საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე
"მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

სა­ცო­და­ვი არის კაცი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის მერე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ემა­ლე­ბა სა­კუ­თარ წევ­რებ­საც კი,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რის ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძე ეცო­დე­ბა.

"მე არ მე­ცო­დე­ბა, უბ­რა­ლოდ სა­ცო­და­ვია“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რო­დის გეგ­მავს ის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ამ მძი­მე სი­ტყვას არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას აპი­რებს, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ალი­ან­სის დე­ტა­ლებს ააშ­კა­რა­ვებს.

"კომ­პრო­მატს რაც შე­ე­ხე­ბა, კომ­პრო­მატს აქვს ცოტა რთუ­ლი და ცუდი დატ­ვირ­თვა. ამ ტერ­მინს მე არ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. აქ სა­უ­ბა­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა იმ ალი­ანსს „ნაც­მოძ­რა­ო­ბა­სა“ და გა­ხა­რი­ას შო­რის, რო­მე­ლიც ისე­დაც ყვე­ლას­თვის გახ­და ცხა­დი კონ­კრე­ტუ­ლი 4 კო­ა­ლი­ცი­ის მა­გა­ლით­ზე. პირ­და­პირ შეკ­რეს მათ ალი­ან­სი, კო­ა­ლი­ცია. ყვე­ლამ ისე­დაც იცის, რომ ეს ალი­ან­სი არ­სე­ბობს, რაც შე­ე­ხე­ბა მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე გვექ­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც დღეს ვერ გე­ტყვით.

არის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი და ეს დე­ტა­ლე­ბი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი. ეს დე­ტა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩვენც არ ვი­ცო­დით თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი და როცა გა­ვი­ხე­დეთ უკან, ბევ­რი რამ უფრო ად­ვი­ლად ასახ­სნე­ლი გახ­და. ანუ რა­ღა­ცებს ვხსნი­დით ჩვენ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით და ა.შ. თუმ­ცა მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ჰქონ­და სხვა ახ­სნა და სხვა მი­ზე­ზე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვახ­სე­ნებთ,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის მცდე­ლო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა იყო კა­ნო­ნი­ე­რი.

"რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­გი­რე­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნი­ე­რი იყო და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დაც­ვას, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მებს და კონ­კრე­ტულ გა­დაცდ­მებს, რა­ზეც ჩვენ გვქონ­და თა­ვის დრო­ზე სა­უ­ბა­რი, ამა­ზე, რა თქმა უნდა, მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნა
1

ეს კობახიძე რავა სულ თმადაუვარცხნელი დადის 

ანა
69

ციხე შიგნიდან ტყდეაო, უბრალოდ ბიძომ ალბათ თავისი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო სვლა გააკეთა, როდესაც გახარიამ თავისი გადადგომით ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა და სწორედ ღარიბაშვილი შეუხიდა მძიმე მოვლენებთან შეჭიდებას. მაშინ სწორედაც კალაძე- კობახიძე- ღარიბაშვილის სწორმა და პრინციპულმა ქმედებებმა იხსნა ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც ნაცებთან ერთად მზადდებოდა და ყველაზე უარესი ჩვენი "კეთილმოსურნე" მოკავშირეების მხარდაჭერაც არ ეკლდათ. წერტილი როგორც თავად იტყოდა, გახარიას ჩაფლავებულ მიზნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

"მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას, ემალება საკუთარ წევრებსაც კი,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კობახიძე ეცოდება.

"მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის გეგმავს ის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მის მიერ დაანონსებული კომპრომატების გამოქვეყნებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ თემაზე საუბრისას ამ მძიმე სიტყვას არ გამოიყენებდა, რადგან „ქართული ოცნება“ ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის ალიანსის დეტალებს ააშკარავებს.

"კომპრომატს რაც შეეხება, კომპრომატს აქვს ცოტა რთული და ცუდი დატვირთვა. ამ ტერმინს მე არ გამოვიყენებდი. აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, რომელიც ისედაც ყველასთვის გახდა ცხადი კონკრეტული 4 კოალიციის მაგალითზე. პირდაპირ შეკრეს მათ ალიანსი, კოალიცია. ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ალიანსი არსებობს, რაც შეეხება მეტ ინფორმაციას დეტალებთან დაკავშირებით, საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება მოგვიანებით საუბარი, რომელსაც დღეს ვერ გეტყვით.

არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავის დროზე, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი და როცა გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ადვილად ასახსნელი გახდა. ანუ რაღაცებს ვხსნიდით ჩვენ არაკომპეტენტურობით და ა.შ. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა ახსნა და სხვა მიზეზები, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოვახსენებთ,“- განაცხადა კობახიძემ.

ის 20 ივნისის მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე რეაგირება იყო კანონიერი.

"რაც შეეხება რეაგირებას, პრაქტიკულად, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე, რა თქმა უნდა, კანონიერი იყო და ემსახურებოდა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, მაგრამ რაც შეეხება ფორმებს და კონკრეტულ გადაცდმებს, რაზეც ჩვენ გვქონდა თავის დროზე საუბარი, ამაზე, რა თქმა უნდა, მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.