პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის სამინისტრო?
"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის სამინისტრო?

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მი­იჩ­ნევს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში სვა­ნუ­რი ცეკ­ვა ხელ­ყო­ფი­ლია. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­მი­ნის­ტრო ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი დაც­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს

"ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვით მხო­ლოდ ოთხ ქარ­თულ ცეკ­ვას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი. ესე­ნია:

1. ფერ­ხუ­ლი (2013 წ.), წარმდგე­ნი -სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე - კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი;

2. ხო­რუ­მი (2013 წ.) წარმდგე­ნი - ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი;

3. აჭა­რუ­ლი გან­და­გა­ნას ხალ­ხუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი (2019 წ.) წარმდგე­ნი - აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო;

4. ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი (2020 წ.) წარმდგე­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.ასე­ვე, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქა­ლა­ქურ მრა­ვალ­ჟა­მი­ერს (2013 წ.) და ქარ­თულ გა­ლო­ბას (2021 წ.),ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას მო­ცე­მუ­ლი სტა­ტუ­სი 2014 წელს მი­ე­ნი­ჭა, 2020 წელს კი ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის სტა­ტუ­სი გა­ნე­სა­ზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც მსოფ­ლიო ხელ­თუქ­მნე­ლი შე­დევ­რე­ბის ერთ-ერთი ნი­მუ­ში, ხოლო 2008 წლი­დან UNESCO-ს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში არის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი).

თუმ­ცა, გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ხელ­ყო­ფი­ლია სვა­ნუ­რი ცეკ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით, მოწ­მობს, რომ დაც­ვის ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის. სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე იყოს და­ცუ­ლი არა მხო­ლოდ ცეკ­ვე­ბი­სა და სიმ­ღე­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, არა­მედ ყვე­ლა ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა იმ სტა­ტუ­სით, რაც კონ­კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სათ­ვის არის შე­სა­ბა­მი­სი. ამას­თან, იმი­სათ­ვის, რომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ელე­მენ­ტი UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში იყოს ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ჯერ უნდა მოხ­დეს ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დამ­ცა­ვი სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა.

კერ­ძოდ, უნდა მი­ე­ნი­ჭოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი. შემ­დეგ უნდა გა­ნე­სა­ზღვროს ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის სტა­ტუ­სი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში ძეგლის ნო­მი­ნი­რე­ბა.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 თე­ბერ­ვალს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სსიპ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ­ლის წი­ნა­შეც და­ის­მე­ბა მო­ცე­მუ­ლი სა­კი­თხი და სა­მი­ნის­ტროს სსიპ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრთან ერ­თად და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა მო­ცე­მუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
: )))))))
0

 ეს 2006 წელს მომხდარა და სად იყო მაშინ დიდი ბელადი და მაშინდელი კულტურის მინისტრი? ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ეგრეა ეს ამბავი

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
1

მშვენივრად ცეკვავენ, განსაკუთრებით ის ღია ფერის კაბით, ბოლოს სხვებს რა კარგად ახტება კისერზე, ნამდვილი ტარზანაა, ტარზანა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის სამინისტრო?

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის სამინისტრო?

კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს

"ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია:

1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;

2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;

3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;

4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.),ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული).

თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი. ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა.

კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად" - ნათქვამია განცხადებაში.