ავტორი:

"ყველაფერი საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება" - როგორ პასუხობს უკრაინაში აშშ-ის საელჩო პუტინის განცხადებას

"ყველაფერი საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება" - როგორ პასუხობს უკრაინაში აშშ-ის საელჩო პუტინის განცხადებას

აშშ-ის საელჩო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს ადარებს და აცხადებს, რომ მსოფლიო მეტად აღარ გასულელდება.

"ყალბი დროშები, დეზინფორმაცია და ახლა მისი საკუთარი მარიონეტები "ითხოვენ“ დაცვას. ეს ყველაფერი პირდაპირ საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

მანამდე დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით მიმართეს.