საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს" - რამაზ საყვარელიძე
"ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს" - რამაზ საყვარელიძე

"ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა დი­დად პერ­სპექ­ტი­უ­ლად არ მეჩ­ვე­ნე­ბა მათი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, და­მარ­ცხე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა კი ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას აქვს" - ასე აფა­სებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა.

რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, პარ­ტი­ებს შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სას ყვე­ლა პარ­ტი­ას თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა არ ექ­ნე­ბა.

"რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, დი­დად პერ­სპექ­ტი­უ­ლი არ მეჩ­ვე­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მათი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, და­მარ­ცხე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა კი ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას აქვს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­გორც წესი, იქ­ნე­ბა პარ­ტი­ე­ბის სიმ­რავ­ლე და ყვე­ლა პარ­ტი­ას თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა არ ექ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბა უფრო მეტი წონა იმას, ვი­საც მეტი რე­ი­ტინ­გი აქვს, ასე­თია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ძალ­თა ბა­ლანსს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში, საყ­ვა­რე­ლი­ძე დას­ძენს, რომ "სა­ბო­ლო­ოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ბედს“.

"ოპო­ზი­ცია ერ­თმა­ნეთ­თან შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ხმის მომ­ტა­ნი ის უფ­როა, რო­მელ პარ­ტი­ა­საც მეტი წონა აქვს. ასე რომ თა­ნაბ­რო­ბა, ასე­თი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თა­ნაბ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, არ­ჩევ­ნებ­თან ვი­საც აქვს საქ­მე. არ­ჩევ­ნებ­ში ხომ ის იგებს, ვი­საც მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში რო­გორ უნდა გა­ა­თა­ნაბ­რო ის, ვი­საც მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს და ვი­ღაც სხვა პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­საც არ ჰყავს ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი. ერ­თმა­ნეთს შე­იძ­ლე­ბა, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ესა­უბ­რონ, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ბედს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერთი გეგ­მის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სად­მი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­კეთ­დე­ბა.

"მარ­ტო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ მონ­სტრის და­მარ­ცხე­ბას ვერ შეძ­ლებს, თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ერ­თი­ა­ნო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა პარ­ტი­ებს აკომ­პლექ­სებ­დეს: "თქვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტა­ზე ხართ, მაგ­რამ პარ­ტი­ებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, არა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­კომ­პლექ­ტებს მრა­ვალ­პარ­ტი­ულ, კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამას უფრო მოუხდებოდა
12

საძაგლიშვილი- საყვარელიძის ნაცვლად.

ბიძინა ივანიშვილი
5

ცოტა ტვინი ვისაც დაგრჩათ გაანებეთ ნაცმოძრაობას თავი და გადადით სხვა პარტიებში, სააკაშვილმა მოსპო უკვე ეგ პარტია, არანაირი რეიტინგი აღარ აქვთ, რაც დრო გადის უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავთ, პარტია, რომელსაც იმდენი ამომრჩეველი არაჰყავს ხელისუფლებისთვის იბრძოლოს მკვდარია.

ავტორი:

"ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს" - რამაზ საყვარელიძე

"ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს" - რამაზ საყვარელიძე

"ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს" - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით შეიძლება.

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, პარტიებს შორის გაერთიანებისას ყველა პარტიას თანაბარი ბრძოლა არ ექნება.

"რომ არ მოგატყუოთ, დიდად პერსპექტიული არ მეჩვენება ოპოზიციის გაერთიანება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს. გაერთიანება, როგორც წესი, იქნება პარტიების სიმრავლე და ყველა პარტიას თანაბარი ბრძოლა არ ექნება. რა თქმა უნდა, ექნება უფრო მეტი წონა იმას, ვისაც მეტი რეიტინგი აქვს, ასეთია "ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ძალთა ბალანსს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესში, საყვარელიძე დასძენს, რომ "საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გადაწყვეტენ ასეთი გაერთიანების ბედს“.

"ოპოზიცია ერთმანეთთან შეიძლება დაბალანსებული იყოს, მაგრამ რეალურად, ხმის მომტანი ის უფროა, რომელ პარტიასაც მეტი წონა აქვს. ასე რომ თანაბრობა, ასეთი ხელოვნური გათანაბრება შეუძლებელია, მითუმეტეს, პოლიტიკურ პროცესში, არჩევნებთან ვისაც აქვს საქმე. არჩევნებში ხომ ის იგებს, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ოპოზიციურ პარტიებში როგორ უნდა გაათანაბრო ის, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ვიღაც სხვა პარტიები, რომელსაც არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. ერთმანეთს შეიძლება, ზრდილობიანად ესაუბრონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ასეთი გაერთიანების ბედს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.

"მარტო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება“ შეიძლება პატარა პარტიებს აკომპლექსებდეს: "თქვენ "ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხართ, მაგრამ პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალი არჩევნების შედეგად, არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საზოგადოება დააკომპლექტებს მრავალპარტიულ, კოალიციურ მთავრობას, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“.