სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება: ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა
პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება: ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა

ბიჭ­მა უმ­ცროს დას უხმო, ბუ­ხარ­თან მჯდარ­მა მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რედ სკამ­ზე მი­უ­თი­თა და მა­გი­და­ზე გაშ­ლილ ჭად­რა­კის და­ფა­ზე ფი­გუ­რე­ბის და­წყო­ბა და­ი­წყო. პა­ტა­რა გოგო ძმას ინ­ტე­რე­სით უყუ­რებ­და... ბიჭ­მა ღი­მი­ლით და­ი­წყო უძ­ვე­ლე­სი თა­მა­შის ის­ტო­რი­ის, ფი­გუ­რა­თა ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა. გო­გო­ნა ცდი­ლობ­და, მისი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა.

მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ამ უც­ნა­უ­რი ფი­გუ­რე­ბის თა­ვის ნე­ბა­ზე ათა­მა­შე­ბა შე­ეძ­ლო. ძმა მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო, სწრა­ფად აზ­როვ­ნებ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობ­და, მრა­ვალ კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­სა­ხავ­და გო­ნე­ბა­ში და ჩი­ნე­ბუ­ლად შე­ეძ­ლო მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც. თუმ­ცა 8 წლის დამ ერთხელ მო­უ­გო. ალ­ბათ, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი იყო ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიჭს ვინ­მეს­თან წა­ე­გო. წა­გე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­მარ­თლე­ბა უფრო იყო. ეს მარ­ცხიც უიღ­ბლო­ბას მი­ა­წე­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დით ამა­ყობ­და, ცოტა გაბ­რაზ­და კი­დეც...

მალე პა­ტა­რა და­ი­კოს გა­მარ­ჯვე­ბებ­მა სის­ტე­მა­ტუ­რი სახე მი­ი­ღო. ვერ იჯე­რებ­და, რო­გორ ახერ­ხებ­და პა­ტა­რა, 8 წლის გო­გო­ნა მის და­მარ­ცხე­ბას... ერთხე­ლაც, მო­რი­გი წა­გე­ბუ­ლი პარ­ტი­ის შემ­დეგ, ბიჭი ისე გაბ­რაზ­და, ჭად­რა­კის დაფა თა­ვის ფი­გუ­რე­ბი­ა­ნად აგიზ­გი­ზე­ბულ ბუ­ხარ­ში შე­უ­ძა­ხა...

"ის ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყე მო­გე­ბა. ძლი­ე­რი მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო და ჩემი ეს მო­გე­ბა მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო. ბრაზ­დე­ბო­და, აი­ღებ­და ჭად­რაკს, შეყ­რი­და ბუ­ხარ­ში და შემ­დეგ ვქე­ქავ­დით ნა­ცარს და ბუხ­რი­დან ვი­ღებ­დით. მე­უბ­ნე­ბო­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც რომ გახ­დე, მა­ინც ვერ მო­მი­გე­ბო..." - გა­იხ­სე­ნებს წლე­ბის მერე უკვე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ჭად­რა­კე.

ქუ­თა­ის­ში, გრი­გოლ ჩი­ბურ­და­ნი­ძის ოჯახ­ში, ბუ­ხარ­თან, მაია თა­ვის ძმა რე­ზი­კოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ არა­ერ­თხელ მო­უ­გებ­და, რომ არა უბე­დუ­რე­ბა, რაც ჩი­ბურ­და­ნი­ძე­ებს და­ა­ტყდათ თავს. სამ­წუ­ხა­როდ, რეზო ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახ­ში გლო­ვა იყო, მძი­მე დღე­ე­ბი დად­გა. ვუნ­დერ­კინ­დი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ქუ­თა­ი­სის პი­ო­ნერ­თა სახ­ლში ჭად­რაკ­ზე და­დი­ო­და, წრი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

ის, რომ მაია გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვი იყო, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­მოჩ­ნდა. 3 წლის ასაკ­ში კი­თხვა ის­წავ­ლა, სკო­ლა­ში 5 წლი­სა შე­ვი­და, თან ისე, რომ 3-ციფ­რი­ნი გა­მოთ­ვლე­ბით მარ­ტი­ვად "ჟონ­გლი­ო­რობ­და".

მო­მა­ვალ­ში იტყვის, რომ სას­წა­უ­ლე­ბი­თა და ღვთის მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სავ­სეა მისი ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ასე­თი სას­წა­უ­ლი იყო, როცა მა­ი­ას დე­დას გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი ესიზ­მრა და სთხო­ვა, რომ მაია ჭად­რაკ­ზე ისევ შე­ეყ­ვა­ნათ.

"რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ჩემი ძმა დე­დას სიზ­მარ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ე­ცხა­და, სთხო­ვა, ჭად­რაკ­ზე და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე და ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გან­ვაგ­რძე თა­მა­ში“, - იხ­სე­ნებს მაია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

10 წლის მაია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სა­ჭი­რო იყო ნი­ჭი­სა და უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­დას­ვლა. 1 წე­ლი­წად­ში მაია, დე­დას­თან ერ­თად, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ჭად­რა­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა იყო. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ნელ-ნელა იწყე­ბა ვუნ­დერ­კინ­დის აღ­ზე­ვე­ბა.

ამას მოწ­მობს 1973 წლის თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ტურ­ნი­რიც, სა­დაც ერთი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტი მოხ­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იუ­გოს­ლა­ვი­ი­დან მო­ი­პა­ტი­ჟეს და შეც­დო­მით, ახალ­ბე­დას ნაც­ვლად, გროს­მე­ის­ტე­რი ბორა ივ­კო­ვი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. სტუ­მარს პა­ტა­რა, ლაღი, მო­ციმ­ცი­მეთ­ვა­ლე­ბი­ა­ნი გო­გო­ნა და­უჯ­და და მას­ტერკლა­სიც ჩა­უ­ტა­რა. მა­ი­ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით 4:0, სძლია.

13 წლის ასაკ­ში კი უკვე თა­ვად ჩი­ბურ­და­ნი­ძე­მაც მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო გროს­მე­ის­ტე­რის სტა­ტუ­სი.

1976-1977 წლებ­ში მა­ი­ას მწვრთნე­ლი ედუ­არდ გუ­ფელ­დი იყო. ლე­გენ­და­რულ­მა მო­ჭად­რა­კემ, პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინ­დის სა­თა­მა­შო სტილ­ზე იმუ­შა­ვა და ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უ­ჩე­რებ­ლად აქ­ცია. მის მოქ­მე­დე­ბებ­ში გაჩ­ნდა სიღ­რმე, სიმ­სუ­ბუ­ქე და კი­დევ უფრო წინ­და­ხე­დუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა.

სწო­რედ "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი“ და დახ­ვე­წი­ლი მაია წარ­სდგა ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, 1978 წელს ბიჭ­ვინ­თა­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.... ნონა 16 წელი დო­მი­ნი­რებ­და ქალ­თა ჭად­რაკ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მათი შეხ­ვედ­რა უზარ­მა­ზარ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და.

"გა­მარ­ჯვე­ბა­ზე არც ვფიქ­რობ­დი, მინ­დო­და, რომ კარ­გად მე­თა­მა­შა. ესეც დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო, რომ ჩემს ასაკ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს ვხვდე­ბო­დი“, - თავ­მდაბ­ლუ­რად იხ­სე­ნებს მო­ჭად­რა­კე.

გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბუ­ხარ­თან, პირ­ვე­ლად ითა­მა­შა პარ­ტია თა­ვი­სი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა გაფ­რინ­დაშ­ვილს ამარ­ცხებ­და და სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას წერ­და. ერ­თმა ქარ­თველ­მა მე­ო­რეს გა­და­უ­ლო­ცა ჩემ­პი­ო­ნო­ბა და და­ი­წყო ჩი­ბურ­და­ნი­ძის "ოქ­როს ერაც".

თუმ­ცა ის­ტო­რი­ამ შე­მო­ი­ნა­ხა ერთი შემ­თხვე­ვა და მისი ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, უკვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა ერ­თობ­ლი­ვი სე­ან­სი გა­მარ­თა თბი­ლის­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის 12 წლის მაია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გახ­ლდათ, თუმ­ცა იმ სე­ან­სი­სას მხო­ლოდ ერთი პარ­ტია დათ­მო და ისიც მა­ი­ას­თან... მა­შინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მაია ნო­ნას­გან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას გა­და­ი­ბა­რებ­და...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ი­ას ჭად­რა­კის გარ­და სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც ჰქონ­და. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მე­დი­ცი­ნით, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბით, შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ით და ზო­გა­დად აზი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რით. 1978 წელს თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

"ჩვე­ნი ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ოჯა­ხის ექი­მი ვარ. ეს ცოდ­ნა გა­მო­მად­გა", - აღ­ნიშ­ნავს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მაია.

ნო­ნას მსგავ­სად, მა­ი­ა­მაც და­ი­წყო ვა­ჟე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, იცავ­და თა­ვის ტი­ტულ­საც.1981 წლი­დან 1989 წლამ­დე ჩი­ბურ­და­ნი­ძე არა­ერთ იმ ტურ­ნირ­ში იმარ­ჯვებ­და ან საპ­რი­ზო ად­გილს იკა­ვებ­და, სა­დაც კა­ცე­ბიც თა­მა­შობ­დნენ: 1984 წელი, ნიუ-დელი - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი; 1985 წელი, ბა­ნია-ლუკა - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, 1987 წელი, ბილ­ბაო - მე-3 - მე-4 ად­გი­ლი; 1987 წელი, ბრი­უ­სე­ლი - მე-2 ად­გი­ლი.

1991 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის სტა­ტუ­სის რი­გით მე­ექ­ვსე დაც­ვა­ზე, მაია მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხდა. ამ წა­გე­ბას­თან ერ­თად დას­რულ­და საბ­ჭო­თა და პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჰე­გე­მო­ნია ჭად­რაკ­ში და ეს­ტა­ფე­ტა ჩი­ნე­ლებ­მა გა­და­ი­ბა­რეს.

ხში­რად ის­მო­და და დღე­საც ის­მის კი­თხვა - რა სხვა­ო­ბაა მა­ი­ა­სა და ნო­ნას შო­რის? პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი უდა­ვოდ, ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მო­ჭად­რა­კეა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა კი შემ­დე­გია: ნონა აზარ­ტუ­ლი, ჯიბ­რი­ა­ნი და თავ­და­უ­ზო­გა­ვად მშრო­მე­ლი სპორ­ტმსე­ნი იყო. მაია კი წმინ­და ტა­ლან­ტი­სა და პრაქ­ტი­კის ხარ­ჯზე აღ­წევ­და წარ­მა­ტე­ბას. გარ­და ამი­სა, უფრო ლაღი იყო. მის­თვის ტი­ტუ­ლებ­ზე და შე­დეგ­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უშუ­ა­ლოდ პრო­ცე­სი გახ­ლდათ. ეს სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლებ­შიც ჩანს.

"ნო­ნას უჭად­რა­კოდ სი­ცო­ცხლე არ შე­უძ­ლია. ჭად­რა­კი მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ უკა­ვია. თვი­თონ ჭად­რაკ­ში რა მიყ­ვარს? ახა­ლი გზე­ბის ძებ­ნა, ლა­მა­ზი იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ძვე­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი სტი­ლი... პრი­ზე­ბი ქუ­თა­ი­სის სპორ­ტულ მუ­ზე­უმს ვა­ჩუ­ქე. ჩემ­თან რომ მოხ­ვი­დეთ, ორ მე­დალს ვერ იპო­ვით. აი, ნო­ნას მშვე­ნივ­რად აქვს მო­წყო­ბი­ლი, მთე­ლი ოთა­ხი აქვს თა­ვი­სი პრი­ზე­ბით. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის მედ­ლე­ბი სად არის, არც ვიცი. ბევ­რი მედ­ლე­ბი დავ­კარ­გე კი­დეც“, - ამ­ბობს მაია.

მის­ვე თქმით, ჭად­რაკ­მა ბევ­რი რამ მის­ცა, მათ შო­რის, სი­ცო­ცხლეც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა:

"ჭად­რა­კი ტვი­ნის ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს ავი­თა­რებს და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აძ­ლი­ე­რებს. ერთხელ, ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, კო­მა­ში ჩავ­ვარ­დი. ექი­მებ­მა თქვეს, რომ კო­მი­დან გა­მოს­ვლა­ში სწო­რედ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის ძლი­ე­რი სის­ტე­მა და­მეხ­მა­რა. რაც ჭად­რა­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მისი თა­მა­შის დროს ტვი­ნი სულ მუ­შა­ობს, სულ ვარ­ჯი­შობს".

"ეს თა­მა­ში კოს­მო­სუ­რი მოვ­ლე­ნაა, ადა­მი­ანს არ შე­ეძ­ლო ამის გა­მო­გო­ნე­ბა. ძა­ლი­ან ღრმა და ამო­უ­წუ­რა­ვია“, - ამ­ბობს მაია.

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, უსა­ზღვროდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ახ­დე­ნენ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას. მათ სა­შუ­ა­ლო შრო­მით შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის სა­ნატ­რე­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა. ასე იყო, მა­გა­ლი­თად, მა­რა­დო­ნაც. ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი, რო­მე­ლიც იყო უსა­ზღვრო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია, ბევ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის ეს არ იყო მისი მაქ­სი­მუ­მი. სწო­რედ ასე­თია ჩი­ბურ­და­ნი­ძეც.

"მგო­ნია, რომ მაქ­სი­მუმ 70%-ით შევ­ძე­ლი ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. კი­დევ უფრო მეტი შე­იძ­ლე­ბო­და", - აღი­ა­რებს თა­ვა­დაც.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მაია სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ერთ-ერთი მისი ნაც­ნო­ბი ამ­ბობს, ის პა­ი­კი­ვით თავ­მდა­ბა­ლი დე­დო­ფა­ლია... ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც მის თავს ხდე­ბო­და და ხდე­ბა, უფ­ლის ნე­ბაა...

"ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერც ერთი წყო­ბა და ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ მო­უ­ტანს, თუ თვი­თონ არ შე­იც­ვა­ლა... ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - ამ სამ უმ­თავ­რეს ბურ­ჯზე უნდა იდ­გეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვენ კი... ენას და­უ­დევ­რად ვექ­ცე­ვით და ვა­ბინ­ძუ­რებთ, მა­მუ­ლი გა­ვა­ნი­ა­ვეთ, სარ­წმუ­ნო­ე­ბა დავ­კარ­გეთ და კი­დევ გვიკ­ვირს, რა­ტომ ვართ ასეთ დღე­ში?! სარ­წმუ­ნო­ე­ბა აღა­რა­ვის ახ­სოვს, ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს, მარ­ტო მოხ­ვე­ჭა­ზე ფიქ­რობს. სიც­რუე სირ­ცხვი­ლად აღარ ით­ვლე­ბა... ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლი ჰყავს. ღმერ­თის შემ­წე­ო­ბის გა­რე­შე ორი­ა­თას­წლო­ვან ქარ­ტე­ხილ­ში ვე­რაფ­რით გა­დავ­რჩე­ბო­დით, მაგ­რამ, თუ ისევ უფ­ლის­კენ არ მივ­ბრუნ­დით და ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა, უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავცვივ­დე­ბით", - ამ­ბობს მაია გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" 2019 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჩვენ ბო­ლომ­დე ვერ ვხვდე­ბით, თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა იმი­ტომ, რომ ნო­ნა­სა და მა­ი­ას წყა­ლო­ბით მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო ად­გი­ლი გვი­კა­ვია. თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში შე­ა­ბი­ჯე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან ამ ორ ფე­ნო­მენს, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ფრთო­ვან­დე­ბი­ან და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან მი­ბა­ძონ...

  • სპორ­ტუ­ლი დო­სიე:

მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე ხუთგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, მან ეს ტი­ტუ­ლი 1978, 1981, 1984 და 1988 წლებ­ში მო­ი­პო­ვა.

ის 15-ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და (ქალ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) ქალ­თა სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. აქე­დან 7-ჯერ იგი იცავ­და სსრ კავ­ში­რის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - სა­ქარ­თვე­ლოს (1992-2004, 2008) ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას.

ჩი­ბურ­და­ნი­ძე 9-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და 3-გზის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია. ერთხელ გუნდთან ერ­თად და­ე­უფ­ლა ბრინ­ჯა­ოს მე­დალს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მაია ყო­ველ­თვის პირ­ველ და­ფა­ზე თა­მა­შობ­და და 4-ჯერ მო­ი­გო მცი­რე ოქ­როს მე­და­ლი პირ­ველ და­ფა­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის. სულ მა­ი­ამ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე 167 პარ­ტი­ი­დან 125,5 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თავი.

ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (1997) და ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია (2005).

მაია წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­შიც, მათ შო­რის ვაჟ­თა შო­რის.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lali baxturidze -ktavelidze
4

 მაია როგორი წარმატებული ადამიანი და რატომ არ ჩანს ტელევიზორში რამე შოუზე მოწვევული ჩვენმა თაობამ ისედაც ვიცით მის წარმატების შესახებ, პატარებმა არაფერი იციან თუ ჭადრაკზე არ დადიან

 

დავითი
3

მადლობა ავტორს ესეთი კარგი და საინტერესო სტატიისთვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება: ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა

პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება: ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა

ბიჭმა უმცროს დას უხმო, ბუხართან მჯდარმა მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე მიუთითა და მაგიდაზე გაშლილ ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დაწყობა დაიწყო. პატარა გოგო ძმას ინტერესით უყურებდა... ბიჭმა ღიმილით დაიწყო უძველესი თამაშის ისტორიის, ფიგურათა ამბების მოყოლა. გოგონა ცდილობდა, მისი თითოეული სიტყვა დაემახსოვრებინა.

მალევე მიხვდა, რომ ამ უცნაური ფიგურების თავის ნებაზე ათამაშება შეეძლო. ძმა მათემატიკოსი იყო, სწრაფად აზროვნებდა, შესანიშნავად თამაშობდა, მრავალ კომბინაციას წარმოსახავდა გონებაში და ჩინებულად შეეძლო მათი განხორციელებაც. თუმცა 8 წლის დამ ერთხელ მოუგო. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი იყო ის შემთხვევები, როცა ბოლო წლების განმავლობაში ბიჭს ვინმესთან წაეგო. წაგებების უმეტესობა მოწინააღმდეგის გამართლება უფრო იყო. ეს მარცხიც უიღბლობას მიაწერა და მიუხედავად იმისა, რომ დით ამაყობდა, ცოტა გაბრაზდა კიდეც...

მალე პატარა დაიკოს გამარჯვებებმა სისტემატური სახე მიიღო. ვერ იჯერებდა, როგორ ახერხებდა პატარა, 8 წლის გოგონა მის დამარცხებას... ერთხელაც, მორიგი წაგებული პარტიის შემდეგ, ბიჭი ისე გაბრაზდა, ჭადრაკის დაფა თავის ფიგურებიანად აგიზგიზებულ ბუხარში შეუძახა...

"ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და რატომღაც ძალიან მალე დავიწყე მოგება. ძლიერი მათემატიკოსი იყო და ჩემი ეს მოგება მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ბრაზდებოდა, აიღებდა ჭადრაკს, შეყრიდა ბუხარში და შემდეგ ვქექავდით ნაცარს და ბუხრიდან ვიღებდით. მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდე, მაინც ვერ მომიგებო..." - გაიხსენებს წლების მერე უკვე ძალიან წარმატებული მოჭადრაკე.

ქუთაისში, გრიგოლ ჩიბურდანიძის ოჯახში, ბუხართან, მაია თავის ძმა რეზიკოს, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ მოუგებდა, რომ არა უბედურება, რაც ჩიბურდანიძეებს დაატყდათ თავს. სამწუხაროდ, რეზო ტრაგიკულად გარდაიცვალა. ოჯახში გლოვა იყო, მძიმე დღეები დადგა. ვუნდერკინდი, რომელიც იმხანად ქუთაისის პიონერთა სახლში ჭადრაკზე დადიოდა, წრიდან გამოიყვანეს.

ის, რომ მაია გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობის ბავშვი იყო, ადრეული ასაკიდან გამოჩნდა. 3 წლის ასაკში კითხვა ისწავლა, სკოლაში 5 წლისა შევიდა, თან ისე, რომ 3-ციფრინი გამოთვლებით მარტივად "ჟონგლიორობდა".

მომავალში იტყვის, რომ სასწაულებითა და ღვთის მინიშნებებით სავსეა მისი ცხოვრება. სწორედ ასეთი სასწაული იყო, როცა მაიას დედას გარდაცვლილი შვილი ესიზმრა და სთხოვა, რომ მაია ჭადრაკზე ისევ შეეყვანათ.

"რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა, ჭადრაკზე დავებრუნებინე და ასე სასწაულებრივად განვაგრძე თამაში“, - იხსენებს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

10 წლის მაია სკოლის მოსწავლეებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. საჭირო იყო ნიჭისა და უნარების გასავითარებლად თბილისში გადასვლა. 1 წელიწადში მაია, დედასთან ერთად, დედაქალაქში გადავიდა, სადაც ჭადრაკის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო. აქედან მოყოლებული ნელ-ნელა იწყება ვუნდერკინდის აღზევება.

ამას მოწმობს 1973 წლის თბილისში გამართული ტურნირიც, სადაც ერთი უცნაური ფაქტი მოხდა. მონაწილეები იუგოსლავიიდან მოიპატიჟეს და შეცდომით, ახალბედას ნაცვლად, გროსმეისტერი ბორა ივკოვი ჩამოიყვანეს. სტუმარს პატარა, ლაღი, მოციმციმეთვალებიანი გოგონა დაუჯდა და მასტერკლასიც ჩაუტარა. მაიამ მოწინააღმდეგეს ყველა პარტიაში, საბოლოო ანგარიშით 4:0, სძლია.

13 წლის ასაკში კი უკვე თავად ჩიბურდანიძემაც მიიღო საერთაშორისო გროსმეისტერის სტატუსი.

1976-1977 წლებში მაიას მწვრთნელი ედუარდ გუფელდი იყო. ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, პატარა ვუნდერკინდის სათამაშო სტილზე იმუშავა და ჩიბურდანიძე, ფაქტობრივად, შეუჩერებლად აქცია. მის მოქმედებებში გაჩნდა სიღრმე, სიმსუბუქე და კიდევ უფრო წინდახედული აზროვნება.

სწორედ "განახლებული“ და დახვეწილი მაია წარსდგა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, 1978 წელს ბიჭვინთაში, მსოფლიო ჩემპიონატზე.... ნონა 16 წელი დომინირებდა ქალთა ჭადრაკში და შესაბამისად, მათი შეხვედრა უზარმაზარ ინტერესს იწვევდა.

"გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი, მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა. ესეც დიდი წარმატება იყო, რომ ჩემს ასაკში მსოფლიო ჩემპიონს ვხვდებოდი“, - თავმდაბლურად იხსენებს მოჭადრაკე.

გოგონამ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ, ბუხართან, პირველად ითამაშა პარტია თავისი ძმის წინააღმდეგ, ახლა გაფრინდაშვილს ამარცხებდა და საკუთარ ისტორიას წერდა. ერთმა ქართველმა მეორეს გადაულოცა ჩემპიონობა და დაიწყო ჩიბურდანიძის "ოქროს ერაც".

თუმცა ისტორიამ შემოინახა ერთი შემთხვევა და მისი ამსახველი ფოტო, უკვე მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ერთობლივი სეანსი გამართა თბილისში, მოწინააღმდეგეებს შორის 12 წლის მაია ყველაზე პატარა გახლდათ, თუმცა იმ სეანსისას მხოლოდ ერთი პარტია დათმო და ისიც მაიასთან... მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაია ნონასგან მსოფლიო ჩემპიონობას გადაიბარებდა...

აღსანიშნავია, რომ მაიას ჭადრაკის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა. გატაცებული იყო მედიცინით, აღმოსავლეთმცოდნეობით, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფილოსოფიით და ზოგადად აზიური ქვეყნების კულტურით. 1978 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.

"ჩვენი ოჯახისა და ახლობლების ოჯახის ექიმი ვარ. ეს ცოდნა გამომადგა", - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში მაია.

ნონას მსგავსად, მაიამაც დაიწყო ვაჟების წინააღმდეგ თამაში. პარალელურად, იცავდა თავის ტიტულსაც.1981 წლიდან 1989 წლამდე ჩიბურდანიძე არაერთ იმ ტურნირში იმარჯვებდა ან საპრიზო ადგილს იკავებდა, სადაც კაცებიც თამაშობდნენ: 1984 წელი, ნიუ-დელი - პირველი ადგილი; 1985 წელი, ბანია-ლუკა - პირველი ადგილი, 1987 წელი, ბილბაო - მე-3 - მე-4 ადგილი; 1987 წელი, ბრიუსელი - მე-2 ადგილი.

1991 წელს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის რიგით მეექვსე დაცვაზე, მაია მოულოდნელად დამარცხდა. ამ წაგებასთან ერთად დასრულდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების ჰეგემონია ჭადრაკში და ესტაფეტა ჩინელებმა გადაიბარეს.

ხშირად ისმოდა და დღესაც ისმის კითხვა - რა სხვაობაა მაიასა და ნონას შორის? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სპორტსმენი უდავოდ, ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეა.

მნიშვნელოვანი სხვაობა კი შემდეგია: ნონა აზარტული, ჯიბრიანი და თავდაუზოგავად მშრომელი სპორტმსენი იყო. მაია კი წმინდა ტალანტისა და პრაქტიკის ხარჯზე აღწევდა წარმატებას. გარდა ამისა, უფრო ლაღი იყო. მისთვის ტიტულებზე და შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი უშუალოდ პროცესი გახლდათ. ეს სხვადასხვა დეტალებშიც ჩანს.

"ნონას უჭადრაკოდ სიცოცხლე არ შეუძლია. ჭადრაკი მეც მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი ნამდვილად არ უკავია. თვითონ ჭადრაკში რა მიყვარს? ახალი გზების ძებნა, ლამაზი იდეების აღმოჩენა, ძველი რომანტიკული სტილი... პრიზები ქუთაისის სპორტულ მუზეუმს ვაჩუქე. ჩემთან რომ მოხვიდეთ, ორ მედალს ვერ იპოვით. აი, ნონას მშვენივრად აქვს მოწყობილი, მთელი ოთახი აქვს თავისი პრიზებით. მსოფლიო ჩემპიონის მედლები სად არის, არც ვიცი. ბევრი მედლები დავკარგე კიდეც“, - ამბობს მაია.

მისვე თქმით, ჭადრაკმა ბევრი რამ მისცა, მათ შორის, სიცოცხლეც შეუნარჩუნა:

"ჭადრაკი ტვინის ორივე ნახევარსფეროს ავითარებს და სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ერთხელ, ავარიაში მოვყევი, კომაში ჩავვარდი. ექიმებმა თქვეს, რომ კომიდან გამოსვლაში სწორედ სისხლის მიმოქცევის ძლიერი სისტემა დამეხმარა. რაც ჭადრაკის დამსახურებაა, მისი თამაშის დროს ტვინი სულ მუშაობს, სულ ვარჯიშობს".

"ეს თამაში კოსმოსური მოვლენაა, ადამიანს არ შეეძლო ამის გამოგონება. ძალიან ღრმა და ამოუწურავია“, - ამბობს მაია.

როგორც ხდება ხოლმე, უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანები, ბოლომდე მაინც ვერ ახდენენ შესაძლებლობების გამოვლინებას. მათ საშუალო შრომით შეუძლიათ სრული უმრავლესობისთვის სანატრელი შედეგების მიღწევა. ასე იყო, მაგალითად, მარადონაც. ღმერთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც იყო უსაზღვრო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მიაღწია, ბევრი სპორტის მოყვარულისთვის ეს არ იყო მისი მაქსიმუმი. სწორედ ასეთია ჩიბურდანიძეც.

"მგონია, რომ მაქსიმუმ 70%-ით შევძელი ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია. კიდევ უფრო მეტი შეიძლებოდა", - აღიარებს თავადაც.

როგორც ამბობენ, მაია საოცრად თავმდაბალი, უბრალო ადამიანია, როგორც ერთ-ერთი მისი ნაცნობი ამბობს, ის პაიკივით თავმდაბალი დედოფალია... ეკლესიურად ცხოვრობს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა და ხდება, უფლის ნებაა...

"ადამიანს ბედნიერებას ვერც ერთი წყობა და ვერც ერთი მთავრობა ვერ მოუტანს, თუ თვითონ არ შეიცვალა... ენა, მამული, სარწმუნოება - ამ სამ უმთავრეს ბურჯზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ კი... ენას დაუდევრად ვექცევით და ვაბინძურებთ, მამული გავანიავეთ, სარწმუნოება დავკარგეთ და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში?! სარწმუნოება აღარავის ახსოვს, ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, მარტო მოხვეჭაზე ფიქრობს. სიცრუე სირცხვილად აღარ ითვლება... ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით საქართველოს განსაკუთრებული მფარველი ჰყავს. ღმერთის შემწეობის გარეშე ორიათასწლოვან ქარტეხილში ვერაფრით გადავრჩებოდით, მაგრამ, თუ ისევ უფლისკენ არ მივბრუნდით და ძველებურად გავაგრძელეთ ცხოვრება, უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით", - ამბობს მაია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენ ბოლომდე ვერ ვხვდებით, თუ როგორ გაგვიმართლა იმიტომ, რომ ნონასა და მაიას წყალობით მსოფლიო სპორტის ისტორიაში ნამდვილად საამაყო ადგილი გვიკავია. თაობები, რომლებიც ჭადრაკის სამყაროში შეაბიჯებენ, აუცილებლად შეისწავლიან ამ ორ ფენომენს, აუცილებლად აღფრთოვანდებიან და აუცილებლად შეეცდებიან მიბაძონ...

  • სპორტული დოსიე:

მაია ჩიბურდანიძე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია, მან ეს ტიტული 1978, 1981, 1984 და 1988 წლებში მოიპოვა.

ის 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იგი იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004, 2008) ნაკრების ღირსებას.

ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთან ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად მაია ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისათვის. სულ მაიამ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი.

ის ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005).

მაია წარმატებით თამაშობდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც, მათ შორის ვაჟთა შორის.

ავტორი: ანრი კურტანიძე