პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?
"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?

24 თე­ბერ­ვალს გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ჟურ­ნა­ლის­ტის შვი­ლი სან­დრო სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­და მა­მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე "რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ტრავ­მის გამო ვერ ახერ­ხებს.

"25 წლამ­დე ისე მო­ვე­დი, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მიტ­კე­ნია. 1 კვი­რის წინ ხელი მო­ვი­ტე­ხე. დღეს მე­გო­ნა, რომ სამ­სა­ხურ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, მაგ­რამ უფრო დიდი თა­ბა­ში­რი დამ­ჭირ­და. მინ­დო­და, რომ 24-ში, გი­ორ­გის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ეთერ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. God had other plans...“ - წერს სან­დრო.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სან­დრო სა­ნა­ი­ას 9 სა­ა­თი­ა­ნი კუ­რი­ე­რი, ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­თან ერ­თად მიჰ­ყავს. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ა­სა და ნა­თია ლა­ზაშ­ვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თად მიჰ­ყავ­და „კუ­რი­ე­რი“, სა­ნამ ჟურ­ნა­ლისტს მოკ­ლავ­დნენ.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დღემ­დე ბევ­რი რამ ბუნ­დო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლელ­მა სას­ჯე­ლი უკვე მო­ი­ხა­და, რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, უამ­რა­ვი ვერ­სია არ­სე­ბობს.

ორი კვი­რის წინ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ძმას, ვახო სა­ნა­ი­ას „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში სტუმ­რად ჰყავ­და კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თა­ვი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო. ცი­ხის­თავ­მა ეთერ­ში გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ილა­პა­რა­კა.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში იჯდა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რეს­პონ­დენ­ტი ვახო სა­ნა­ი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრმა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბა­კუ­რა­ძემ და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა და­გეგ­მეს და შე­ას­რუ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
2

ნათელში იყოს შვილო მამაშენი. ძალიან დაგვწყვიტა გული გიორგის უდროო გარდაცვალებამ. 

დეიდა
40

ეგ არაფერი,შენ დაჯექი ჩუმად და ნათია ილაპარაკებს 45 წელია ეთრში ლაპარაკობს და ეხლა შეეშლება??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?

"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?

24 თებერვალს გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ჟურნალისტის შვილი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სურვილი ჰქონდა მამის დაბადების დღეზე "რუსთავი 2“-ის ეთერში ყოფილიყო, მაგრამ ამას ტრავმის გამო ვერ ახერხებს.

"25 წლამდე ისე მოვედი, ცხოვრებაში არაფერი მიტკენია. 1 კვირის წინ ხელი მოვიტეხე. დღეს მეგონა, რომ სამსახურში დავბრუნდებოდი, მაგრამ უფრო დიდი თაბაშირი დამჭირდა. მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა. God had other plans...“ - წერს სანდრო.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც სანდრო სანაიას 9 საათიანი კურიერი, ნათია ლაზაშვილთან ერთად მიჰყავს. გიორგი სანაიასა და ნათია ლაზაშვილს წლების მანძილზე ერთად მიჰყავდა „კურიერი“, სანამ ჟურნალისტს მოკლავდნენ.

გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე დღემდე ბევრი რამ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა სასჯელი უკვე მოიხადა, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, უამრავი ვერსია არსებობს.

ორი კვირის წინ გიორგი სანაიას ძმას, ვახო სანაიას „ფორმულას“ ეთერში სტუმრად ჰყავდა კონსტანტინე ციხისთავი, რომელიც წარსულში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო. ციხისთავმა ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა.

ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. რესპონდენტი ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში ჰყვებოდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.