ავტორი:

"კლინიკიდან იმედიანად წამოვედით, თუმცა გამოგვაკლდა კარინა... ყოველდღე მეუბნება ქეითი, დედიკო მენატრებაო" - კარინა გრიგორიანის მეუღლის ემოციური პოსტი

"კლინიკიდან იმედიანად წამოვედით, თუმცა გამოგვაკლდა კარინა... ყოველდღე მეუბნება ქეითი, დედიკო მენატრებაო" - კარინა გრიგორიანის მეუღლის ემოციური პოსტი

კარინა კრიგორიანის მეუღლე დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის შვილის მდგომარეობაზეც წერს და ამბობს, რომ იტალიელი ექიმების წყალობით ქეითის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"დღეს ერთი წელი გავიდა რაც ბამბინ ჯეზუში ვართ, როგორ იმედიანად წამოვედით და ეს იმედი გაამართლეს იტალიელმა ექიმებმა, მაგრამ გამოგვაკლდა უმთავრესი კარინა, დედა რომელიც არის ჩემთვის დედობის მაგალითი, ბავშვისთვის ერთხელაც არ აუწევია ხმას, სიტყვები არ არსებობს კარინას დედობა რომ გადმოვცე როგორი დედა იყო, ძაალიან რთულია ეს მომენტი რადგან ყოველ დღე ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო, არ ვიცი რა ვუპასუხო.

ისეთი ლაღი აღარ არის როგორიც იყო რაღაცნაირად დადის დავრდომილი მოწყენილი, ყველა მოქმედებაში ეტყობა რომ დედას ეძებს. ამდენი პრობლემის შემდეგ ეს არ უნდა მომხდარიყო, ექიმმა როცა დარეკა და მითხრა რამოდენიმე საათი დარჩა კარინასო ბოლომდე არ მჯეროდა, რადგან ესეთ უსამართლობას ვერც კი წარმოვიდგენდი. ეხლაც არ მჯერა რომ ეს ხდება ჩვენს თავს. მგონია რომ გავა დრო და დაგვიბრუნდება, არ იღებს ქვეცნობიერი ამ რეალობას და რა გავაკეთო" - წერს ახვლედიანი.

ცნობისთვის, კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. კარინას შვილი ქეითი უკვე მეორე წელია რაც ლეიკემიას ებრძვის. ბავშვს იტალიაში ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

კარინა შვილის დონორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ცუდად გახდა და შვილის სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში ჩასულ ქალს მელანომის მეოთხე სტადია დაუდგინდა.

ქეითს ძვლის ტვინი მამამ გადაუნერგა და გოგონა რეაბილიტაციის პერიოდს გადის. თავად კარინა კი ბინადრობის არ ქონის გამო, მკურნალობის კურსს ვერ იტარებდა და მისი მდგომარება დამძიმდა..