ავტორი:

"მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან, რადგან რუსეთმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმა" - უკრაინის თავდაცვის უწყება

"მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან, რადგან რუსეთმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმა" - უკრაინის თავდაცვის უწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დანაღმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა.

"ეს ზომები მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმებში უკრაინის დადანაშაულების საფუძვლის შექმნას“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერებმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.