სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში
"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად დე­ეს­კა­ლა­ცი­ის არა­ერ­თი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ცდი­სა, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლის თავ­მოყ­რას გა­ნაგ­რძობს, თან აცხა­დებს, რომ ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის­თვის მზად არის, თუმ­ცა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრო­ვო­კა­ცი­ას პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე აწყობს ისე, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დამ­რღვე­ვე­ბად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს.

მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი­სას გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა არ იგეგ­მე­ბა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ კი ბრძა­ნა: "ჩვენ ვამ­ბობთ, რომ მივ­დი­ვართ ალი­ან­სის­კენ. ნატო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თია დღეს არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ალი­ან­სე­ბი­დან, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­წევ­რდეს. იქ ჩვენ­თვის კარი ღიაა, მაგ­რამ ამ გზა­ზე დიდი მან­ძი­ლია - წლე­ბი და თვე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს­კა­ლა­ცია იქ­ნე­ბა. ამ გზის გავ­ლი­სას ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ გა­რან­ტი­ე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც არ უნდა ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­დეს იმ სის­ტე­მას, რო­მელ­საც ნა­ტოს ქვეყ­ნებს სთა­ვა­ზო­ბენ"... ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სა­უბ­რობს. იხი­ლეთ ფრაგ­მენ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე:

- ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი - ვლა­პა­რა­კობთ უკ­რა­ი­ნა­ზე, მაგ­რამ ვგუ­ლის­ხმობთ სა­ქარ­თვე­ლოს, იმი­ტომ, რომ ჯერ ერთი, რი­კო­შე­ტის პრინ­ცი­პით ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოს­წვდე­ბა, მე­ო­რეც, თუ უკ­რა­ი­ნა­ში კრემლს ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ვი­და, შემ­დგო­მი სწო­რედ ჩვენ ვიქ­ნე­ბით და არამ­ხო­ლოდ ჩვენ... უკ­რა­ი­ნა­საც და სა­ქარ­თვე­ლო­საც ნატო სჭირ­დე­ბათ მა­შინ, რო­დე­საც მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, თო­რემ უკვე ოკუ­პი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო რა­ღას უშ­ვე­ლის?!ცი­ნი­კუ­რად გულ­წრფე­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის­გან, როცა პუ­ტინს მი­მარ­თა, ვიდ­რე მე და თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვიქ­ნე­ბით, ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის და უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დად­გე­ბაო, თან და­უ­ზუს­ტა, რო­გორც ვიცი, თქვენ დიდ­ხანს აპი­რებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა­სო... ეს გან­ცხა­დე­ბა, ლო­გი­კუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­საც ეხე­ბა, თუმ­ცა ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა და ისე გავ­ხდეთ ნა­ტოს წევ­რი, არც ვე­ლო­დეთ. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს გა­ცი­ლე­ბით რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი იმი­სა, რომ უახ­ლო­ეს პერ­სპექ­ტი­ვა­ში ნა­ტოს კარი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც და უკ­რა­ი­ნაც იქ­ცნენ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მძევ­ლად და მსხვერ­პლად: ერთი მხრივ, ამან გა­ა­ჩი­ნა არა­რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნი და ამას­თა­ნა­ვე, ამ ქვეყ­ნებ­მა აღარ და­ი­წყეს უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­ლე­ლურ ქოლ­გებ­ზე ფიქ­რი, თა­ნაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის წინ აფ­რი­ა­ლე­ბულ წი­თელ ნაჭ­რად იქცა...

ასევე დაგაინტერესებთ
19:49 / 20-02-2022

ენტონი ბლინკენის განცხადებით, სერგეი ლავროვს შეხვდება "იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში"

09:55 / 21-02-2022

"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80-ჯერ გახსნეს ცეცხლი, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო" - უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

10:31 / 21-02-2022

"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

12:08 / 21-02-2022

"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

დღეს რუ­სე­თი რომ ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­დეს, რო­გორც ვხვდე­ბით ამას? სა­ერ­თოდ რო­გორ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ დავ­რჩით, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმე­გობ­როდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რის გა­რე­შე? ჰიბ­რი­დულ ომში რომ ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით და­მარ­ცხე­ბუ­ლი ვართ, ფაქ­ტია, მაგ­რამ მო­რი­გი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ სრუ­ლი­ად გა­ნი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით მო­რა­ლუ­რა­დაც, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის­გა­ნაც სრუ­ლი­ად მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა ზურ­გი. ერ­თა­დერთ რე­ა­ლურ შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტო­რად ისევ თურ­ქე­თი რჩე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა გამ­რუ­დე­ბულ სარ­კე­ში ყუ­რე­ბამ და ილუ­ზი­ე­ბით ცხოვ­რე­ბამ.

- ორი­ო­დე დღის წინ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა გა­და­წყვი­ტა და მისი სა­მიზ­ნე კი­ე­ვი იქ­ნე­ბაო. რო­გორ ფიქ­რობთ, რუ­სე­თი მარ­თლაც გა­ბე­დავს ასეთ მას­შტა­ბურ შეჭ­რას?

- ამა­ზე პა­სუ­ხი, მგო­ნი, არა­ვის აქვს. ამ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომის ბოლო დღე­ე­ბია. საქ­მე ის არის, ვის უმტყუ­ნებს ნერ­ვე­ბი... ბევ­რი ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რად აფა­სებს პუ­ტი­ნის მოქ­მე­დე­ბებს, თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, აქამ­დე სრუ­ლი­ად ცივი ლო­გი­კით მოქ­მე­დებ­და და, რო­გორც წესი, ეს ლო­გი­კა უმარ­თლებ­და. ის ამოწ­მებ­და და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი კას­ტრა­ცი­ის ხა­რისხს, მა­შინ, როცა და­სავ­ლე­თი თა­ვი­სი კომ­ფორ­ტის ტყვედ იქცა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პუ­ტინს ბო­ლომ­დე არ სჯე­რა, რომ და­სავ­ლე­თი რე­ა­ლურ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს მისი აგ­რე­სი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად. თუ რუ­სე­თი მზად არის უკ­რა­ი­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის­თვის, მა­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე არ სჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ. მე­ხუ­თე კო­ლო­ნა იქაც ძლი­ე­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ, კრემლში ფიქ­რო­ბენ, რომ ომი ხან­გრძლი­ვი და მომ­ქან­ცვე­ლი არ იქ­ნე­ბა. ამას­თან, ლო­გი­კუ­რად სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და შემ­დგომ, თუ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ, მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი შენი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლო? გა­მო­დის, სამ­ხედ­რო რე­ჟი­მი უნდა და­ამ­ყა­რო და ჯარი, რო­მელ­საც შე­იყ­ვან, უკ­რა­ი­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტო­ვო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­აფ­თრე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პი­რო­ბებ­ში. რუ­სეთს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ფი­ნან­სუ­რად შე­ნახ­ვა უჭირს და ამ­ხე­ლა ქვეყ­ნის სრუ­ლად გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რაც წარ­მო­უდ­გე­ნელ რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს, რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხოს?! წა­ი­კი­თხეთ სა­ტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
0

ნაცებს არამარტო წითელ ხიდთან,არამედ ლაგოდხში,მაწიმთან,საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართანაც ედგათ რიგები.

ოოო!რა დღეში იყვნენ,ოღონდ საზღვარი გადაეკვეთათ და არაფერს დაგიდევდენ,უკან მალიმალ იხედებოდენ,წრიალებდენ,ლაგაძისნაირებისაგან მოწონებული ნაცები,მე ვიტყოდი საქართველოს ძირის გამომთხრელნი და დამაქცევარნი.

 

Leonardo
0

მთავარია რა ვისწავლეთ ამ 31 წლის განმავლობაში, თუ არაფერია გვისწავლია რამ მნიშვნელობა აქვს ვინ შემოვა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში

"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად დეესკალაციის არაერთი დიპლომატიური ცდისა, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო არსენალის თავმოყრას განაგრძობს, თან აცხადებს, რომ ვითარების განმუხტვისთვის მზად არის, თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ისე, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დამრღვევებად უკრაინელების წარმოჩენას ცდილობს.

მოსკოვში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კი ბრძანა: "ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ალიანსისკენ. ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელშიც უკრაინა შეიძლება გაწევრდეს. იქ ჩვენთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია - წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა, რომელიც თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ"... ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. იხილეთ ფრაგმენტი ინტერვიუდან:

ხათუნა ლაგაზიძე:

- ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი - ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არამხოლოდ ჩვენ... უკრაინასაც და საქართველოსაც ნატო სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, თორემ უკვე ოკუპირებულ უკრაინას და საქართველოს ნატო რაღას უშველის?!ცინიკურად გულწრფელი განცხადება მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, როცა პუტინს მიმართა, ვიდრე მე და თქვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ნატოს გაფართოების და უკრაინის გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებაო, თან დაუზუსტა, როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნასო... ეს განცხადება, ლოგიკურად, საქართველოსაც ეხება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ისე გავხდეთ ნატოს წევრი, არც ველოდეთ. მეორე მხრივ, არსებობს გაცილებით რეალური სურათი იმისა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოს კარი საქართველოსთვის დაკეტილი იქნება. საქართველოც და უკრაინაც იქცნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მძევლად და მსხვერპლად: ერთი მხრივ, ამან გააჩინა არარეალური მოლოდინი და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა აღარ დაიწყეს უსაფრთხოების პარალელურ ქოლგებზე ფიქრი, თანაც ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთის წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა...

დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? საერთოდ როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ, მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე? ჰიბრიდულ ომში რომ ყველა პარამეტრით დამარცხებული ვართ, ფაქტია, მაგრამ მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში, გამოდის, რომ სრულიად განიარაღებულები ვიქნებით მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისგანაც სრულიად მოშიშვლებული გვექნება ზურგი. ერთადერთ რეალურ შემაკავებელ ფაქტორად ისევ თურქეთი რჩება... ეს ყველაფერი მოიტანა გამრუდებულ სარკეში ყურებამ და ილუზიებით ცხოვრებამ.

- ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, თითქმის დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მისი სამიზნე კიევი იქნებაო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლაც გაბედავს ასეთ მასშტაბურ შეჭრას?

- ამაზე პასუხი, მგონი, არავის აქვს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ომის ბოლო დღეებია. საქმე ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები... ბევრი ირაციონალურად აფასებს პუტინის მოქმედებებს, თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე სრულიად ცივი ლოგიკით მოქმედებდა და, როგორც წესი, ეს ლოგიკა უმართლებდა. ის ამოწმებდა დასავლეთის პოლიტიკური კასტრაციის ხარისხს, მაშინ, როცა დასავლეთი თავისი კომფორტის ტყვედ იქცა. აქედან გამომდინარე, პუტინს ბოლომდე არ სჯერა, რომ დასავლეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მისი აგრესიის შესაკავებლად. თუ რუსეთი მზად არის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, ასევე არ სჯერა, რომ უკრაინელები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ. მეხუთე კოლონა იქაც ძლიერია, შესაბამისად, ალბათ, კრემლში ფიქრობენ, რომ ომი ხანგრძლივი და მომქანცველი არ იქნება. ამასთან, ლოგიკურად სრულიად წარმოუდგენელია ამხელა ქვეყანაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და შემდგომ, თუ წარმატებას მიაღწევ, მისი შენარჩუნება. 40-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი შენი კატეგორიული წინააღმდეგია, როგორ შეიძლება გააკონტროლო? გამოდის, სამხედრო რეჟიმი უნდა დაამყარო და ჯარი, რომელსაც შეიყვან, უკრაინაში წლების განმავლობაში დატოვო ადგილობრივი მოსახლეობის გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში. რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფინანსურად შენახვა უჭირს და ამხელა ქვეყნის სრულად გაკონტროლება, რაც წარმოუდგენელ რესურსებს მოითხოვს, როგორ უნდა მოახერხოს?! წაიკითხეთ სატატია სრულად