"ეს არ არის მარტო ჩემი საკითხი, ეს არის არჩევანის გაკეთების საკითხი ე.წ. სისტემის, თუ როგორ ეპყრობა ის თავის მოქალაქეებს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის, რაც მის მიმართ ხდება, ინვალიდიზაციისა და მკვლელობის დაგეგმილი პროცესია. სააკაშვილის თქმით, ამას ყველა დასკვნა ადასტურებს.
"ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს.
რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.