საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი
"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი

ეს უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ბავ­შვებ­ში „ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია პო­ლი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი და პნევ­მო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, - ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატრმა ეკა უბერ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვებ­ში "ომიკ­რო­ნის“ უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სით და ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტით, რო­მე­ლიც 2 თვის ასა­კი­დან გეგ­მუ­რად ტარ­დე­ბა.

"კი ბა­ტო­ნო, ვე­თან­ხმე­ბი მშო­ბელს, რომ ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით მი­დის "ომიკ­რო­ნი", მაგ­რამ სწრა­ფად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წევს. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა ეს სის­ტე­მუ­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხვე­ლით, მსუ­ბუ­ქი სპაზ­მუ­რი ხვე­ლით გარ­თულ­დეს, სულ ეს არის რო­გორც წესი ჯან­მრთელ ბავ­შვებ­ში "ომიკ­რო­ნის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში.

რა თქმა უნდა, არის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ არა უფრო ხში­რად, ვიდ­რე „დელ­ტა“ შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში.

გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზად ისევ და ისევ რჩე­ბა თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რაც რა თქმა უნდა, არ­თუ­ლებს და ზრდის სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რის რისკს ბავ­შვთა შემ­თხვე­ვა­ში. რაც უფრო მა­ღა­ლია ასა­კი ბავ­შვის, მით უფრო მე­ტია რის­კი. რა­ტომ გა­და­აქვთ ბავ­შვებს შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად? სა­უ­ბა­რია თან­და­ყო­ლილ იმუ­ნურ სტა­ტუს­ზე და იმ ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის ეფექ­ტზე, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გეგ­მუ­რად ტარ­დე­ბა 2 თვის ასა­კი­დან ბავ­შვებ­ში და სა­უ­ბა­რია ისევ და ისევ ჯვა­რე­დინ რე­აქ­ცი­ა­ზე, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცი­ის სა­ხით იმუ­შა­ოს "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­შიც“, - გა­ნა­ცხა­და ეკა უბერ­მა.

ასე­ვე, პე­დი­ატრმა ეკა უბერ­მა გა­და­ცე­მა­ში "ომიკ­რო­ნის“ დროს ბავ­შვებ­ში გა­მო­ხა­ტულ სიმპტო­მებ­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებ­ში "ომიკ­რო­ნის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ერთი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ყო, გარ­და ჰექ­ტი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტა რთუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ასე­ვე არის ე.წ. კრუ­პის შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა, რაც ვლინ­დე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის შე­შუ­პე­ბით და ვლინ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მა­ტი­კით, ე.წ. მყე­ფა­რე ხა­სი­ა­თის ხვე­ლით, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვით, ხმის ტემ­ბრის შეც­ვლით, რაც მა­ნამ­დე სხვა ვირუ­სე­ბის დრო­საც იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ახლა გა­მო­ი­ხა­ტა "ომიკ­რო­ნის" დროს“, - გა­ნა­ცხა­და ეკა უბერ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
4

ნუ დებთ თავს რაც მიკრო ბიოლოგიურ დონის სიღმეებით არ გესმით!!!

პასუხს აგებთ, როგორც ღვთისა და ერის წინაშე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი

"უკვე დამტკიცებულია... ბავშვებში "ომიკრონის" დროს მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის რისკი" - ეკა უბერი

ეს უკვე დამტკიცებულია, რომ ბავშვებში „ომიკრონის" შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის განვითარების რისკი, - ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებში "ომიკრონის“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობა გამოწვეულია თანდაყოლილი იმუნური სტატუსით და ვაქცინების ეფექტით, რომელიც 2 თვის ასაკიდან გეგმურად ტარდება.

"კი ბატონო, ვეთანხმები მშობელს, რომ ნამდვილად მაღალი ტემპერატურით მიდის "ომიკრონი", მაგრამ სწრაფად ექვემდებარება სიცხის დამწევს. 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება ეს სისტემური რეაქცია, რომელიც შემდგომში შესაძლებელია, ხველით, მსუბუქი სპაზმური ხველით გართულდეს, სულ ეს არის როგორც წესი ჯანმრთელ ბავშვებში "ომიკრონის" მიმდინარეობა, უმრავლეს შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, არის გართულებები, მაგრამ არა უფრო ხშირად, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში.

გართულების მიზეზად ისევ და ისევ რჩება თანმდევი დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობები, რაც რა თქმა უნდა, ართულებს და ზრდის სტაციონარში მოხვედრის რისკს ბავშვთა შემთხვევაში. რაც უფრო მაღალია ასაკი ბავშვის, მით უფრო მეტია რისკი. რატომ გადააქვთ ბავშვებს შედარებით უფრო მსუბუქად? საუბარია თანდაყოლილ იმუნურ სტატუსზე და იმ ვაქცინაციების ეფექტზე, რომელიც ჩვეულებრივ გეგმურად ტარდება 2 თვის ასაკიდან ბავშვებში და საუბარია ისევ და ისევ ჯვარედინ რეაქციაზე, რომელმაც შესაძლებელია დამცველობითი რეაქციის სახით იმუშაოს "ომიკრონის" შემთხვევაშიც“, - განაცხადა ეკა უბერმა.

ასევე, პედიატრმა ეკა უბერმა გადაცემაში "ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულ სიმპტომებსა და თავისებურებებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ბავშვებში "ომიკრონის" მიმდინარეობას, ერთი თავისებურება მინდა გამოვყო, გარდა ჰექტიური ტემპერატურებისა, რომელიც პირველი 24 საათის განმავლობაში ცოტა რთულად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, ასევე არის ე.წ. კრუპის შემთხვევათა მატება, რაც ვლინდება ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით და ვლინდება სპეციფიკური სიმპტომატიკით, ე.წ. მყეფარე ხასიათის ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, ხმის ტემბრის შეცვლით, რაც მანამდე სხვა ვირუსების დროსაც იყო დამახასიათებელი, მაგრამ ახლა გამოიხატა "ომიკრონის" დროს“, - განაცხადა ეკა უბერმა.