მოსკოვში მდებარე სამსართულიან სახლში ეს ბინა თავის დროზე სტალინის საკუთრება იყო. მერე გენერალს მიხეილ მალინინს უსაჩუქრა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი გმირობის გამო.
სახლი, სადაც აღნიშნული ბინა მდებარეობს, 1945 წელს არის აშენებული. შენობის ჭიშკარს ლომების სკულპტურა ამშვენებს, ამიტომაც ამ სახლს ლომებიან სახლს უწოდებენ, ან გენერლების სახლს. აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ცნობილი სამხედრო პირი, გენერალი თუ მარშალი ცხოვრობდა.
სახლში არის კაბინეტი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულოსთან არსებული სახლის საიდუმლო გასასვლელი, ორი საძინებელი, დახურული სამზარეულო, აბაზანა, სტუმრის ოთახი და დიდი ჰოლი. სახლის საერთო ფართი 204 კვ.მ-ია. ჭერის სიმაღლე 3,5 მ. ფანჯრები ერთდროულად სამ ქუჩაზე გადის.
სახლი ონლაინ აუქციონზე 7 სექტემბრიდან არის გამოტანილი და შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი 100 მლნ რუსული რუბლია. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
იმედს ვიტოვებ დაბლოკვა არ იქნება. ვაცხადებ, არ ვარ ერთპარტიულობის მოტრფიალე. ეგ არ არის სტალინის სახლი. მას ბინა ჰქონდა კრემლში და შემდეგ, როგორც უწოდებენ, ახლო აგარაკზე, კუნცევოში, სადაც ის გარდაცვალა. მისი ორივე ბინა იყო გაწყობილი, სტანდარტული სახაზინო ავეჯით. და სხვა არაფერი ზედმეტი. თვით მისი მტრები, განსაკუთრებით ხრუშჩოვი, რომლის ხელშიც ჩავარდა ქვეყანა, ათასი რამ დააბრალა სტალინს, მასაც კი ვერ მოუტრიალდა ენა, რაიმე აუგი ეთქვა მის ბინაზე. ქალაქში ბინები ჰქონდათ მის შვილებს, ვასილი სტალინს და სვეტლანა ალილუევას.
ამხელა იმპერიის მეთაური 200 კვადრატში ცხოვრობდა? დაცვა არ ყავდა ან მზარეული? სად ეტეოდნენ