვს, მხოლოდ ემოციებს და პოპულიზმს ვფლობთ, რითიც ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო დავიმძიმოთ მდგომარეობა. არც მლიქვნელობა და არც ისტერია არ არის ახლა გადაწყვეტა.იქნებ ვიპოვოთ გონიერება, ძალიან ფრთხილი გონიერება.

ელენე ხოშტარია, "დროას" ლიდერი: მძიმე მოსასმენი იყო პუტინი, თუმცა სასარგებლო. დიახ, მისი მიზანი ისტორიის გადაწერა და საბჭოთა კავშირია, თუმცა ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება ფანტომურ ტკივილებს. კომიკურობის ზღვარზე იყო მისი საუბარი, როდესაც ამის პარალელურად მხოლოდ საქართველო კი არ ყვირის, როგორც 2008 წელს, არამედ დასავლეთი გაერთიანებულია, შეიარაღება და სამხედრო ძალა მობილიზებული, განლაგებული, სანქციების პაკეტები გამზადებული. საკმაოდ სუსტად გამოიყურება სინამდვილეში პუტინი ამ ეტაპზე რიტორიკის იქით. ომის სპეკტაკლი არ გამოუვიდა ჯერ.

ამ აღიარებებს აკომიკურებს. ეტყობოდა, როგორ აშინებს დასავლეთის ძალა. ვერანაირ კიევის დაბომბვაზე ამ დიდი ბრავადის მერე ვერ წავიდა. მინსკი მოკლა, რაც ძალიან კარგია.მოკლედ ხალხს უთხრა რუსეთში მე კი ძალიან მინდა საბჭოთა კავშირიო, მაგრამ ჯერ მხოლოდ აქამდე რასაც ვაკონტროლებდით ის ქაღალდზე გადავიტანოთო, მეტს ვერ ვქაჩავო.ამის შემდეგ დასავლეთის რეაქციაზე იქნება კვლავ ბევრი რამე დამოკიდებული. საქართველოს ამბავი თავიდან ბოლომდე გაშიშვლდა, თუ რამდენად გაწერილი გეგმით მოქმედებდა მაშინაც და ეხლაც. მთავრობა კი დუმს, ჩვენ ვილაპარაკოთ პარალელებზე ყველგან. ასევე ვილაპარაკოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილზე, ბესტაევზე და ნატოში გაწევრიანებაზე. და რაც მთავარია შევცვალოთ მთავრობა, რომელიც ამ "მინდა ვიყო იმპერატორის" ორბიტაზე გვატრიალებს სამარცხვინოდ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.