პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე
"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო შექ­მნილ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში დღემ­დე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით მოქ­მე­დებს, ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს მხარ­და­ჭე­რას თუ უცხა­დე­ბენ, ცდი­ლო­ბენ ეს ისე გა­ა­კე­თონ, რომ რუ­სე­თის მზარ­დი აგ­რე­სია არა­თუ არ დაგ­მონ, არა­მედ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა არც ახ­სე­ნონ. მე­ტიც, მოვ­ლე­ნე­ბის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის პრო­ვო­კა­ცია ყო­ფი­ლა. ამ თე­მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე და წერს:

"მგო­ნი ის დროა, “კრი­ტი­კუ­ლად” გა­და­ი­ხე­დოს ის­ტო­რია და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­დეს ის პირ­თა სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რი­ო­ტიზ­მის დრო­შით “პრო­ვო­ცი­რებ­დნენ” მტრის შე­მოჭ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე მა­გა­ლი­თად, პრო­ვო­კა­ტო­რად გა­მო­ვა­ცხა­დოთ ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი, რო­მელ­მაც ისე გა­ამ­წა­რა მტე­რი, რომ თა­ვის ოჯა­ხიც და ქვე­ყა­ნაც გა­ამ­წა­რე­ბი­ნა. ასე­ვე გი­ორ­გი I (ე.წ. მე­სი­ის მახ­ვი­ლი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც მხო­ლოდ მტრის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა იყო), ასე­ვე აშოტ და ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტე­ბი, დე­მეტ­რე II, ერეკ­ლე II, რო­მელ­მაც ისე გა­ამ­წა­რა აღა-მაჰ­მად-ხანი, რომ თბი­ლი­სი აა­ოხ­რე­ბი­ნა, ბაგ­რატ V და მისი მიმ­დევ­რე­ბი, რო­მელ­თაც თე­მურ-ლენ­გი რვა­ჯერ ალაშ­ქრეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა! და­ვით IV და თა­მარს შე­და­რე­ბით გა­უ­მარ­თლათ, მათ "პრო­ვო­კა­ცი­ებს" სას­ჯე­ლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა “ბეწ­ვზე გა­დავ­რჩით”. პრო­ვო­კა­ტო­რის და წინ­და­უ­ხე­და­ვი პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სე­ბი ეკუთ­ვნით და­ვით კუ­რა­პა­ლატ­სა და თორ­ნი­კე ერის­თავს. აბა, რა ჯან­და­ბა უნ­დო­დათ სხვის ომში? ბი­ზან­ტია მა­ინც და­ინ­გრა და მერე სა­ქარ­თვე­ლო­საც პა­სუ­ხი მოჰ­კი­თხეს! მაზ­ნი­აშ­ვილ­ზე, კვი­ნი­ტა­ძე­ზე, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­ზე და მათ­ნა­ი­რებ­ზე ხომ სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი არ ღირს, ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნეს “მოძ­მე” რუ­სე­თი, რომ კი­დევ მრა­ვა­ლი წელი რეპ­რე­სი­ებ­ში გვახ­რჩოდ­ნენ. 9 აპ­რი­ლი ხომ ერთი დიდი პრო­ვი­კა­ცია იყო…

ამოვ­შა­ლოთ ის­ტო­რი­ი­დან მათი სა­ხე­ლე­ბი, ასე­თე­ბის მა­გა­ლით­ზე ისევ ჩვენ­ნა­ი­რი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი იზ­რდე­ბი­ან და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­იზ­რდე­ბა “რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად” მო­აზ­როვ­ნე თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მომ­რევს “ბა­ბა­ი­ას” და­უ­ძა­ხებს!"

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინოლა
0

აფხაზეთის ომში ყველა გულანთებული მიდიოდა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. იმ ომს შეეწირნენ უნივერსიტეტის რექტორის-ამაღლობელის ვაჟი, ჭაბუა ამირეჯიბის და რეზო მიშველაძის შვილები, მერაბ აბაშიძე, საშკა იოსელიანი და უამრავი ღირსეული ახალგაზრდა. ფხალაძისნაირები კი მხოლოდ სხვისი შვილების ხარჯზე არიან გულადები. აბა რომელი მათგანის ოჯახის წევრმა შესწირა თავი სამშობლოს?

თიკო
0

არც ბაბაია უნდა დაუძახო და და არც ხახაში უნდა შეუყო თავი, როცა სხვა გამოსავალიც არის. ნეტა არ ფაფხურობდეთ ნაცები. ხომ იცით, რომ ყოველ ასეთ „გმირულ" განცხადებაზე 2008 წლის ომს წამოგაძახებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

საქართველოს ხელისუფლება უკრაინის გარშემო შექმნილ უმძიმეს ვითარებაში დღემდე გადამეტებული სიფრთხილით მოქმედებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერას თუ უცხადებენ, ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ რუსეთის მზარდი აგრესია არათუ არ დაგმონ, არამედ ოკუპანტი ქვეყანა არც ახსენონ. მეტიც, მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პროვოკაცია ყოფილა. ამ თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და წერს:

"მგონი ის დროა, “კრიტიკულად” გადაიხედოს ისტორია და სააშკარაოზე გამოვიდეს ის პირთა სახელები, რომლებიც პატრიოტიზმის დროშით “პროვოცირებდნენ” მტრის შემოჭრას საქართველოში. ასე მაგალითად, პროვოკატორად გამოვაცხადოთ ქეთევან დედოფალი, რომელმაც ისე გაამწარა მტერი, რომ თავის ოჯახიც და ქვეყანაც გაამწარებინა. ასევე გიორგი I (ე.წ. მესიის მახვილი, რომლის ცხოვრებაც მხოლოდ მტრის გაღიზიანება იყო), ასევე აშოტ და ბაგრატ კურაპალატები, დემეტრე II, ერეკლე II, რომელმაც ისე გაამწარა აღა-მაჰმად-ხანი, რომ თბილისი ააოხრებინა, ბაგრატ V და მისი მიმდევრები, რომელთაც თემურ-ლენგი რვაჯერ ალაშქრეს საქართველოში და კიდევ მრავალი სხვა! დავით IV და თამარს შედარებით გაუმართლათ, მათ "პროვოკაციებს" სასჯელი არ მოჰყოლია, თუმცა “ბეწვზე გადავრჩით”. პროვოკატორის და წინდაუხედავი პოლიტიკოსის სტატუსები ეკუთვნით დავით კურაპალატსა და თორნიკე ერისთავს. აბა, რა ჯანდაბა უნდოდათ სხვის ომში? ბიზანტია მაინც დაინგრა და მერე საქართველოსაც პასუხი მოჰკითხეს! მაზნიაშვილზე, კვინიტაძეზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მათნაირებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არ ღირს, ისე გააღიზიანეს “მოძმე” რუსეთი, რომ კიდევ მრავალი წელი რეპრესიებში გვახრჩოდნენ. 9 აპრილი ხომ ერთი დიდი პროვიკაცია იყო…

ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, ასეთების მაგალითზე ისევ ჩვენნაირი პროვოკატორები იზრდებიან და ვერანაირად ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!"