საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას... არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთს შერცხვეს" - ვლადიმერ ზელენსკი
"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას... არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთს შერცხვეს" - ვლადიმერ ზელენსკი

"მად­ლი­ე­რი ვარ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დით უდ­გა­ნან უკ­რა­ი­ნას სი­ტყვით, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბით. არ ჩა­მოვ­თვლი ჩვენს მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყ­ნე­ბის საქ­მე და მათი შეგ­ნე­ბაა, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ აუხ­სნი­ან ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს კი­ევ­ში მცხოვ­რებ სამ არას­რულ­წლო­ვანს, რომ­ლებ­მაც დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ჭურ­ვის შე­დე­გად მამა და­კარ­გეს.

"მე მად­ლი­ე­რი ვარ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დით უდ­გა­ნან უკ­რა­ი­ნას სი­ტყვით, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბით, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დგა­ნან უკ­რა­ი­ნის გვერ­დით, დგა­ნან სი­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გვერ­დით. არ ჩა­მოვ­თვლი ჩვენს მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს. მაგ­რამ ეს მათი საქ­მეა, ეს ამ ქვეყ­ნე­ბის კარ­მაა და ის შეგ­ნე­ბაა, რო­მელ­საც თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რონ. თუმ­ცა არ ვიცი, რო­გორ აუხ­სნი­ან ამ ქმე­დე­ბას დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ორ მოკ­ლულ­სა და სამ დაჭ­რილ ჯა­რის­კაცს და რაც მთა­ვა­რია, რო­გორ აუხ­სნი­ან სამ გო­გოს კი­ე­ვი­დან, ერთი 10-საა, მე­ო­რე 6-ის და მე­სა­მე სულ რა­ღაც ერთი წლის, დღეს ისი­ნი დი­ლის 6 სა­ათ­ზე მა­მის გა­რე­შე დარ­ჩნენ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცე­რი და­ი­ღუ­პა, ჭურ­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლია მინ­სკის შე­თან­ხმე­ბით. არ ვიცი რაზე ფიქ­რობ­და ის თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წა­მებ­ში, ის, ალ­ბათ, არ ფიქ­რობ­და იმა­ზე, რა სა­ხის დღის წეს­რი­გი გვჭირ­დე­ბა ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მაგ­რამ მან იცო­და კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მე დავ­სვი და­სა­წყის­ში, მან კარ­გად იცის ვინ იტყუ­ე­ბა. გა­ნის­ვე­ნოს მშვი­დო­ბით მან და ყვე­ლამ, ვინც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, სა­ნამ და­სავ­ლე­თი დუმს, სუ­ჩუ­მე არ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

"რა შე­იძ­ლე­ბა ჩვენ გა­ვა­კე­თოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გა­ვაგ­რძე­ლოთ უკ­რა­ი­ნის და მისი თავ­დაც­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა, შეგ­ვიძ­ლია უზ­რუნ­ველ­ვყოთ ის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვით, უზ­რუნ­ველ­ვყოთ დახ­მა­რე­ბი­თა და წარ­მო­ვად­გი­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი დრო უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სის წევ­რო­ბის­თვის. ჩვენ გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში, რათა მი­ვაღ­წი­ოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ასე­ვე, გვჭირ­დე­ბა ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჯა­რის­თვის, რო­მე­ლიც იცავს მთელ ევ­რო­პას და გვჭირ­დე­ბა ეფექ­ტუ­რი სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად. ასე­ვე გვჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ინ­ტეგ­რა­ცია ევ­რო­კავ­შირ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი ორი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ია­რა­ღი. ყვე­ლა ეს კი­თხვა სა­ჭი­რო­ებს პა­სუხს, მაგ­რამ სა­ნაც­ვლოდ არის სი­ჩუ­მე და სა­ნამ სი­უ­ჩუ­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, სი­ჩუ­მე არ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, არ იქ­ნე­ბა ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და მსოფ­ლი­ო­ში. იმე­დი მაქვს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­პა და მსოფ­ლიო ამას მიხ­ვდე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიდანი.
0

ვფიქრობ უჯობს, ისევ ესტრადას დაუბრუნდეს. აბა! კლიჩკო და სხვები? ალბათ ეხლა მიხვდნენ ყველაფერს.

ილია
3

შემოვდივარ ინიციატივით - შემდეგ პრეზიდენტად ავირჩიოთ ჩიტოვიჩი!

ავტორი:

"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას... არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთს შერცხვეს" - ვლადიმერ ზელენსკი

"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას... არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთს შერცხვეს" - ვლადიმერ ზელენსკი

"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების საქმე და მათი შეგნებაა, თუმცა გაუგებარია როგორ აუხსნიან ისინი ამ ყველაფერს კიევში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, რომლებმაც დღეს ცენტრალური ევროპის დროით დილის 6 საათზე ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მამა დაკარგეს.

"მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდით უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანამ დასავლეთი დუმს, სუჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.

"რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გავაგრძელოთ უკრაინის და მისი თავდაცვითი საშუალებების ეფექტური მხარდაჭერა, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის ევროპული პერსპექტივით, უზრუნველვყოთ დახმარებითა და წარმოვადგინოთ კონკრეტული დრო უკრაინის ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას. ასევე, გვჭირდება ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფა ჯარისთვის, რომელიც იცავს მთელ ევროპას და გვჭირდება ეფექტური სანქციების პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ასევე გვჭირდება უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადი ორი გამოიყენება როგორც იარაღი. ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს, მაგრამ სანაცვლოდ არის სიჩუმე და სანამ სიუჩუმე შენარჩუნებულია, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, არ იქნება ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ევროპა და მსოფლიო ამას მიხვდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.