პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ ერთ შეცდომას ვეღარ გაუძლებს.
"ამ რთულ მომენტში მინდა გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შედეგები. 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი. მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.
ჯერ უკრაინას გამოუცხადე თანადგომა, როგორც კი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა, გადადი პუტინის მხარეს
გახარია ემზადებოდა ნაციონალებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ მათთან ხომ ცარიელი ხელებით ვერ მივიდოდა, ამოტომ სანამ პარტია ქართულ ოცნების მხარდამჭერი იყო თავი მოჰქონდა როგორც ერთგული გუნდის წევრი, და ხშირად ეს გამოსდიოდა ეშმაკურად, ანუ, ავაზაკურად და აი როგორ: ვინაიდან მის ავაზაკობაში არავის ეჭვი არ შეპარვია და მისი ვითომ „ერთგულების“ საფასურად პარტია „ქართული ოცნება“-ს გამოსტყუა ჯერ გუბერნატორებად, შემდეგ კი დეპუტატებად: გიორგი ხოჯევანიშვილი –( შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი), პარლამენტის წევრი, ალექსანდრე მოწერელია – (სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი), პარლამენტის წევრი, შალვა კერესელიძე –( მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი), პარლამენტის წევრი. ანუ სამი ყოფილი გუბერნატორი, შემდეგ მოდიან, კოლეგები ყოფილი ადმინისტრაციიდან: ნათია მეზვრიშვილი – (მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი), კახა ქემოკლიძე – (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი), ბერდია სიჭინავა – (მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი), კოტე ანანიაშვილი – (აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი) და კიდევ ბევრი ჯერ გააძლიერა, დაელოდა მომენტს და გაიყოლა წინასწარ სათავისოდ შერჩეული აწ უკვე შერჩეული 6 დეპუტატი, და ეახლა ნაცებს, („აგერ ბატონო ნიკანდრო, ნაკაშიების საჭურველი, ჩავხოცე მდინარეში, ბანაობდნენ იქ, მოვედი თქვენს სამსახურში, ხომ შემომითვალე გამოდიო“ დათა თუთაშხია) ეახლა და ეახლა მაგრამ, რა უნდა ქნას არ იცის. ელოდება მოთმინებით, მაგრამ მოთმენასაც აქვს საზღვარი. (აბა ბატონო ნიკანდრო, როდემდე უნდა ვიყო მე ასე, მოვრჩი მე აბრაგობას ასე იყო ნათქვამი. თქვენ ტყეში დამტოვეთ აბრაგების სადევნებლად ბოლო ხომ უნდა ჰქონდეს ამას.-ცოტაც მოითმინე რაჟა ასეა საჭირო....,) როდის რას დაავალებენ კიდევ, ვინ იცის არის მოლოდინში.