კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლი შეცდა - რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა" - შარლ მიშელი
"კრემლი შეცდა - რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა" - შარლ მიშელი

"ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის­კენ ის­წრფვის, მაგ­რამ არ შე­უძ­ლია და­უს­რუ­ლებ­ლად შეს­თა­ვა­ზოს ეს მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე მხა­რეს არ სურს პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია მუდ­მი­ვად გა­ვუ­წო­დოთ ზე­თის­ხი­ლის რტო, რო­დე­საც რუ­სე­თი ატა­რებს სა­რა­კე­ტო ცდებს და ახ­დენს ჯა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

მისი თქმით, გა­სა­გე­ბია ერთი რამ: "თუკი იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ევ­რო­კავ­ში­რი, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, მა­სობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბით მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას".

მი­სი­ვე თქმით, ეს სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე რუ­სე­თის­თვის, მაგ­რამ სა­ჭი­როა აღი­ა­რე­ბა, რომ მძი­მე იქ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბის­თვი­საც.

შარლ მი­შე­ლის თქმით, პა­რა­დოქ­სი იმა­შია, რომ კრემლს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით სურ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის და­თეს­ვა, და­ე­სუს­ტე­ბი­ნა და და­ე­ყო ევ­რო­კავ­ში­რი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს მი­აღ­წია - ევ­რო­პუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა გამ­ყარ­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­მხრივ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას - მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ას, რო­მე­ლიც აირ­ჩი­ეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და რო­მელ­შიც კრემ­ლი ხე­დავს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხეს თა­ვის­თვის.

"რაც უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის შე­სუს­ტე­ბას, მით მეტი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა. კრემ­ლი აქ შეც­და“, - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

მან გა­იხ­სე­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა გა­და­წყვი­ტა 1.2 მი­ლი­არ­დი ევ­როს მო­ბი­ლი­ზე­ბა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის და ჩა­ა­ტა­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნორ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცია რუ­სე­თის სამ­ხედ­რო საფრ­თხის ფონ­ზე.

მი­შე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ევ­რო­კავ­შირ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რია, ვიდ­რე ამას ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ.

"ჩვენ, ევ­რო­პე­ლე­ბი, სრუ­ლად ვართ შეკ­რუ­ლე­ბი და ერ­თად ვდგა­ვართ ტრან­სატ­ლან­ტი­კურ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნია“ , - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

-------
0

გამეცინა,რაც უფრო შესუსტდებაო ევროპა მით უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება უკრაინასოოო,საერთოდ აზრზეა რა თვქა?ზელენსკის რა ჯანდაბად ჭირდებით შესუსტებული?ფრთხილად იყავით ,თორემ რუსეთი მერე მოუბრუნდება "შესუსტებულ"ევროპას.ზუსტად მაგას ელოდება,მერე დაგრჩებათ უკრაინა გვერძე.აქეთ დაგჭირდება მხარდაჭერა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"კრემლი შეცდა - რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა" - შარლ მიშელი

"კრემლი შეცდა - რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა" - შარლ მიშელი

"ევროკავშირი რუსეთთან დიალოგისკენ ისწრფვის, მაგრამ არ შეუძლია დაუსრულებლად შესთავაზოს ეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არ სურს პოზიციების დაახლოება" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო, როდესაც რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და ახდენს ჯარების მობილიზებას“, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, გასაგებია ერთი რამ: "თუკი იქნება შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, მასობრივი სანქციებით მოახდენს რეაგირებას".

მისივე თქმით, ეს სანქციები იქნება ძალიან მძიმე რუსეთისთვის, მაგრამ საჭიროა აღიარება, რომ მძიმე იქნება ევროპელებისთვისაც.

შარლ მიშელის თქმით, პარადოქსი იმაშია, რომ კრემლს თავისი ქმედებებით სურდა განხეთქილების დათესვა, დაესუსტებინა და დაეყო ევროკავშირი, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოს მიაღწია - ევროპული ერთიანობა გამყარდა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს მხარს უკრაინას - მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას, რომელიც აირჩიეს უკრაინელებმა და რომელშიც კრემლი ხედავს ეგზისტენციალურ საფრთხეს თავისთვის.

"რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა. კრემლი აქ შეცდა“, - განაცხადა მიშელმა.

მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა 1.2 მილიარდი ევროს მობილიზება მაკროეკონომიკური დახმარებისთვის და ჩაატაროს საერთაშორისო დონორთა კონფერენცია, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს და განახორციელოს უკრაინის ეკონომიკური სტაბილიზაცია რუსეთის სამხედრო საფრთხის ფონზე.

მიშელი დარწმუნებულია, რომ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი გაცილებით ძლიერი საერთაშორისო აქტორია, ვიდრე ამას ზოგიერთები ფიქრობენ.

"ჩვენ, ევროპელები, სრულად ვართ შეკრულები და ერთად ვდგავართ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის, მაგალითად, იაპონია“ , - განაცხადა მიშელმა მიუნხენის კონფერენციაზე.