სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ..." - რას ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოზე
"მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ..." - რას ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოზე

დე­კა­ნოზ შალ­ვა კე­კე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მორ­ჩი­ლი ილა­რი­ონ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ი­დან გან­დევ­ნილ როინ მუმ­ლა­ძეზე ძა­ლა­დობს, რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შეხ­ვდა და გა­ნუ­ცხა­და, რომ მუმ­ლა­ძე თა­ვი­სი­ვე მო­ნას­ტერ­ში მი­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც ვი­დეო გა­და­უ­ღო, წვე­რი გა­პარ­სა და სა­სუ­ლი­ე­რო სა­მო­სი გა­ხა­და.

დე­კა­ნო­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ჩა­ნა­წერ­ში მო­ნა­წი­ლე არ­ცერ­თი პირი ბერი არ არის, კერ­ძოდ ერთი მორ­ჩი­ლია, მე­ო­რე კი ბერი იყო და ახლა "ყვე­ლა­ფე­რი აკ­რძა­ლუ­ლი აქვს“.

მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მათ­გა­ნი რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და.

"ეს უმ­ძი­მე­სი და უსა­შინ­ლე­სი ფაქ­ტი იყო რაც ვნა­ხე, მი­უ­ღე­ბე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქრის­ტი­ა­ნი ასე იქ­ცე­ო­დეს. მგო­ნია, რომ დად­გმუ­ლი სცე­ნაა პი­რა­დად ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩემს სა­ხელს და გვარს ახ­სე­ნე­ბენ, რა შუ­ა­შია ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი? მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე მე­სა­უბ­რა და მი­თხრა, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ არის დღეს ბერი, ერთი მორ­ჩი­ლია, მე­ო­რე კი ბერი იყო და ახლა აკ­რძა­ლუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, ორი­ვე­ნი რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში იყ­ვნენ.

ვინც ურტყამს, ეს ადა­მი­ა­ნი და­მი­კავ­შირ­და, მო­ვი­და ჩემ­თან და და­მე­ლა­პა­რა­კა. რო­გორც თა­ვად მო­მიყ­ვა, წა­უყ­ვა­ნია თა­ვის­თან მო­ნას­ტერ­ში, ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უ­ღია, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვა­ყო­ლეო და ეპის­კო­პო­სებ­თან გა­და­უგ­ზავ­ნია, რის შემ­დე­გაც მი­თხრა, გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს, რომ გავ­პარ­სე წვე­რი და გავ­ხა­დე კა­ბაო. შემ­დეგ მკი­თხა ჩი­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რომ მი­თხრა ამ ვი­დე­ოს ჩა­გიგ­დე­ბო, ვუ­თხა­რი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს და შენ­თვის გქონ­დეს-თქო. რა­ტომ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, რა­ტომ გა­ხა­და კაბა, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და არა­ნა­ი­რად“, - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ.

დე­კა­ნოზ­მა 2019 წელს მომ­ხდა­რი ფაქ­ტიც გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის გა­მოც როინ მუმ­ლა­ძემ მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა.

"ეს ადა­მი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­ვი­და და რო­გორც მო­ძღვარს მთხო­ვა, ლექ­ცი­ებ­ზე მი­მე­ცა დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი მსმე­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, დავ­რთეთ ამის ნება და და­ი­წყო ლექ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ერთი კვი­რის შემ­დეგ, ჩემ­მა სტუ­დენ­ტმა მა­ნა­ხა ვი­დეო, მის მა­მათ­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შემ­დე­გაც და­ვი­ბა­რე და ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ­თან ლექ­ცი­ებს ვერ და­ეს­წრე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნი კი­დევ ვნა­ხე და ვუ­თხა­რი - აღარ და­გი­ნა­ხო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლოს გა­კა­რე­ბუ­ლი-თქო, ვუ­თხა­რი თუ "ასე­თი“ ხარ, გა­ი­ხა­დე კაბა, გა­ი­პარ­სე წვე­რი, ამ ფორ­მა­ში ეს არ არის მი­სა­ღე­ბი. გა­და­ვიყ­ვა­ნე სა­პატ­რი­არ­ქო­ში და შე­ვახ­ვედ­რე მე­უ­ფე­ებს, რომ­ლებ­მაც გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თუ შე­სა­მო­სელ­ში იქ­ნე­ბო­და, ქა­ლაქ­ში გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბო­და, უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ნას­ტერ­ში და მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია არ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მას შემ­დეგ, რაც აეკ­რძა­ლა ქა­ლაქ­ში ყოფ­ნა, კი­დევ ერთხელ ვნა­ხე ჯვრის მო­ნას­ტერ­თან, იმ მო­მენ­ტში მე მას და­ვე­მუქ­რე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუ­ქა­რის გამო მი­ჩივ­ლა, და­მი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი. მღვდლებს არ გვაქვს ადა­მი­ა­ნის ცე­მის უფ­ლე­ბა, ვუ­თხა­რი შენ არ გაქვს უფ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გარ­ყვნა. ჩემ­გან ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ვი­ღა­ცას გა­ვუს­წორ­დე, სულ ეს იყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­შიც მორ­ჩი­ლის მიერ რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ი­დან გან­დევ­ნი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

კერ­ძოდ, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მორ­ჩი­ლი ილა­რი­ონ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა როინ მუმ­ლა­ძეს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ეპარ­ქი­ა­ში ბერი იყო, მაგ­რამ ეპარ­ქი­ას და სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბას ჩა­მო­ა­შო­რეს.

და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი როინ მუმ­ლა­ძის მიერ ანა­ფო­რის ჩაც­მა გახ­და. სს-მ სა­მო­ნაზვნო პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
0

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ეს კელიაში წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია და დადგმული სცენაა

ცისანა
0

მამა შალვა ჭეშმარიტი ქრისტიანი.კეთილშობილი ადამიანია.ჩვენ კი უვარგისს სულმოკლე ადამინებს ნამდვილი ადამიანის ჩვენზე აღმატებულის ლანძღვა გვსიამოვნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ..." - რას ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოზე

"მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ..." - რას ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოზე

დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.

დეკანოიძის განმარტებით, ჩანაწერში მონაწილე არცერთი პირი ბერი არ არის, კერძოდ ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა "ყველაფერი აკრძალული აქვს“.

მისივე თქმით, ორივე მათგანი რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა.

"ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი? მამა ანდრია ჯაღმაიძე მესაუბრა და მითხრა, რომ არცერთი მათგანი არ არის დღეს ბერი, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა აკრძალული აქვს ყველაფერი, ორივენი რუის-ურბნისის ეპარქიაში იყვნენ.

ვინც ურტყამს, ეს ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან და დამელაპარაკა. როგორც თავად მომიყვა, წაუყვანია თავისთან მონასტერში, ვიდეოები გადაუღია, ყველაფერი მოვაყოლეო და ეპისკოპოსებთან გადაუგზავნია, რის შემდეგაც მითხრა, გადაღებული მაქვს, რომ გავპარსე წვერი და გავხადე კაბაო. შემდეგ მკითხა ჩივილთან დაკავშირებით. რომ მითხრა ამ ვიდეოს ჩაგიგდებო, ვუთხარი, არ მაინტერესებს და შენთვის გქონდეს-თქო. რატომ უნდა მაინტერესებდეს, რატომ გახადა კაბა, არ მაინტერესებდა არანაირად“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.

დეკანოზმა 2019 წელს მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, რომლის გამოც როინ მუმლაძემ მის წინააღმდეგ საპატრულო პოლიციაში იჩივლა.

"ეს ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და როგორც მოძღვარს მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს ადამიანი კიდევ ვნახე და ვუთხარი - აღარ დაგინახო ამ ტერიტორიაზე ახლოს გაკარებული-თქო, ვუთხარი თუ "ასეთი“ ხარ, გაიხადე კაბა, გაიპარსე წვერი, ამ ფორმაში ეს არ არის მისაღები. გადავიყვანე საპატრიარქოში და შევახვედრე მეუფეებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ შესამოსელში იქნებოდა, ქალაქში გასვლა ეკრძალებოდა, უნდა ყოფილიყო მონასტერში და მონასტრის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც აეკრძალა ქალაქში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვნახე ჯვრის მონასტერთან, იმ მომენტში მე მას დავემუქრე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუქარის გამო მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში და ყველაფერი მოვუყევი. მღვდლებს არ გვაქვს ადამიანის ცემის უფლება, ვუთხარი შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩვენი შვილები გარყვნა. ჩემგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ვიღაცას გავუსწორდე, სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს.

დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა. სს-მ სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო