კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს"- ომბუდსმენი
"ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს"- ომბუდსმენი

"ეუთო/ოდი­რი ხაზ­გას­მით ითხოვს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბა შე­ჩერ­დეს. ხოლო, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა, მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და­ში დარ­ჩნენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ეუთო/ოდი­რი ცალ­სა­ხად აცხა­დებს, რომ პრო­ცე­სი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა წა­რი­მარ­თა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"2 თე­ბერ­ვალს ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ ეუთო/ოდირს თხოვ­ნით, რომ მათ წარ­მო­ედ­გი­ნათ მო­საზ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე და იმ ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცესს მოჰ­ყვა. 18 თე­ბერ­ვალს ჩვენ მი­ვი­ღეთ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეუთო/ოდი­რის მო­საზ­რე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ეუთო ხაზ­გას­მით ითხოვს, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბა შე­ჩერ­დეს. ეს არის მათი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია. ეუთო/ოდი­რი ცალ­სა­ხად აცხა­დებს, რომ ის პრო­ცე­სი, თუ რო­გორც წა­რი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, მათ შო­რის ეუ­თოს სტან­დარ­ტებს. ასე­ვე მი­აჩ­ნი­ათ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა და­არ­ღვია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის სტან­დარ­ტე­ბი, რო­დე­საც დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, ყო­ველ­გვა­რი ჩარ­თუ­ლო­ბის, წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეუთო/ოდი­რი აცხა­დებს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტი ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და ასე­ვე, სხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. მათ შო­რის, ახ­ლად­შექ­მნილ სამ­სა­ხუ­რებ­ზე. ამი­ტომ ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს და აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ას შე­ჩერ­დეს ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა.

ასე­ვე, მე­ო­რე მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი არის ის, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა, ის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფოს, რომ მოქ­მედ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს და მის მო­ად­გი­ლე­ებს შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და­ში ისი­ნი დარ­ჩნენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს არის ეუთო/ოდი­რის ერთ-ერთი პრინ­ცი­პუ­ლი მო­თხოვ­ნა და ამ­ბობს, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ჩე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის ვა­დის გა­უქ­მე­ბა, თუნ­დაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის გზით. მათი თქმით, ეს წარ­მო­ად­გენს მათი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფას, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან მძი­მე ეფექ­ტი ასე­ვე სხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც. ჩვენ უნდა შე­ვა­ჩე­როთ ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა და და­ი­წყოს ღია დის­კუ­სი­ე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო,“- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
0

რაო,რაო,ვინ ითხოვს?! ეგ ვინ არის,შინაური ცხოველია რამე?!

მოქალაქე
0

გაუვიდათ თავს, მართლა და მართლა... აბა, სხვას გაუბედონ

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს"- ომბუდსმენი

"ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს"- ომბუდსმენი

"ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

"2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს თხოვნით, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. 18 თებერვალს ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით მომზადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მოსაზრებები განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია. ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებასა და საქმიანობაზე. მათ შორის, ახლადშექმნილ სამსახურებზე. ამიტომ ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება.

ასევე, მეორე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე. ეს არის ეუთო/ოდირის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი არჩევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირების თანამდებობის ვადის გაუქმება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების გზით. მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათი საქმიანობისა და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე ეფექტი ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზეც. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამ კანონის მოქმედება და დაიწყოს ღია დისკუსიები დაინტერესებული მხარის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების გარშემო,“- განაცხადა ლომჯარიამ.