ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტინა ნაბიჯებს ველოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, აშშ-ის პრეზიდენტ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განიხილა. ასევე იგეგმება სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე კონსულტაციების დაუყოვნებლივ გამართვის მოთხოვნით მიმართა. ასევე ინიცირებული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეუთოს საგანგებო სხდომა და "ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ ჰყვება.
"კარგად შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების შემოტევის ერთმანეთისგან განსხვავება. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ქაოტური ქმედების მიზეზი ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე შევინარჩუნოთ... ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია უკრაინა რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ცალსახად აფასებს როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
სპეციალურ მიმართვაში ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას "არაფრის და არავის არ ეშინია“.
"ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია, არავისი არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მივცემთ და ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. სხვა ქვეყანა, სხვა არმია, ერთი მიზანი. ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში! დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ თქვენი უძილო ღამის მიზეზი არ არსებობს", - აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.
უკრაინის მეფეები და პატრიარქები შფოთავენ საკუთარ საფლავებში...
სამწუხაროდ იკვეთება, რომ ზელენსკის თავისი ქვეყნის ისტორია ცუდად სცოდნია. წუხელ პუტინმა კი წაუკითხა ისტორიის გაკვეთილი, მაგრამ ზელენსკიმ ვერ ან არ გაიგო.
უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დააარსა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადმა, ამხანაგმა ვ. ი. ლენინმა 1917 წელს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე. მანამდე მათ სახელმწიფო არც ჰქონიათ, ისევე როგორც არ ყოლიათ თავიანთი მეფეები.
საბჭოთა რუსეთს უკრაინა და უკრაინელები ყოველთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყავდათ.
სიტყვაზე, თუ ჩვენ გვართმევდნენ ტერიტორიებს, უკრაინას უმატებდნენ რუსეთის სხვადასხვა ოლქებსა და ტერიტორიებს და არა მარტო რუსეთის.
1945 წელს, მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა უკრაინას გადასცა პოლონეთის, უნგრეთისა და რუმინეთის აღმოსავლეთით მდებარე მიწები, მათ შორის კარპატების მხარე ქალაქ ლვოვის ჩათვლით.
ბოლოს ასეთი იყო უკრაინისათვის ყირიმის გადაცემა-ჩუქება 1954 წელს ხრუშოვის მიერ...
ახლა, უკანასკნელი ამბებიდან გამომდინარე თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ხელისუფლების მიერ წლების წინ დაწყებულ დეკომუნიზაციის პროცესს, მაშინ უკრაინისაგან დარჩება მხოლოდ კიევის ოლქი!!!
პირველ რიგში უკრაინას მოწყვიტავენ ხარკოვის ოლქსა და უკრაინის მთელ სამხრეთ ნაწილს - ისტორიული ტავრიდის მხარეს, მარიუპოლიდან დაწყებული ოდესის ჩათვლით, ანუ უკრაინას დაუხურავენ აზოვისა და შავ ზღვებზე გასვლის საშუალებას!