ავტორი:

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების მიმართვა რუსეთისადმი მათი სუვერენიტეტის აღიარებისა და სახელმწიფო სათათბიროს დადგენილების მოთხოვნით“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართეს.

რამდენიმე დღის წინ კი რუსეთი დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.