პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პატარა შვილი უყურებდა დაბომბილ საბავშვო ბაღს და უეცრად მკითხა, ჩვენც მოგვკლავენო?" - რას უყვება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე Ambebi.ge-ს ადგილობრივი
"ჩემი პატარა შვილი უყურებდა დაბომბილ საბავშვო ბაღს და უეცრად მკითხა, ჩვენც მოგვკლავენო?" - რას უყვება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე Ambebi.ge-ს ადგილობრივი

რაც დრო გა­დის, სულ უფრო მა­ტუ­ლობს მო­ლო­დი­ნი, რომ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი და­ძა­ბუ­ლო­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამის კი­დევ ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას ეს­ვრის, ამი­ტომ ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და­ტო­ვონ.

ამას ემა­ტე­ბა გუ­შინ ღა­მით დონ­ბა­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იე­რი­ში, რო­მელ­საც ფიქ­რო­ბენ, რომ გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა, სრუ­ლი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს. სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. ლი­დე­რებ­მა, დე­ნის პუ­ში­ლინ­მა და ლე­ო­ნიდ პა­სეჩ­ნიკ­მა, 19 თე­ბერ­ვალს ცალ-ცალ­კე გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და რე­ზერ­ვის­ტებს შე­სა­ბა­მის ად­გი­ლებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა მოს­თხო­ვეს. რე­გი­ო­ნე­ბის და­ტო­ვე­ბა აეკ­რძა­ლათ 18-დან 55 წლამ­დე მა­მა­კა­ცებს.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სრო­ლას 19 თე­ბერ­ვალს დო­ნეც­კის რე­გი­ონ­ში, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ნა­წილ­ში ერთი სამ­ხედ­რო ემსხვერ­პლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, სე­პა­რა­ტის­ტთა ძა­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ არე­ა­ლებ­ში არ­ტი­ლე­რი­ას გა­ნა­თავ­სე­ბენ, რათა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის პრო­ვო­ცი­რე­ბა სცა­დონ.

მა­რი­ო­პულ­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ნა გრო­მო­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მისი ნა­თე­სა­ვე­ბი ლუ­განსკში ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლებ­თა­ნაც შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბა. გრო­მო­ვას თქმით, ხან­და­ხან ისი­ნი "გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან" და ისი­ნი პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან."

მა­რი­ნა გრო­მო­ვა:

- წლე­ბია, ჩვენს თავ­ზე ჭურ­ვე­ბი დაფ­რი­ნავს, ხან მეტი, ხან ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით. მერ­ვე წე­ლია, რუ­სეთ­თან სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ, ახლა რუ­სე­თი აშ­კა­რად გვიწ­ვევს. აქ ყო­ველ­დღე გვეს­მო­და, რომ უკ­რა­ი­ნა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას ეს­რო­და, იმი­ტომ, რომ ამე­რი­კის­გან არის წა­ქე­ზე­ბუ­ლი და ომი სურს რუ­სეთ­თან. ნე­ტავ ასე იყოს. ნეტა მარ­თლა იო­მებ­დეს ამე­რი­კა, ან რო­მე­ლი­მე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ჩვენს ნაც­ვლად.

ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს რუ­სე­თი ომში ჩაგ­ვით­რი­ოს. რაც მთა­ვა­რია, ლუ­განსკში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებს სჯე­რათ, რომ ჩვე­ნე­ბი ეს­ვრი­ან. ჩვენ სა­ერ­თო ბე­ბია-ბა­ბუა გვყავ­და, რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, რომ ასე არ არის, ისე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ, კა­მათს აზრი არ აქვს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, - "ინ­ტერ­ნეტ­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ყველ­გან აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ იქ ბავ­შვე­ბი და­ხო­ცეს უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ნუთუ არ გი­ნა­ხავთ კად­რე­ბი?! ამე­რი­კას და და­სავ­ლეთს სურს ომი, ჩვენ რუ­სე­თი გვეხ­მა­რე­ბა, სამ­შვი­დო­ბოს გა­და­ვი­დეთ."

აქ ზოგი ამ­ბობს, რომ არაფ­რად უღირს ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა, ან და­მარ­ცხე­ბა, თუკი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს და­კარ­გა­ვენ, სან­გრე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ან რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა?!

ამ­დე­ნი წე­ლია ომში ვცხოვ­რობთ, თან ვე­გუ­ე­ბით, თან - ვერა. ჩემი ქა­ლა­ქი ზღვის­პი­რას არის გა­დაშ­ლი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მტრის პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნეა. ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი უყუ­რებ­და და­ბომ­ბი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის კად­რებს და უეც­რად ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას მკი­თხა, ჩვენც მოგ­ვკლა­ვე­ნო?

არა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ ჩა­მე­ძია, თუკი ასე ის­ვრი­ან ტყვი­ებს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ჩვენც მოგ­ხვდე­სო.

აქ ოჯა­ხე­ბით ვცხოვ­რობთ. სად უნდა წა­ვი­დე?! ეს ჩემი სახ­ლია. პო­ლო­ნეთ­ში მყავს მე­გობ­რე­ბი, მი­თხრეს, პა­ტა­რა შვი­ლი გყავს, ხომ არ ჯო­ბია, წა­მოხ­ვი­დეო.. არა, არ­სად გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ-მეთ­ქი. თუ წა­ვე­დი, ასე მგო­ნია, ვე­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბი. მე­დია ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობს. არ ვიცი, ეს კარ­გია თუ არა. ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან გვე­ში­ნია, იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე უნდა გვე­ში­ნო­დეს. ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, რას ელო­დე­ბი­თო.

- რას პა­სუ­ხობთ?

- საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი არა. ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა ევ­რო­პას სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს უკ­რა­ი­ნის მი­მართ. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ახლა მისი შე­საძ­ლე­ბო­ბის მაქ­სი­მუ­მია. ახლა ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბით, რომ ოპ­ტი­მის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ. ახლა ერ­თა­დერ­თი რაც ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არის სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არა­და, რა რთუ­ლია. ეს ხომ ნერ­ვე­ბის ომია. ხან მგო­ნია, რომ ვი­თა­რე­ბა და­წყნარ­დე­ბა, ხან კი - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­სა­ზღვრედ ტყვი­ე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბის ხმა ის­მის.

ვიცი, რომ ჩვე­ნე­ბი არ პა­სუ­ხო­ბენ სე­პა­რა­ტის­ტებს, მაგ­რამ რო­დემ­დე?! არ ვიცი. რო­დე­საც ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, ვე­უბ­ნე­ბით - იმე­დია, მშვი­დო­ბა გვექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამბები.ჯი-ს
9

თქვენც ჯორჯისა და რუსეთის მხარეს ხართ? მაშ, რატომ ბლოკავთ საპირისპირო კომენტარებს?

ჯორჯის
7

სირცხვილია ასეთი კომენტარი! გაუმარჯოს უკრაინას და მის ღირსეულ პრეზიდენტს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ჩემი პატარა შვილი უყურებდა დაბომბილ საბავშვო ბაღს და უეცრად მკითხა, ჩვენც მოგვკლავენო?" - რას უყვება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე Ambebi.ge-ს ადგილობრივი

"ჩემი პატარა შვილი უყურებდა დაბომბილ საბავშვო ბაღს და უეცრად მკითხა, ჩვენც მოგვკლავენო?" - რას უყვება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე Ambebi.ge-ს ადგილობრივი

რაც დრო გადის, სულ უფრო მატულობს მოლოდინი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული უკიდურესი დაძაბულობა დიპლომატიური გზებით ვერ მოგვარდება. ადგილობრივების თქმით, ამის კიდევ ერთი წინაპირობაა პრორუსული პროპაგანდა, თითქოს უკრაინა თავის მოსახლეობას ესვრის, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, საკუთარი სახლები დატოვონ.

ამას ემატება გუშინ ღამით დონბასის მიმართულებით განხორციელებული იერიში, რომელსაც ფიქრობენ, რომ გაგრძელება ექნება.

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, სრული სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცეს. სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, 19 თებერვალს ცალ-ცალკე გაავრცელეს განცხადებები სრული მობილიზაციის შესახებ და რეზერვისტებს შესაბამის ადგილებზე გამოცხადება მოსთხოვეს. რეგიონების დატოვება აეკრძალათ 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სროლას 19 თებერვალს დონეცკის რეგიონში, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილში ერთი სამხედრო ემსხვერპლა. მათივე ცნობით, სეპარატისტთა ძალები საცხოვრებელ არეალებში არტილერიას განათავსებენ, რათა საპასუხო ცეცხლის პროვოცირება სცადონ.

მარიოპულში მცხოვრები მარინა გრომოვა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი ნათესავები ლუგანსკში ცხოვრობენ, რომლებთანაც შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვს თუმცა სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტება. გრომოვას თქმით, ხანდახან ისინი "განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე არიან" და ისინი პრორუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცევიან."

მარინა გრომოვა:

- წლებია, ჩვენს თავზე ჭურვები დაფრინავს, ხან მეტი, ხან ნაკლები რაოდენობით. მერვე წელია, რუსეთთან საომარ ვითარებაში ვართ, ახლა რუსეთი აშკარად გვიწვევს. აქ ყოველდღე გვესმოდა, რომ უკრაინა საკუთარ მოსახლეობას ესროდა, იმიტომ, რომ ამერიკისგან არის წაქეზებული და ომი სურს რუსეთთან. ნეტავ ასე იყოს. ნეტა მართლა იომებდეს ამერიკა, ან რომელიმე ძალიან ძლიერი სახელმწიფო ჩვენს ნაცვლად.

ყველა ღონეს ხმარობს რუსეთი ომში ჩაგვითრიოს. რაც მთავარია, ლუგანსკში მცხოვრებ ნათესავებს სჯერათ, რომ ჩვენები ესვრიან. ჩვენ საერთო ბებია-ბაბუა გვყავდა, როდესაც ვეუბნები, რომ ასე არ არის, ისეთი არგუმენტები აქვთ, კამათს აზრი არ აქვს. გვეუბნებიან, - "ინტერნეტში, ტელევიზიაში ყველგან აჩვენებენ, რომ იქ ბავშვები დახოცეს უკრაინელმა სამხედროებმა, ნუთუ არ გინახავთ კადრები?! ამერიკას და დასავლეთს სურს ომი, ჩვენ რუსეთი გვეხმარება, სამშვიდობოს გადავიდეთ."

აქ ზოგი ამბობს, რომ არაფრად უღირს ასეთი გამარჯვება, ან დამარცხება, თუკი ოჯახის წევრები ერთმანეთს დაკარგავენ, სანგრების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდებით. ან რა იქნება შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება?!

ამდენი წელია ომში ვცხოვრობთ, თან ვეგუებით, თან - ვერა. ჩემი ქალაქი ზღვისპირას არის გადაშლილი, შეიძლება ითქვას, მტრის პირველი სამიზნეა. ჩემი პატარა შვილი უყურებდა დაბომბილი საბავშვო ბაღის კადრებს და უეცრად ქუჩაში სეირნობისას მკითხა, ჩვენც მოგვკლავენო?

არაფერი ვუპასუხე, მაგრამ ჩამეძია, თუკი ასე ისვრიან ტყვიებს, ხომ შეიძლება ჩვენც მოგხვდესო.

აქ ოჯახებით ვცხოვრობთ. სად უნდა წავიდე?! ეს ჩემი სახლია. პოლონეთში მყავს მეგობრები, მითხრეს, პატარა შვილი გყავს, ხომ არ ჯობია, წამოხვიდეო.. არა, არსად გაქცევას არ ვაპირებ-მეთქი. თუ წავედი, ასე მგონია, ვერასდროს დავბრუნდები. მედია ძალიან აქტიურობს. არ ვიცი, ეს კარგია თუ არა. ზოგჯერ ძალიან გვეშინია, იმაზე მეტად, ვიდრე უნდა გვეშინოდეს. ხშირად გვეკითხებიან, რას ელოდებითო.

- რას პასუხობთ?

- საფრთხე ძალიან დიდია, მაგრამ კრიტიკული არა. ახლა გამოჩნდება ევროპას სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ. ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა ახლა მისი შესაძლებობის მაქსიმუმია. ახლა ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ახლა ერთადერთი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, არის სიმშვიდის შენარჩუნება. არადა, რა რთულია. ეს ხომ ნერვების ომია. ხან მგონია, რომ ვითარება დაწყნარდება, ხან კი - ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ ტყვიებისა და აფეთქების ხმა ისმის.

ვიცი, რომ ჩვენები არ პასუხობენ სეპარატისტებს, მაგრამ როდემდე?! არ ვიცი. როდესაც ახლობლები ერთმანეთს ვხვდებით, ვეუბნებით - იმედია, მშვიდობა გვექნება.