10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
როგორ აღნიშნეს ბექჰემებმა კრუზის დაბადების დღე და რას წერს დევიდი? - "ვიდრე დედა დაუღალავად შრომობს, მამიკო ბავშვებს მიხედავს"
13:08 / 21-02-2022
ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ვაჟი, კრუზი, 17 წლის გახდა და მისი წვეულების ფოტოები "ინსტაგრამზე" მოდელმა დედამ ატვირთა. თინეიჯერმა იუბილარმა კვლავ დაამტკიცა, რომ მუსიკოს ბილი აილიშის ნომერ პირველი ფანია და ამაყად, ეშმაკური ღიმილით შეეგება დაბადების დღის ტორტს, რომელიც მთლიანად მომღერლის ფოტოებით იყო გაფორმებული. ეს ყველაფერი არაა, ტორტზე, რომელიც კრუზს მშობლებმა, და-ძმებმა და მეგობრებმა მიართვეს, ბილი აილიშის პატარა ფიგურა ჰქონდათ დაკოსებული.
კრუზ ბექჰემმა დაბადების დღე სახლში, ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნა. ტორტზე ბიჭუნას ოჯახის წევრებმა წარწერაც დაურთეს: "ძვირფასო კრუზ, ძალიან გვიყვარხარ. ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებთ - დედა, მამა, ბრუკლინი, რომეო და ჰარპერი".
ფეხბურთის ლეგენდამ კი თავისი იუბილარი ვაჟის ბავშვობის ფოტოები ატვირთა და თითოეულ მათგანს მისალოცი ტექსტი დაურთო.

ამჟამად, ბექჰემების ოჯახი, ვიქტორიას გამოკლებით, ზამთრის კურორტზე იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს ყველა მათგანი დაუვიწყარ დროს ატარებს. დევიდი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეოებს და ფოტოებს სნოუბორდით როგორ სრიალებს და საღამოს რესტორანში როგორ აგემოვნებს სხვადასხვა სასმელებს, მათ შორის, ვიქტორიას საყვარელ ცხელ საკეს: "ვიდრე დედა დაუღალავად შრომობს, მამიკო ბავშვებს მიხედავს", - წერს 46 წლის ყოფილი ფეხბურთელი "ინსტაგრამის" პოსტში.
ეს ვიღა ოხრობაა?)))
დაკოსებული რაღაა?)))