მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სე­ნატ­მა რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას გმობს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Associated Press-ი ავ­რცე­ლებს.

სე­ნა­ტო­რე­ბის რე­ზო­ლუ­ცი­ას კა­ნო­ნის ძალა არ აქვს, მაგ­რამ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით აშშ-ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ოფი­ცი­ა­ლუ­რად აფიქ­სი­რებს "ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას უსაფრ­თხო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის მი­მართ“ და "გმობს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას“ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე.

"კონ­გრე­სი ერ­თი­ა­ნია უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა რობ პორ­ტმან­მა, რო­მელ­მაც, სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰინ­თან და სხვა სე­ნა­ტო­რებ­თან ერ­თად, დო­კუ­მენ­ტი სე­ნატს წა­რუდ­გი­ნა.

რე­ზო­ლუ­ცია პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს მო­უ­წო­დებს, აშშ-ის მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლოს, გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი რუ­სე­თის­თვის "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ჯე­ბის“ და­სა­კის­რებ­ლად და "ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბის აღ­სად­გე­ნად“.

დო­კუ­მენ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ რე­ზო­ლუ­ცია არ უნდა იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი, რო­გორც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ან უკ­რა­ი­ნა­ში აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა.

სე­ნა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად, კონ­გრე­სის ქმე­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­ა­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი.

"სა­კი­თხი არ დგას ასე: "თუ“, არა­მედ ასე: "რო­გორ“ ვუ­პა­სუ­ხებთ ჩვენ პუ­ტინს“, - აცხა­დებს სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

პირდაპირ საოცრებები ხდება აშშ-სა და მისი სატელიტი ქვეყნების ლიდერების ტვინებში!

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარებისათვის მრავალი წელია არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ცნობილია, როგორც მინსკის ხელშეკრულება! ეს ხელშეკრულება დაწერილია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ, რომლითაც ორი მხარეა, რომლებმაც უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულებები. ერთი მხარეა უკრაინა და მეორე - დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკები. ხელშეკრულების გარანტორებია საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.

უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტ ზელენსკის თურმე არ მოსწონს ეს საერთაშორისო ხელშეკრულება და ჭირვეულობს პატარა ბავშვივით, არ ასრულებს და არ უნდა შეასრულოს მისი მოთხოვნები. ბოლო ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს შედგა შვეიცარიაში - საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა მოუწოდეს უკრაინას ეხელმძღვანელა მინსკის შეთანხმებით, რომელსაც ზელენსკი დაეთანხმა. მაგრამ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ მან ისევ დაიწყო ჭირვეულობა, რომელსაც ამჟამად აშშ-მა დაუჭირა მხარი, ასევე აშშ-ის სატელიტმა ნატოს ქვეყნებმა.

მოიგონეს ვითომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ლეგენდა და სხვა ათასი მაიმუნოებები.....

მოკლედ, თუ ვერ ამართლებს მინსკის ხელშეკრულება, მაშინ უნდა მოხდეს მისი დენონსაცია და ახალი ხელშეკრულების დადება, შემდგომში მისი შესრულება და ამით მშვიდობის დამყარება მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. 

მაგრამ საკითხავი ერთია: აწყობს ყოველივე ეს აშშ-ს? ჩემი აზრით არ აწყობს და ამიტომ იქცევა ასე.

დგ
0

და მერე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის აგრესიას გმობს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სენატორების რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მისი საშუალებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აფიქსირებს "ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“ და "გმობს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას“ უკრაინის საზღვარზე.

"კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა.

რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის "მნიშვნელოვანი ხარჯების“ დასაკისრებლად და "ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის ნებართვა.

სენატორები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია დამოუკიდებლად, კონგრესის ქმედებების მიუხედავად, დააწესოს სანქციები.

"საკითხი არ დგას ასე: "თუ“, არამედ ასე: "როგორ“ ვუპასუხებთ ჩვენ პუტინს“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.